საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვეშინოდა, რომ აღარ შეგვიშვებდნენ დარბაზში" - რა ზარალი მიაყენა თემურ წიკლაურმა თეატრს
"გვეშინოდა, რომ აღარ შეგვიშვებდნენ დარბაზში" - რა ზარალი მიაყენა თემურ წიკლაურმა თეატრს

ემიგ­რანტ ქალ­ბა­ტონს - ლი­გია მუშ­კუ­დი­ანს ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლი უკვე იც­ნობს. მან სა­ზღვარ­გა­რეთ არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის კონ­ცერტს გა­უ­წია ორ­გა­ნი­ზე­ბა, რი­თაც სამ­შობ­ლო­დან შორს მყოფ ემიგ­რან­ტებს ცხოვ­რე­ბის ერთ დღეს ულა­მა­ზებს ხოლ­მე. ამ­ჯე­რად, ქალ­ბა­ტო­ნი ლი­გია თე­მურ წიკ­ლა­ურ­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს და იმ სი­ურპრი­ზებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე, ემიგ­რან­ტებს გულს სით­ბო­თი აუვ­სებს. წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, ბა­ტო­ნი თე­მურ წიკ­ლა­უ­რი იუ­ბი­ლა­რია. წელს იგი 70 წლის გახ­და - აქე­დან 40 წელი სცე­ნა­ზე დგას და თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხმის ტემ­ბრით, ულა­მა­ზე­სი სიმ­ღე­რე­ბით დღე­საც გვატ­კბობს. იმ სიმ­ღე­რე­ბით, რომ­ლებ­ზეც თა­ო­ბე­ბი გა­ი­ზარ­დნენ და დღე­საც იზ­რდე­ბი­ან; სიმ­ღე­რე­ბით, რო­მელ­საც დრომ ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო და ვერ გა­ა­ხუ­ნა. თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, ამა­ში ისიც თა­მა­შობს უდი­დეს როლს, რომ ბა­ტო­ნი თე­მურ წიკ­ლა­უ­რი არის არა მარ­ტო კარ­გი მომ­ღე­რა­ლი, არა­მედ დიდი ქარ­თვე­ლი, კარ­გი მე­უღ­ლე, კარ­გი მამა, კარ­გი შვი­ლი, კარ­გი მე­გო­ბა­რი და ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, კაცი-ლე­გენ­და. უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ მას­თან რამ­დე­ნი­მე­ჯერ მო­მი­წია შე­მოქ­მე­დე­ბით­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ და ვა­მა­ყობ, რომ მისი მე­გო­ბა­რი მქვია. მინ­და, ჩემი და სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის სა­ხე­ლით, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლი­დან კი­დევ ერთხელ მი­ვუ­ლო­ცო 70 წლის იუ­ბი­ლე და ვუ­სურ­ვო ჯან­მრთე­ლო­ბა, დღეგ­რძე­ლო­ბა, მზეგ­რძე­ლო­ბა, მა­ყუ­რე­ბელ­თა სიმ­რავ­ლე და სიყ­ვა­რუ­ლი.

ამ წე­რი­ლის და­წე­რა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტმა, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ლა­მა­რი­ას" ეგი­დით ქა­ლაქ ათენ­ში, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი­სათ­ვის და მი­ე­ძღვნა მისი 70 წლის იუ­ბი­ლეს. გვაქვს სა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ფორ­მა­ცია ამე­რი­კა­სა და გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­ზეც წე­რი­ლის ბო­ლოს მო­გახ­სე­ნებთ...

ჩემი და ბა­ტო­ნი თე­მურ წიკ­ლა­უ­რის მე­გობ­რო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 7 წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც გა­დავ­წყვი­ტე ქა­ლაქ ათენ­ში მო­მე­წყო კონ­ცერ­ტი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი­სათ­ვის, იდეა კი მამა თე­ი­მუ­რაზ კა­ლან­და­ძემ მო­მა­წო­და. ერთხელ, წირ­ვის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მან გვერ­დზე გა­მიხ­მო და მი­თხრა: ლი­გია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ საქ­მეს აკე­თებ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი­სათ­ვის და თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ჩა­მოყ­ვა­ნა­ზე არ გი­ფიქ­რია? იცი, რომ უძ­ლი­ე­რე­სი მომ­ღე­რა­ლია. მის სიმ­ღე­რებ­ზე თა­ო­ბე­ბი გა­ი­ზარ­დნენ. ის თა­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ, ემი­გა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს კონ­ცერ­ტი მათ­თვის უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბაო. მამა თე­ი­მუ­რაზს პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ ამ იდე­ას აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი. თუმ­ცა, სახ­ლში წა­მო­სულ­მა და­ვი­წყე ფიქ­რი იმა­ზე, რომ ძა­ლი­ან დიდ რის­კზე მივ­დი­ო­დი. იმი­ტომ კი არა, რომ ბა­ტო­ნი თე­მუ­რი კარ­გად ვერ წარ­დგე­ბო­და ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის წი­ნა­შე ან მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში მე­პა­რე­ბო­და ეჭვი. არა, დღემ­დე იმ აზ­რი­სა ვარ, რომ იგი გახ­ლავთ მსოფ­ლიო დო­ნის მომ­ღე­რა­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს მისი სა­და­რი ნამ­დვი­ლად არ ჰყავს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"გვეშინოდა, რომ აღარ შეგვიშვებდნენ დარბაზში" - რა ზარალი მიაყენა თემურ წიკლაურმა თეატრს

"გვეშინოდა, რომ აღარ შეგვიშვებდნენ დარბაზში" - რა ზარალი მიაყენა თემურ წიკლაურმა თეატრს

ემიგრანტ ქალბატონს - ლიგია მუშკუდიანს ჩვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი უკვე იცნობს. მან საზღვარგარეთ არაერთი ქართველი მომღერლის კონცერტს გაუწია ორგანიზება, რითაც სამშობლოდან შორს მყოფ ემიგრანტებს ცხოვრების ერთ დღეს ულამაზებს ხოლმე. ამჯერად, ქალბატონი ლიგია თემურ წიკლაურთან პირველ შეხვედრას იხსენებს და იმ სიურპრიზებზე საუბრობს, რომელიც ძალიან მალე, ემიგრანტებს გულს სითბოთი აუვსებს. წერილის სტილი დაცულია:

"საქართველოს სახალხო არტისტი, ბატონი თემურ წიკლაური იუბილარია. წელს იგი 70 წლის გახდა - აქედან 40 წელი სცენაზე დგას და თავისი არაჩვეულებრივი ხმის ტემბრით, ულამაზესი სიმღერებით დღესაც გვატკბობს. იმ სიმღერებით, რომლებზეც თაობები გაიზარდნენ და დღესაც იზრდებიან; სიმღერებით, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო და ვერ გაახუნა. თუმცა, ჩემი აზრით, ამაში ისიც თამაშობს უდიდეს როლს, რომ ბატონი თემურ წიკლაური არის არა მარტო კარგი მომღერალი, არამედ დიდი ქართველი, კარგი მეუღლე, კარგი მამა, კარგი შვილი, კარგი მეგობარი და ბევრი რომ არ გავაგრძელო, კაცი-ლეგენდა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მასთან რამდენიმეჯერ მომიწია შემოქმედებითმა თანამშრომლობამ და ვამაყობ, რომ მისი მეგობარი მქვია. მინდა, ჩემი და საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სახელით, თქვენი ჟურნალიდან კიდევ ერთხელ მივულოცო 70 წლის იუბილე და ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, მზეგრძელობა, მაყურებელთა სიმრავლე და სიყვარული.

ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა საიუბილეო კონცერტმა, რომელიც გაიმართა შემოქმედებითი გაერთიანება "ლამარიას" ეგიდით ქალაქ ათენში, ქართველი ემიგრანტებისათვის და მიეძღვნა მისი 70 წლის იუბილეს. გვაქვს სასიამოვნო ინფორმაცია ამერიკასა და გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის, რომელზეც წერილის ბოლოს მოგახსენებთ...

ჩემი და ბატონი თემურ წიკლაურის მეგობრობა დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო, როდესაც გადავწყვიტე ქალაქ ათენში მომეწყო კონცერტი ქართველი ემიგრანტებისათვის, იდეა კი მამა თეიმურაზ კალანდაძემ მომაწოდა. ერთხელ, წირვის დამთავრების შემდეგ, მან გვერდზე გამიხმო და მითხრა: ლიგია, არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებ ქართველი ემიგრანტებისათვის და თემურ წიკლაურის ჩამოყვანაზე არ გიფიქრია? იცი, რომ უძლიერესი მომღერალია. მის სიმღერებზე თაობები გაიზარდნენ. ის თაობები, რომლებიც აქ, ემიგაციაში იმყოფებიან და დარწმუნებული ვარ, ეს კონცერტი მათთვის უდიდესი საჩუქარი იქნებაო. მამა თეიმურაზს პირობა მივეცი, რომ ამ იდეას აუცილებლად განვახორციელებდი. თუმცა, სახლში წამოსულმა დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ძალიან დიდ რისკზე მივდიოდი. იმიტომ კი არა, რომ ბატონი თემური კარგად ვერ წარდგებოდა ქართველი ემიგრანტების წინაშე ან მის პროფესიონალიზმში მეპარებოდა ეჭვი. არა, დღემდე იმ აზრისა ვარ, რომ იგი გახლავთ მსოფლიო დონის მომღერალი და საქართველოს მისი სადარი ნამდვილად არ ჰყავს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი