ტელეკომპანია PALITRANEWS-ის რუბრიკაში - "ბლიცინტერვიუ" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ. ამჯერად, ბლიც-კითხვებს მსახიობი ზურა ყიფშიძე პასუხობს:
რისკი ჩემს ცხოვრებაში... რისკიანი ვარ და თამაშით იმიტომ არ ვთამაშობ, რომ შეიძლება ამ დროს გული გამისკდეს. ამიტომ, იმას ვთამაშობ, რასაც ვთამაშობ
დრო არის... არც არაფერი, ჩვენ ხომ არ ვიცით დროის ფასი და ამ გადასახედიდან არაფერი ყოფილა. დროს უნდა გაუფრთხილდე, მით უმეტეს, დღეს. 25 წელი როგორ გავიდა, არ მახსოვს...
მეშინია... ნემსების, ტკივილების, რა ვიცი, ყველაფრის ეშინია ადამიანს... გეშინია, უარესი არ მოხდეს, ცხოველური, ბუნებრივი შიში გაქვს შენ შვილიშვილებზე, მომავალზე, იმის შიში გაქვს, რომ ვერაფერს ვერ უტოვებ ისეთს, რომ მერე შეგაქონ... სახელს ვერ ტოვებ...
ყველაზე ხშირად ვფიქრობ... ბოლო დროს სიკვდილზე, იმიტომ რომ სულ ყველა წავიდა ახლობლები... ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა, ჩემხელები, გარდაუვალია გავიგეთ, მაგრამ რაღაცნაირად ხალისიანად რომ მივდიოდეთ ჯობია, ბევრი წავიდა დაღონებული და ეგ ცუდია...