Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნეპოტიზმის ფაქტი ახმეტაში - "უცნობი" იურისტის 600 ლარიანი ხელფასი
ნეპოტიზმის ფაქტი ახმეტაში - "უცნობი" იურისტის 600 ლარიანი ხელფასი

2016 წელს, ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის არა­სა­მე­წარ­მეო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის "კე­თილ­მო­წყო­ბი­სა და გარე გა­ნა­თე­ბის სამ­სა­ხუ­რის" წლი­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბის (სუბ­სი­დი­ის) ოდე­ნო­ბა 402.300 ლარს შე­ად­გენს, აქე­დან 233.100 ლარი (თით­ქმის 58 %) და­საქ­მე­ბულ­თა ხელ­ფა­სებ­ში იხარ­ჯე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც 2015 წელს არ­სე­ბუ­ლი შპს-ს ძი­რი­თა­დი და­ფი­ნან­სე­ბა ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბის გზით მი­ღე­ბუ­ლი 230.000 ლარი იყო.

სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის ქსელ­მა ახ­მე­ტის გამ­გე­ო­ბი­დან გა­მო­ი­თხო­ვა ააიპ-ის საშ­ტა­ტო ნუს­ხა, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ამ­ჟა­მად 60 პი­რია და­საქ­მე­ბუ­ლი, მათ შო­რის, 15 - ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია იმ გა­რე­მო­ე­ბამ, რომ აიპ-ის შექ­მნის შემ­დეგ იუ­რის­ტის საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლი იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი და მისი ხელ­ფა­სი თვე­ში 600 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა. შე­და­რე­ბის­თვის აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ახ­მე­ტის გამ­გე­ო­ბა­სა და საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რატ­ში იუ­რის­ტე­ბის ხელ­ფა­სი 560 ლარს არ აღე­მა­ტე­ბა, ხოლო სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლურ იუ­რი­დი­ულ პი­რებს შო­რის იუ­რის­ტი მხო­ლოდ 2 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ჰყავს: "სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის მარ­თვის ცენ­ტრს" (ხელ­ფა­სი - 330 ლარი) და "სო­ცი­ა­ლურ სახ­ლს" (ხელ­ფა­სი - 250 ლარი).

გამ­გე­ო­ბი­დან მი­ღე­ბულ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში იუ­რის­ტის ვი­ნა­ო­ბა მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გა­მო­არ­კვია, რომ იუ­რის­ტის საშ­ტა­ტო ერ­თე­ულ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლია ყვა­რელ­ში მცხოვ­რე­ბი, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვინ­მე ზუ­რაბ მა­მუ­კიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არ ცხად­დე­ბა და ხელ­ფასს პენ­სი­ის რე­ჟიმ­ში იღებს. "კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მათ შო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უმე­ტე­სო­ბამ, არ იცის იუ­რის­ტის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, ხოლო ვინც იცის, მა­თაც სულ 2-3-ჯერ ჰყავთ ნა­ნა­ხი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნეპოტიზმის ფაქტი ახმეტაში - "უცნობი" იურისტის 600 ლარიანი ხელფასი

ნეპოტიზმის ფაქტი ახმეტაში - "უცნობი" იურისტის 600 ლარიანი ხელფასი

2016 წელს, ახმეტის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო იურიდიული პირის "კეთილმოწყობისა და გარე განათების სამსახურის" წლიური დაფინანსების (სუბსიდიის) ოდენობა 402.300 ლარს შეადგენს, აქედან 233.100 ლარი (თითქმის 58 %) დასაქმებულთა ხელფასებში იხარჯება, მაშინ, როდესაც 2015 წელს არსებული შპს-ს ძირითადი დაფინანსება ტენდერში გამარჯვების გზით მიღებული 230.000 ლარი იყო.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა ახმეტის გამგეობიდან გამოითხოვა ააიპ-ის საშტატო ნუსხა, საიდანაც ჩანს, რომ დაწესებულებაში ამჟამად 60 პირია დასაქმებული, მათ შორის, 15 - ადმინისტრაციაში.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ აიპ-ის შექმნის შემდეგ იურისტის საშტატო ერთეული იქნა დაშვებული და მისი ხელფასი თვეში 600 ლარით განისაზღვრა. შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ ახმეტის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში იურისტების ხელფასი 560 ლარს არ აღემატება, ხოლო სხვა მუნიციპალურ იურიდიულ პირებს შორის იურისტი მხოლოდ 2 დაწესებულებას ჰყავს: "საბავშვო ბაღების მართვის ცენტრს" (ხელფასი - 330 ლარი) და "სოციალურ სახლს" (ხელფასი - 250 ლარი).

გამგეობიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში იურისტის ვინაობა მითითებული არ არის. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ იურისტის საშტატო ერთეულზე გაფორმებულია ყვარელში მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული ვინმე ზურაბ მამუკიშვილი, რომელიც სამსახურში ფაქტობრივად არ ცხადდება და ხელფასს პენსიის რეჟიმში იღებს. "კეთილმოწყობის სამსახურის" თანამშრომლებმა, მათ შორის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უმეტესობამ, არ იცის იურისტის არსებობის შესახებ, ხოლო ვინც იცის, მათაც სულ 2-3-ჯერ ჰყავთ ნანახი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა