პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუშეთის პრობლემები - ირაკლი ხვედაგურიძის ვიდეობლოგი
 თუშეთის პრობლემები - ირაკლი ხვედაგურიძის ვიდეობლოგი

76 წლის ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძე თუ­შე­თის სო­ფელ ბო­ჭორ­ნა­ში ცხოვ­რობს. ის ამ სოფ­ლის ერ­თა­დერ­თი მუდ­მი­ვი მცხოვ­რე­ბია. ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ ირაკ­ლი პა­პას თუ­შეთ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის თუ­შე­თის ერ­თა­დერ­თი ექი­მი იყო. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, თუ­შეთს ჩე­ხე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ ორი წლის წინ შე­ძე­ნი­ლი, მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ე­ცა, რო­მე­ლიც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტექ­ნი­კით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. ავ­ტო­მო­ბი­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ თუ­შეთ­ში სა­მო­რი­გე­ოდ მივ­ლი­ნე­ბულ ექი­მებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც პე­რი­ო­დუ­ლად იც­ვლე­ბი­ან. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მუ­შა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თუ­შეთ­ში ირაკ­ლი ექიმ­ზე მა­ინც დიდი მო­თხოვ­ნაა. ბევრ სო­ფელ­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა არ არის, ამი­ტომ იქ მუდ­მი­ვად ან სე­ზო­ნუ­რად მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ავად­მყო­ფო­ბის დროს ერ­თა­დერ­თი მხსნე­ლი ცხე­ნო­სა­ნი ექი­მია.

თუ­შეთ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ის ვი­დე­ობ­ლოგ­ში სა­უბ­რობს.

"თუ­შეთს ძი­რი­თა­დად სამი პრობ­ლე­მა აქვს. პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვა­კუ­უ­მია. აი, ამ ხე­ო­ბა­ზე 18 სო­ფე­ლი არის სა­ჩაღ­მო, ხუთი სო­ფე­ლი და ნა­სოფ­ლა­რე­ბი, 6 კი­დევ არის წო­ვა­თა, წოვა თუ­შე­ბის. ამ ხე­ო­ბა­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ სამ სო­ფელ­ში შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბა ტე­ლე­ფო­ნით. 14 წლის წინ, გა­მოჩ­ნდა ერთი ენ­თუ­ზი­ას­ტი კაცი - ლე­ვან შან­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­სახ­ლდა წო­ვ­ა­თას ერთ-ერთ სო­ფელ­ში, სა­თიბ­რო­ან­ში და იქ, მაღ­ლა, 2 კი­ლო­მეტრზე მწვერ­ვალ­ზე უნდა ავი­დეს, რომ ოჯახს და­უ­კავ­შირ­დეს.

მე­ო­რე პრობ­ლე­მა ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­დე­ნი რა­დი­ო­სად­გუ­რია და თუ­შეთ­ში რა­დი­ოს ვერ მო­უს­მენ. სიგ­ნა­ლი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე, 4-5 მეტ­რის რა­დი­უ­სით მო­დის და მერე ისევ ითი­შე­ბა.

მე­სა­მე პრობ­ლე­მა ის არის, რომ დღეს მე­ცხვა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან ჭირს. და რა­ტომ ჭირს იცით? მწყემ­სი არის ძა­ლი­ან ძვი­რი. მა­ი­სის პირ­ვე­ლი­დან, უფრო სწო­რედ აპ­რი­ლის 15-დან ვიდ­რე სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დის, მწყემსს "ხა­ზე­ი­ნი" 1300 ლარს აძ­ლევს თვე­ში. და ამ დროს, მა­ტყლი არის გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი. აი, თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, თუნ­დაც ამ ბი­ნის იქით ბი­ნაა და იქ, ცხვარს პარ­სა­ვენ, ეგ­რე­ვე ყრი­ან ბი­ნა­ზე და წვა­ვენ.

კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს თუ­შუ­რი ჯი­შის ცხვრის მა­ტყლი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იყო. 78 სა­ხე­ო­ბის ცხვრი­დან ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი მა­ტყლი თუ­შურ ჯი­შის ცხვარს აქვს, კა­პი­ლა­რო­ბა აქვს, ბეწვს სიღ­რუე აქვს და ოფლს ორ­გა­ნიზ­მი­დან ფილტრავს. ეს არის თუ­შუ­რი ჯი­შის ცხვრის მა­ტყლი და ამ დროს, კილო ღირს ერთი ლარი. ჰოდა, დღეს იმ­დე­ნად ძვი­რია ტრან­სპორ­ტი­რე­ბა თუ­შე­თი-კა­ხე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე, რომ ეს მა­ტყლი თა­ვის თავ­საც ვერ ანა­ზღა­უ­რებს" - ამ­ბობს ხვე­და­გუ­რი­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

თუშეთის პრობლემები - ირაკლი ხვედაგურიძის ვიდეობლოგი

 თუშეთის პრობლემები - ირაკლი ხვედაგურიძის ვიდეობლოგი

76 წლის ირაკლი ხვედაგურიძე თუშეთის სოფელ ბოჭორნაში ცხოვრობს. ის ამ სოფლის ერთადერთი მუდმივი მცხოვრებია. ცხენზე ამხედრებულ ირაკლი პაპას თუშეთში ხშირად შეხვდებით, წლების განმავლობაში ის თუშეთის ერთადერთი ექიმი იყო. დაახლოებით ერთი თვის წინ, თუშეთს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ ორი წლის წინ შეძენილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილი ტექნიკით არის აღჭურვილი. ავტომობილი თავდაცვის სამინისტროს მიერ თუშეთში სამორიგეოდ მივლინებულ ექიმებს ემსახურება, რომლებიც პერიოდულად იცვლებიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მუშაობის მიუხედავად, თუშეთში ირაკლი ექიმზე მაინც დიდი მოთხოვნაა. ბევრ სოფელში საავტომობილო გზა არ არის, ამიტომ იქ მუდმივად ან სეზონურად მცხოვრები ადამიანებისთვის ავადმყოფობის დროს ერთადერთი მხსნელი ცხენოსანი ექიმია.

თუშეთში არსებულ პრობლემებზე ის ვიდეობლოგში საუბრობს.

"თუშეთს ძირითადად სამი პრობლემა აქვს. პირველი ინფორმაციული ვაკუუმია. აი, ამ ხეობაზე 18 სოფელი არის საჩაღმო, ხუთი სოფელი და ნასოფლარები, 6 კიდევ არის წოვათა, წოვა თუშების. ამ ხეობაში მხოლოდ და მხოლოდ სამ სოფელში შეიძლება დაკავშირება ტელეფონით. 14 წლის წინ, გამოჩნდა ერთი ენთუზიასტი კაცი - ლევან შანქიშვილი, რომელიც დასახლდა წოვათას ერთ-ერთ სოფელში, სათიბროანში და იქ, მაღლა, 2 კილომეტრზე მწვერვალზე უნდა ავიდეს, რომ ოჯახს დაუკავშირდეს.

მეორე პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ამდენი რადიოსადგურია და თუშეთში რადიოს ვერ მოუსმენ. სიგნალი მხოლოდ რამდენიმე ადგილზე, 4-5 მეტრის რადიუსით მოდის და მერე ისევ ითიშება.

მესამე პრობლემა ის არის, რომ დღეს მეცხვარეობა ძალიან ჭირს. და რატომ ჭირს იცით? მწყემსი არის ძალიან ძვირი. მაისის პირველიდან, უფრო სწორედ აპრილის 15-დან ვიდრე სექტემბრის ბოლომდის, მწყემსს "ხაზეინი" 1300 ლარს აძლევს თვეში. და ამ დროს, მატყლი არის გაუფასურებული. აი, თუ დააკვირდებით, თუნდაც ამ ბინის იქით ბინაა და იქ, ცხვარს პარსავენ, ეგრევე ყრიან ბინაზე და წვავენ.

კომუნისტების დროს თუშური ჯიშის ცხვრის მატყლი ყველაზე ძვირადღირებული იყო. 78 სახეობის ცხვრიდან ჯანმრთელობისთვის ყველაზე კარგი მატყლი თუშურ ჯიშის ცხვარს აქვს, კაპილარობა აქვს, ბეწვს სიღრუე აქვს და ოფლს ორგანიზმიდან ფილტრავს. ეს არის თუშური ჯიშის ცხვრის მატყლი და ამ დროს, კილო ღირს ერთი ლარი. ჰოდა, დღეს იმდენად ძვირია ტრანსპორტირება თუშეთი-კახეთის მონაკვეთზე, რომ ეს მატყლი თავის თავსაც ვერ ანაზღაურებს" - ამბობს ხვედაგურიძე.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა