პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ იყო ტერორისტული აქტი, ბარბაროსობა იყო, შაჰ-აბასსაც არ გამოუყენებია ასეთი მეთოდი" - ჯაბა ქარსელაძე ნიცის ტრაგედიაზე
"ეს არ იყო ტერორისტული აქტი, ბარბაროსობა იყო, შაჰ-აბასსაც არ გამოუყენებია ასეთი მეთოდი" - ჯაბა ქარსელაძე ნიცის ტრაგედიაზე

ეს კვი­რა მსოფ­ლი­ოს­თვის და­ძა­ბუ­ლი იყო - ნი­ცა­ში მომ­ხდარ სას­ტიკ ტე­რაქტს 84 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას თურ­ქეთ­ში 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. არე­უ­ლო­ბის ზო­ნებ­ში ქარ­თვე­ლე­ბიც მოყ­ვნენ, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-სთან ისა­უბ­რეს:

ჩოგ­ბურ­თე­ლი სო­ფია შა­მა­თა­ვა თურ­ქე­თის ქა­ლაქ ბურ­სა­ში ჩოგ­ბურ­თის ტურ­ნირ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და:

"მე და ეკო გორ­გო­ძე სტამ­ბო­ლის მო­სა­ზღვრე ქა­ლაქ ბურ­სა­ში ვი­ყა­ვით, ჩოგ­ბურ­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე. როცა სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხე­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვეთ, სას­ტუმ­რო­ში გან­გა­ში გა­მო­ცხად­და. მთე­ლი ღამე ჰოლ­ში ვის­ხე­დით. ამ­ბობ­დნენ, ერ­დო­ღა­ნის გა­დაგ­დე­ბა უნ­დათ იმი­ტომ, რომ ISIS-ს აფი­ნან­სებ­სო, ისიც თქვეს, რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო გა­და­უდ­გაო, ით­ქვა, თით­ქოს ერ­დო­ღან­მა მო­ა­წყო რე­ი­ტინ­გის ასა­მაღ­ლებ­ლა­დო. სი­ნამ­დვი­ლე­ში ვერ გა­ვი­გე რა მოხ­და. ცუდი ის არის, რომ 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ახ­ლაც და­ძა­ბუ­ლო­ბაა ქუ­ჩა­ში, რომ მოვ­დი­ო­დით აე­რო­პორ­ტის გზა­ზე, ტან­კე­ბი იდგა და კი­ლო­მეტრნა­ხე­ვა­რი ფე­ხით გა­ვი­ა­რეთ. ბევ­რი რამე გვი­ნა­ხავს შე­ჯიბ­რებ­ზე, მაგ­რამ ეს არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

- რა ხდე­ბო­და თურ­ქეთ­ში სამ­ხედ­რო­ე­ბის ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლამ­დე?

- და­ახ­ლო­ე­ბით 7 სა­ათ­ზე გვი­თხრეს, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შე­ტა­კე­ბე­ბი იწყე­ბა ქა­ლაქ­ში და ჯო­ბია სას­ტუმ­რო­ში დარ­ჩე­თო. 9 სა­ათ­ზე გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა იყო. 11 სა­ათ­ზე კი დაგ­ვი­რე­კა სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, ჩა­იც­ვით და ჰოლ­ში ჩა­მო­დი­თო. პირ­ველ სა­ა­თებ­ში ვერ გა­ვი­აზ­რე რა მოხ­და, მაგ­რამ მსხვერ­პლი რომ მოჰ­ყვა, ცოტა შევ­შინ­დით. ცუდი ის იყო, რომ ვერ გა­ვი­გეთ რა გვექ­ნა. სხვა­თა შო­რის, გულ­გრი­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, ტურ­ნი­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბიც ასე მო­იქ­ცნენ. არც გვკი­თხეს ისე მოხ­სნეს ტურ­ნი­რი, სა­ნამ აზ­რზე მო­ვე­დით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სას­ტუმ­რო­დან გა­იქ­ცნენ. ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი გახ­და. შოკ­ში ვარ, არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

მომ­ღე­რა­ლი ჯაბა ქარ­სე­ლა­ძე წლე­ბია საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს. ამ­ბობს, რომ ნი­ცა­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ აღ­საქ­მე­ლი იყო ფრან­გე­ბის­თვის.

- სამ­წუ­ხა­როდ, უკვე მი­ვეჩ­ვი­ეთ ასეთ ფაქ­ტებს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გახ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, 14 ივ­ლისს, ბას­ტი­ლი­ის აღე­ბის დღეს, რა­ღაც მოხ­დე­ბო­და, სამ­წუ­ხა­როდ ეს ვა­რა­უ­დი ახდა. მივ­ხვდი მათ ფსი­ქო­ლო­გი­ას, ისი­ნი ძი­რი­თა­დად ერ­ჩი­ან ფრან­გებს და არა ტუ­რის­ტებს, რად­გან ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს აწყო­ბენ იქ, სა­დაც ფრან­გუ­ლი ზე­ი­მია. ეს არ იყო ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, ბარ­ბა­რო­სო­ბა იყო, შაჰ-აბას­საც არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია მგო­ნი ასე­თი მე­თო­დი. ფრან­გულ არხზე ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფსი­ქი­ატ­რის ჩარ­თვა იყო, რო­მელ­მაც თქვა, რომ ტუ­ნი­სე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ტრა­ი­ლერს მარ­თავ­და, სე­რი­ო­ზუ­ლად იყო ფსი­ქი­უ­რად შეშ­ლი­ლი. მან გა­ნა­ცხა­და, რომ გახ­ში­რე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტე­ბით ხალ­ხს აჩ­ვე­ვენ იმას, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად მსგავ­სი მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დეთ.

14 ივ­ლისს საფ­რან­გეთ­ში გამ­კაც­რე­ბუ­ლი იყო უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, ეტყო­ბა რა­ღა­ცას ელოდ­ნენ. ზუს­ტად მა­შინ, როცა დღე მთავ­რდე­ბო­და და ყვე­ლას ეგო­ნა გა­დავ­რჩით, სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და ნი­ცა­ში. როცა გა­ვი­გეთ რა მოხ­და, შოკ­ში ჩავ­ვარ­დით, ამ ფორ­მით ჩა­დე­ნილ­მა ტე­რო­რის­ტულ­მა აქ­ტმა კი­დევ უფრო შეგ­ვაშ­ფო­თა. ახლა რაც ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, მგო­ნია პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი და სა­ი­დან­ღაც მარ­თუ­ლი პრო­ცე­სია. პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით არ დავ­დი­ვარ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ზე. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, შან­ზე­ლი­ზე­დან ლა­ი­ვი მქონ­და ჩარ­თუ­ლი, უცებ ვიგ­რძე­ნი, რომ ჩემს ფეხ­თან აფეთ­ქდა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ე.წ. "ხლა­პუ­შა", ხალ­ხმა და­ი­წყო კი­ვი­ლი ბოლო ხმა­ზე, კი­ოდ­ნენ, გა­ი­ქე­ცით ბომ­ბიო. ეს იყო ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ინ­სცე­ნი­რე­ბა და მივ­ხვდი, რა სა­ში­ნე­ლე­ბაა. ხვდე­ბი, რა უსუ­სუ­რი ხარ ამ დროს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ეს არ იყო ტერორისტული აქტი, ბარბაროსობა იყო, შაჰ-აბასსაც არ გამოუყენებია ასეთი მეთოდი" - ჯაბა ქარსელაძე ნიცის ტრაგედიაზე

"ეს არ იყო ტერორისტული აქტი, ბარბაროსობა იყო, შაჰ-აბასსაც არ გამოუყენებია ასეთი მეთოდი" - ჯაბა ქარსელაძე ნიცის ტრაგედიაზე

ეს კვირა მსოფლიოსთვის დაძაბული იყო - ნიცაში მომხდარ სასტიკ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, სამხედრო გადატრიალების მცდელობას თურქეთში 200-ზე მეტი ადამიანი. არეულობის ზონებში ქართველებიც მოყვნენ, მათ შორის ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ტრაგედიის შესახებ AMBEBI.GE-სთან ისაუბრეს:

ჩოგბურთელი სოფია შამათავა თურქეთის ქალაქ ბურსაში ჩოგბურთის ტურნირზე იმყოფებოდა:

"მე და ეკო გორგოძე სტამბოლის მოსაზღვრე ქალაქ ბურსაში ვიყავით, ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე. როცა სამხედრო ამბოხების შესახებ შევიტყვეთ, სასტუმროში განგაში გამოცხადდა. მთელი ღამე ჰოლში ვისხედით. ამბობდნენ, ერდოღანის გადაგდება უნდათ იმიტომ, რომ ISIS-ს აფინანსებსო, ისიც თქვეს, რამდენიმე სამხედრო გადაუდგაო, ითქვა, თითქოს ერდოღანმა მოაწყო რეიტინგის ასამაღლებლადო. სინამდვილეში ვერ გავიგე რა მოხდა. ცუდი ის არის, რომ 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ახლაც დაძაბულობაა ქუჩაში, რომ მოვდიოდით აეროპორტის გზაზე, ტანკები იდგა და კილომეტრნახევარი ფეხით გავიარეთ. ბევრი რამე გვინახავს შეჯიბრებზე, მაგრამ ეს არასასიამოვნო იყო.

- რა ხდებოდა თურქეთში სამხედროების ქუჩაში გამოსვლამდე?

- დაახლოებით 7 საათზე გვითხრეს, არასასიამოვნო შეტაკებები იწყება ქალაქში და ჯობია სასტუმროში დარჩეთო. 9 საათზე გამოაცხადეს, რომ სამხედრო გადატრიალება იყო. 11 საათზე კი დაგვირეკა სასტუმროს ადმინისტრაციამ, ჩაიცვით და ჰოლში ჩამოდითო. პირველ საათებში ვერ გავიაზრე რა მოხდა, მაგრამ მსხვერპლი რომ მოჰყვა, ცოტა შევშინდით. ცუდი ის იყო, რომ ვერ გავიგეთ რა გვექნა. სხვათა შორის, გულგრილად იქცეოდნენ სამართალდამცველები, ტურნირის ორგანიზატორებიც ასე მოიქცნენ. არც გვკითხეს ისე მოხსნეს ტურნირი, სანამ აზრზე მოვედით, ორგანიზატორები სასტუმროდან გაიქცნენ. ყველაფერი ჩვენი მოსაგვარებელი გახდა. შოკში ვარ, არასდროს ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში.

მომღერალი ჯაბა ქარსელაძე წლებია საფრანგეთში ცხოვრობს. ამბობს, რომ ნიცაში მომხდარი ტერაქტი განსაკუთრებით მძიმედ აღსაქმელი იყო ფრანგებისთვის.

- სამწუხაროდ, უკვე მივეჩვიეთ ასეთ ფაქტებს. ჩვეულებრივი გახდა, დარწმუნებული ვიყავი, 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს, რაღაც მოხდებოდა, სამწუხაროდ ეს ვარაუდი ახდა. მივხვდი მათ ფსიქოლოგიას, ისინი ძირითადად ერჩიან ფრანგებს და არა ტურისტებს, რადგან ტერორისტულ აქტებს აწყობენ იქ, სადაც ფრანგული ზეიმია. ეს არ იყო ტერორისტული აქტი, ბარბაროსობა იყო, შაჰ-აბასსაც არ გამოუყენებია მგონი ასეთი მეთოდი. ფრანგულ არხზე ყველაზე ცნობილი ფსიქიატრის ჩართვა იყო, რომელმაც თქვა, რომ ტუნისელი მამაკაცი, რომელიც ტრაილერს მართავდა, სერიოზულად იყო ფსიქიურად შეშლილი. მან განაცხადა, რომ გახშირებული ტერაქტებით ხალხს აჩვევენ იმას, რომ ყოველდღიურად მსგავსი მოლოდინი ჰქონდეთ.

14 ივლისს საფრანგეთში გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები, ეტყობა რაღაცას ელოდნენ. ზუსტად მაშინ, როცა დღე მთავრდებოდა და ყველას ეგონა გადავრჩით, საშინელება მოხდა ნიცაში. როცა გავიგეთ რა მოხდა, შოკში ჩავვარდით, ამ ფორმით ჩადენილმა ტერორისტულმა აქტმა კიდევ უფრო შეგვაშფოთა. ახლა რაც ხდება მსოფლიოში, მგონია პოლიტიკის ნაწილი და საიდანღაც მართული პროცესია. პრევენციის მიზნით არ დავდივარ ხალხმრავალ ადგილებზე. რამდენიმე დღის წინ, შანზელიზედან ლაივი მქონდა ჩართული, უცებ ვიგრძენი, რომ ჩემს ფეხთან აფეთქდა ასაფეთქებელი ე.წ. "ხლაპუშა", ხალხმა დაიწყო კივილი ბოლო ხმაზე, კიოდნენ, გაიქეცით ბომბიო. ეს იყო ტერორისტული აქტის ინსცენირება და მივხვდი, რა საშინელებაა. ხვდები, რა უსუსური ხარ ამ დროს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი