კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში გადმოსახლებას არ აპირებს, არც ბინას ყიდის" - როგორ ცხოვრობს სტანისლავ ბონდარენკო "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ
"თბილისში გადმოსახლებას არ აპირებს, არც ბინას ყიდის" - როგორ ცხოვრობს სტანისლავ ბონდარენკო "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ

მე­გა­შოუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ექ­ვსე ეპი­ზო­დი დას­რულ­და და ვნე­ბა­თა­ღელ­ვაც ჩა­ცხრა. პრო­ექტს ბევ­რი კარ­გი მო­ნა­წი­ლე ჰყავ­და, მაგ­რამ მსა­ხი­ობ სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კოს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ა­ცო­ცხლა. რუ­სე­თი­დან მოწ­ვე­ულ უკ­რა­ი­ნელ მსა­ხი­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი აღ­მო­აჩ­ნდა, რო­მელ­თა წყა­ლო­ბი­თაც, ფი­ნა­ლურ შო­უ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­იმ­სა­ხუ­რა, პრი­ზად კი - ბინა ერგო თბი­ლის­ში. ინ­ტე­რე­სი სტა­სის მი­მართ კვლა­ვაც არ ცხრე­ბა, რად­გან ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს მისი ამ­ბე­ბი.

რად­გან ბონ­და­რენ­კო ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მსა­ხი­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, ნა­თია ქარ­და­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით: "იმის მერე, რაც კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა, ემო­ცი­ას ვერ ფა­რავ­და... აქ ყოფ­ნი­სას მუდ­მი­ვად იმას ამ­ბობ­და, რომ ქარ­თვე­ლე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი ხარ­თო. გიჟ­დე­ბო­და, როცა ყველ­გან ემო­ცი­ე­ბი­თა და ღი­მი­ლით ხვდე­ბოდ­ნენ. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერს დი­დად აფა­სებ­და", - გვი­თხრა ნა­თი­ამ. 

- გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მისი ცხოვ­რე­ბა ისე ხომ არ შე­იც­ვა­ლა, რომ თბი­ლის­ში გად­მოს­ვლას აპი­რებს?

- გა­მარ­ჯვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში წა­ვი­და, მოს­კოვს და­უბ­რუნ­და, იმის შემ­დეგ აღარ ჩა­მო­სუ­ლა. აქ გად­მო­სახ­ლე­ბას არ აპი­რებს და არც იმ ბი­ნას ყი­დის, იქ თვი­თონ იცხოვ­რებს მა­შინ, როცა თბი­ლის­ში ჩა­მო­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხან­ში ვე­ლო­დე­ბით, რად­გა­ნაც ბა­თუმ­ში, 15 აგ­ვის­ტოს სპექ­ტაკ­ლი აქვს და­ნიშ­ნუ­ლი... 

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ფი­ნა­ლო შო­უ­ზე სტასს შვილ­თან ერ­თად, მსა­ხი­ო­ბის დე­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და...

- კი, დედა იყო ჩა­მო­სუ­ლი, ფი­ნალს და­ეს­წრო. რაც შე­ე­ხე­ბა შვილს, ის აქ ერთი თვე დარ­ჩა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მა­მი­სი მთე­ლი ის პე­რი­ო­დი მოს­კოვ­ში მიდი-მო­დი­ო­და, ბავ­შვი აქ, ჩვენ­თან, მის მე­გობ­რებ­თან იყო.

- რას ეტყვით და­მა­ტე­ბით მის გულ­შე­მატ­კივ­რებს, - რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია?

- მხი­ა­რუ­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მას­ზე მხო­ლოდ კარ­გის თქმა შე­მიძ­ლია. ხში­რად ეხ­ვე­ვა კუ­რი­ო­ზებ­ში, მას­თან ერ­თად არ მო­ი­წყენ, მხი­ა­რუ­ლია, ამი­ტომ სულ სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცი­ებ­შია... მას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში, საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, მხო­ლოდ და­დე­ბი­თად მინ­და და­ვა­ხა­სი­ა­თო. კი, სტას­თან მუ­შა­ო­ბა ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. სუ­ლაც არ არის ჭირ­ვე­უ­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რად უპ­რობ­ლე­მო ადა­მი­ა­ნია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ სამი თვის მან­ძილ­ზე ასე იყო და ასე­თად ვიც­ნობ.

- ახლა რით არის და­კა­ვე­ბუ­ლი მოს­კოვ­ში?

- თე­ატ­რში მუ­შა­ობს, სე­ზო­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის და­ხუ­რუ­ლი.

- არც მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­შია სი­ახ­ლე?

- არა, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ის თა­ვი­სუ­ფა­ლია.

- ე.ი. ისევ თა­ვი­სუ­ფა­ლია და ქარ­თველ გო­გო­ნა­ზე არ გა­უ­კე­თე­ბია არ­ჩე­ვა­ნი?

- არა. ისევ თა­ვი­სუ­ფა­ლია.

- ცოტა ხნის წინ "ის­ტაგ­რამ­ზე" მო­ტო­ციკლზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ატ­ვირ­თა. კარ­გი ბა­ი­კე­რია?

- მო­ტო­ციკ­ლი მისი დიდი გა­ტა­ცე­ბაა და მო­ტო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი მარ­თლაც ატ­ვირ­თა. საკ­მა­ოდ კარ­გი ბა­ი­კე­რია. აქ ამის­თვის დრო არ ჰქონ­და...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თბილისში გადმოსახლებას არ აპირებს, არც ბინას ყიდის" - როგორ ცხოვრობს სტანისლავ ბონდარენკო "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ

"თბილისში გადმოსახლებას არ აპირებს, არც ბინას ყიდის" - როგორ ცხოვრობს სტანისლავ ბონდარენკო "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ

მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე ეპიზოდი დასრულდა და ვნებათაღელვაც ჩაცხრა. პროექტს ბევრი კარგი მონაწილე ჰყავდა, მაგრამ მსახიობ სტანისლავ ბონდარენკოს კონკურსში მონაწილეობამ ქართველი მაყურებელი განსაკუთრებით გამოაცოცხლა. რუსეთიდან მოწვეულ უკრაინელ მსახიობს საქართველოში უამრავი გულშემატკივარი აღმოაჩნდა, რომელთა წყალობითაც, ფინალურ შოუში პირველი ადგილი დაიმსახურა, პრიზად კი - ბინა ერგო თბილისში. ინტერესი სტასის მიმართ კვლავაც არ ცხრება, რადგან ბევრს აინტერესებს მისი ამბები.

რადგან ბონდარენკო ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ჩვენ საქართველოში მსახიობის წარმომადგენელს, ნათია ქარდავას დავუკავშირდით: "იმის მერე, რაც კონკურსში გაიმარჯვა, ემოციას ვერ ფარავდა... აქ ყოფნისას მუდმივად იმას ამბობდა, რომ ქართველები გამორჩეულად სტუმართმოყვარე ხალხი ხართო. გიჟდებოდა, როცა ყველგან ემოციებითა და ღიმილით ხვდებოდნენ. მოკლედ, ამ ყველაფერს დიდად აფასებდა'', - გვითხრა ნათიამ. 

- გამარჯვების შემდეგ მისი ცხოვრება ისე ხომ არ შეიცვალა, რომ თბილისში გადმოსვლას აპირებს?

- გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში წავიდა, მოსკოვს დაუბრუნდა, იმის შემდეგ აღარ ჩამოსულა. აქ გადმოსახლებას არ აპირებს და არც იმ ბინას ყიდის, იქ თვითონ იცხოვრებს მაშინ, როცა თბილისში ჩამოვა. საქართველოში ცოტა ხანში ველოდებით, რადგანაც ბათუმში, 15 აგვისტოს სპექტაკლი აქვს დანიშნული... 

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფინალო შოუზე სტასს შვილთან ერთად, მსახიობის დედაც იმყოფებოდა...

- კი, დედა იყო ჩამოსული, ფინალს დაესწრო. რაც შეეხება შვილს, ის აქ ერთი თვე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი მთელი ის პერიოდი მოსკოვში მიდი-მოდიოდა, ბავშვი აქ, ჩვენთან, მის მეგობრებთან იყო.

- რას ეტყვით დამატებით მის გულშემატკივრებს, - როგორი ადამიანია?

- მხიარული, ყურადღებიანი, მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ხშირად ეხვევა კურიოზებში, მასთან ერთად არ მოიწყენ, მხიარულია, ამიტომ სულ სასაცილო სიტუაციებშია... მასთან გატარებული ყოველი დღე საქართველოში, საქმიანი ურთიერთობა, მხოლოდ დადებითად მინდა დავახასიათო. კი, სტასთან მუშაობა ნამდვილად სასიამოვნო იყო. სულაც არ არის ჭირვეული, ყველანაირად უპრობლემო ადამიანია, ყოველ შემთხვევაში, ამ სამი თვის მანძილზე ასე იყო და ასეთად ვიცნობ.

- ახლა რით არის დაკავებული მოსკოვში?

- თეატრში მუშაობს, სეზონი ჯერჯერობით არ არის დახურული.

- არც მის პირად ცხოვრებაშია სიახლე?

- არა, ყველამ ვიცით, რომ ის თავისუფალია.

- ე.ი. ისევ თავისუფალია და ქართველ გოგონაზე არ გაუკეთებია არჩევანი?

- არა. ისევ თავისუფალია.

- ცოტა ხნის წინ ''ისტაგრამზე'' მოტოციკლზე გადაღებული ფოტოები ატვირთა. კარგი ბაიკერია?

- მოტოციკლი მისი დიდი გატაცებაა და მოტოზე გადაღებული ფოტოები მართლაც ატვირთა. საკმაოდ კარგი ბაიკერია. აქ ამისთვის დრო არ ჰქონდა...  

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება