"სანდრო გარდმეცვალა... გთხოვთ აქ ნუ მომისამძიმრებთ, ფეისბუქში მაინც დამრჩეს ცოცხლად. P.S გასვენება ხუთშაბათს, მის. აბაშიძის 73, საათს დაგიზუსტებთ", - ამ შინაარსის სტატუსს ავრცელებს შვილის გარდაცვალების შემდეგ მანჩო გიორგობიანის "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტის მანჩო გიორგობიანის ვაჟი სანდრო ქოიავა რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გარდაცვლილი ერთ-ერთ ღამის კლუბთან იპოვეს. სანდრო 22 წლის იყო, ის ამერიკაში ბიძასთან ცხოვრობდა. გარდაცვლილი უკვე ჩამოისვენეს თბილისში.