საზოგადოება
პოლიტიკა
მოზაიკა

8

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:58-ზე, მთვარე კუროშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. დღეს ადამიანი მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
მეცნიერება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თმა ნაყინში - მოწმდება თუ არა ნაყინის წარმოება და რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა დარღვევის აღმოჩენისას
თმა ნაყინში - მოწმდება თუ არა ნაყინის წარმოება და რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა დარღვევის აღმოჩენისას

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ცი­ას მო­ქა­ლა­ქემ მი­მარ­თა, რომ­ლის მტკი­ცე­ბი­თაც, სამ­ტრე­დი­ა­ში, ად­გილ­ზე წარ­მო­ე­ბულ ერთ-ერთ ნა­ყინ­ში თმის ღერი აღ­მო­ა­ჩი­ნა და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სუ­რა­თე­ბიც გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა.

ფო­ტო­ებ­ზე ნამ­დვი­ლად ჩანს გრძე­ლი თმის ღერი, რო­მე­ლიც ნა­ყი­ნის შე­ფუთ­ვა­შია მო­ყო­ლი­ლი. მომ­ხმა­რე­ბე­ლი გვწერს: "რო­გო­რი სი­ბინ­ძუ­რით აკე­თე­ბენ, ეგ რომ ბავ­შვს ეჭა­მა, ხო შე­იძ­ლე­ბო­და რამე და­მარ­თნო­და? იმი­ტომ გა­მო­გიგ­ზავ­ნეთ, რომ რა სი­ბინ­ძუ­რით აკე­თე­ბენ და­დოთ და აჩ­ვე­ნოთ ხალ­ხს! ნა­ყი­ნი გა­და­ვაგ­დე, ხომ არ შე­ვი­ნა­ხავ­დი, შიგ­ნი­დან იყო თმა", - გვწერს სამ­ტრე­დი­ე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს მივ­მარ­თეთ, სა­დაც გვი­თხრეს, რომ შემ­თხვე­ვას გა­მო­იკ­ვლე­ვენ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ნა­ყი­ნის სა­წარ­მო­ებს ხში­რად ამოწ­მე­ბენ.

კახა სო­ხა­ძე, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სურ­სა­თის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი:

"ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად, ერთ-ერთი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია ნა­ყი­ნის შე­მოწ­მე­ბა, რომ­ლის კონ­ტრო­ლიც მა­ღალ დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი. მინ­და გი­თხრათ, რომ ამ სე­ზონ­ზე შე­მოწ­მე­ბის პირ­ვე­ლი წრე უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ყვე­ლა ასეთ სა­წარ­მო­ში, ასე­ვე სის­ტე­მა­ტუ­რად ტარ­დე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი რო­გორც წარ­მო­ე­ბის ეტაპ­ზე, ისე სა­ცა­ლო ქსელ­ში. ჩვენ ისევ ვგეგ­მავთ და­ვი­წყოთ გან­მე­ო­რე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბა, მაგ­რამ ამ კონ­კრე­ტულ ფაქტს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო შე­ა­მოწ­მებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით.

სა­წარ­მო­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გე­ბით, რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტი­პის დარ­ღვე­ვა არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას გა­მოვ­ლინ­და არაკ­რი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი და ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებს მი­ე­ცათ მი­თი­თე­ბე­ბი.

- მომ­ხმა­რებ­ლე­ბი თუ მოგ­მარ­თა­ვენ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბით?

- ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მომ­ხმა­რებ­ლის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რია 2 470 101 და მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა ნე­ბის­მი­ერ დარ­ღვე­ვა­ზე, რაც საკ­ვებ პრო­დუქტს ეხე­ბა. ჩვენ ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ვახ­დენთ ყვე­ლა ფაქ­ტზე შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მოქალაქეები მაცხოვრის შობის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ

თმა ნაყინში - მოწმდება თუ არა ნაყინის წარმოება და რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა დარღვევის აღმოჩენისას

თმა ნაყინში - მოწმდება თუ არა ნაყინის წარმოება და რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა დარღვევის აღმოჩენისას

რამდენიმე დღის წინ, AMBEBI.GE-ს რედაქციას მოქალაქემ მიმართა, რომლის მტკიცებითაც, სამტრედიაში, ადგილზე წარმოებულ ერთ-ერთ ნაყინში თმის ღერი აღმოაჩინა და ამის დამადასტურებელი სურათებიც გამოგვიგზავნა.

ფოტოებზე ნამდვილად ჩანს გრძელი თმის ღერი, რომელიც ნაყინის შეფუთვაშია მოყოლილი. მომხმარებელი გვწერს: "როგორი სიბინძურით აკეთებენ, ეგ რომ ბავშვს ეჭამა, ხო შეიძლებოდა რამე დამართნოდა? იმიტომ გამოგიგზავნეთ, რომ რა სიბინძურით აკეთებენ დადოთ და აჩვენოთ ხალხს! ნაყინი გადავაგდე, ხომ არ შევინახავდი, შიგნიდან იყო თმა", - გვწერს სამტრედიელი მომხმარებელი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ შემთხვევას გამოიკვლევენ. მათივე ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე ნაყინის საწარმოებს ხშირად ამოწმებენ.

კახა სოხაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი:

"ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ნაყინის შემოწმება, რომლის კონტროლიც მაღალ დონეზეა აყვანილი. მინდა გითხრათ, რომ ამ სეზონზე შემოწმების პირველი წრე უკვე ჩატარებულია ყველა ასეთ საწარმოში, ასევე სისტემატურად ტარდება ლაბორატორიული კვლევები როგორც წარმოების ეტაპზე, ისე საცალო ქსელში. ჩვენ ისევ ვგეგმავთ დავიწყოთ განმეორებითი შემოწმება, მაგრამ ამ კონკრეტულ ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს და საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით.

საწარმოების პირველადი შემოწმების შედეგებით, რამე განსაკუთრებული ტიპის დარღვევა არ ყოფილა, თუმცა ინსპექტირებისას გამოვლინდა არაკრიტიკული შეუსაბამობები და ბიზნესოპერატორებს მიეცათ მითითებები.

- მომხმარებლები თუ მოგმართავენ კონკრეტული ფაქტებით?

- ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია 2 470 101 და მომხმარებელს შეუძლია ინფორმაციის მოწოდება ნებისმიერ დარღვევაზე, რაც საკვებ პროდუქტს ეხება. ჩვენ ოპერატიულად მოვახდენთ ყველა ფაქტზე შესაბამის რეაგირებას.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი