სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუღლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
მეუღლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ედუ­არდ პა­პა­ნი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვედ სცნო პა­ი­წარ პა­პა­ნი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-ს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2016 წლის 3 აპ­რილს, და­ახ­ლო­ე­ბით 01:00 სა­ათ­ზე, ქ.თბი­ლის­ში, ალ.წუ­ლუ­კი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ედუ­არდ პა­პა­ნი­ან­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, მე­უღ­ლეს - პა­ი­წარ პა­პა­ნი­ანს, და­ნით, გულ­მკერ­დი­სა და ზურ­გის არე­ში ორი შე­მა­ვა­ლი და 18 ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

პა­ი­წარ პა­პა­ნი­ა­ნი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ედუ­არდ პა­პა­ნი­ა­ნი მი­ი­მა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ იგი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ამ ედუ­არდ პა­პა­ნი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111, 108-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნუ­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 10 წლის ვა­დით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მეუღლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

მეუღლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ედუარდ პაპანიანი დამნაშავედ სცნო პაიწარ პაპანიანის განზრახ მკვლელობაში.

როგორც AMBEBI.GE-ს საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თბილისში, ალ.წულუკიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ედუარდ პაპანიანმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, მეუღლეს - პაიწარ პაპანიანს, დანით, გულმკერდისა და ზურგის არეში ორი შემავალი და 18 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა.

პაიწარ პაპანიანი მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ედუარდ პაპანიანი მიიმალა. სამართალდამცველების მიერ იგი რამდენიმე საათში იქნა დაკავებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ედუარდ პაპანიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ