საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის საქართველოს პრეზიდენტის 28 წლის მრჩეველი და რა ქონებას ფლობს ის
ვინ არის საქართველოს პრეზიდენტის 28 წლის მრჩეველი და რა ქონებას ფლობს ის

ელე­ნე აბა­ში­ძე - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლია ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­კი­თხებ­ში. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, აბა­ში­ძე 1987 წლის 30 ივ­ნისს და­ი­ბა­და. მან 2008 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტი. 2012-2014 წლებ­ში სწავ­ლობ­და გოლდსმი­ტში, ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

2014 წლი­დან ეწე­ო­და ხე­ლოვ­ნე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კუ­რა­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბას, ხოლო 2015 წლი­დან მუ­შა­ობ­და გა­ლე­რეა "ფრო­ჯექთ ართ-ბი­თის" ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბაზ­რო­ბე­ბის პრო­ექ­ტე­ბის კუ­რა­ტო­რად. მი­ღე­ბუ­ლი აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სიმ­პო­ზი­უმ­ში, მათ შო­რის 2013 წელს ლონ­დონ­ში - "ხე­ლოვ­ნე­ბა და მისი ორ­გა­ნი­ზე­ბა" და ბერ­ლი­ნის ჰა­კე­ვეს (HKW) კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში "ფორ­მერ უეს­თი".

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ვებ-გვერ­დი­დან ვარ­კვევთ, რომ 28 წლის აბა­ში­ძე არის ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გში პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის: "და­ნარ­თი: მეხ­სი­ე­რე­ბა" (თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრი); "და­ნარ­თი: დადა" (ცი­უ­რი­ხი, შვე­ი­ცა­რია) და გიგო გა­ბაშ­ვი­ლის კა­ტა­ლო­გის (კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო) რე­დაქ­ტო­რი და თა­ნა­რე­დაქ­ტო­რი.

იყო სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის კუ­რა­ტო­რი, მათ შო­რის, პრო­ექტ "მეხ­სი­ე­რე­ბის" ფარ­გლებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში გა­მარ­თუ­ლი გა­მო­ფე­ნი­სა "დრო­ის ჩა­უ­წე­რე­ლი მო­ნაკ­ვე­თი" და სიმ­პო­ზი­უ­მი­სა "თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის კუ­რი­რე­ბა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში"; სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­მარ­თუ­ლი გა­მო­ფე­ნი­სა "გუ­დი­აშ­ვი­ლის ბაღ­ში და­გე­ლო­დე­ბი"; საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში გა­მარ­თუ­ლი გა­მო­ფე­ნე­ბი­სა "ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ფო­ტოგ­რა­ფია" და აგ­რეთ­ვე "ფოტო ოფფი", რო­მე­ლიც და­ჯილ­დოვ­და ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზით; სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი გა­მო­ფე­ნი­სა "ფო­ლა­დის ძა­ფი­ვით".

ელე­ნე აბა­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლად ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­კი­თხებ­ში 2016 წლის 12 აპ­რილს და­ი­ნიშ­ნა. მრჩევ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ნიშ­ვნი­დან მა­ლე­ვე, 2016 წლის 4 ივ­ლისს მან მისი პირ­ვე­ლი დეკ­ლა­რა­ცია შე­ავ­სო. რო­გორც მას­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველს ბე­ბია და დედა ჰყავს. აბა­ში­ძის დედა, ნინო ნი­ჟა­რა­ძე ხე­ლო­ვა­ნია.

ოჯა­ხის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლია თბი­ლის­ში, ვირ­სა­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 121 კვ.მ ფარ­თო­ბი­საა და ელე­ნე­სა და მისი ბე­ბი­ის, მა­ნა­ნა ხი­და­შე­ლის სა­კუთ­რე­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა ფუ­ლად და­ნა­ზოგს, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი "თი-ბი-სი" ბან­კის დე­პო­ზიტ­ზე 144 000 აშშ დო­ლარს ინა­ხავს. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის დედა ნინო ნი­ჟა­რა­ძე სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა და თბი­ლის­ში მა­ღა­ზია "აზი­ას" ფლობს, რო­მელ­მაც 2015 წელს 60 000 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მო­უ­ტა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ელე­ნე აბა­ში­ძის შე­მო­სა­ვალს წინა სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან, 2015 წელს, "ფრო­ჯექთ ართ-ბით­ში" კუ­რა­ტო­რად მუ­შა­ო­ბის დროს მან 8 000 ლარი აიღო.

ვინ არის საქართველოს პრეზიდენტის 28 წლის მრჩეველი და რა ქონებას ფლობს ის

ვინ არის საქართველოს პრეზიდენტის 28 წლის მრჩეველი და რა ქონებას ფლობს ის

ელენე აბაშიძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია ხელოვნებისა და კულტურის საკითხებში. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აბაშიძე 1987 წლის 30 ივნისს დაიბადა. მან 2008 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი. 2012-2014 წლებში სწავლობდა გოლდსმიტში, ლონდონის უნივერსიტეტში.

2014 წლიდან ეწეოდა ხელოვნების დამოუკიდებელი კურატორის საქმიანობას, ხოლო 2015 წლიდან მუშაობდა გალერეა "ფროჯექთ ართ-ბითის" ინტერნაციონალური ბაზრობების პროექტების კურატორად. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა სიმპოზიუმში, მათ შორის 2013 წელს ლონდონში - "ხელოვნება და მისი ორგანიზება" და ბერლინის ჰაკევეს (HKW) კონფერენციაში "ფორმერ უესთი".

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდიდან ვარკვევთ, რომ 28 წლის აბაშიძე არის ხელოვნების დარგში პუბლიკაციების: "დანართი: მეხსიერება" (თანამედროვე ხელოვნების ცენტრი); "დანართი: დადა" (ციურიხი, შვეიცარია) და გიგო გაბაშვილის კატალოგის (კულტურის სამინისტრო) რედაქტორი და თანარედაქტორი.

იყო სხვადასხვა პროექტის კურატორი, მათ შორის, პროექტ "მეხსიერების" ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამართული გამოფენისა "დროის ჩაუწერელი მონაკვეთი" და სიმპოზიუმისა "თანამედროვე ხელოვნების კურირება ამიერკავკასიაში"; საჯარო სივრცეში გამართული გამოფენისა "გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები"; საფრანგეთში, პარიზში გამართული გამოფენებისა "ქართული თანამედროვე ფოტოგრაფია" და აგრეთვე "ფოტო ოფფი", რომელიც დაჯილდოვდა ჟიურის სპეციალური პრიზით; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული გამოფენისა "ფოლადის ძაფივით".

ელენე აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ხელოვნებისა და კულტურის საკითხებში 2016 წლის 12 აპრილს დაინიშნა. მრჩევლის პოზიციაზე დანიშვნიდან მალევე, 2016 წლის 4 ივლისს მან მისი პირველი დეკლარაცია შეავსო. როგორც მასშია მითითებული, პრეზიდენტის მრჩეველს ბებია და დედა ჰყავს. აბაშიძის დედა, ნინო ნიჟარაძე ხელოვანია.

ოჯახის უძრავი ქონება საცხოვრებელი სახლია თბილისში, ვირსალაძის ქუჩაზე, რომელიც 121 კვ.მ ფართობისაა და ელენესა და მისი ბებიის, მანანა ხიდაშელის საკუთრებაა. რაც შეეხება ფულად დანაზოგს, მარგველაშვილის მრჩეველი "თი-ბი-სი" ბანკის დეპოზიტზე 144 000 აშშ დოლარს ინახავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის დედა ნინო ნიჟარაძე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და თბილისში მაღაზია "აზიას" ფლობს, რომელმაც 2015 წელს 60 000 ლარის შემოსავალი მოუტანა.

რაც შეეხება ელენე აბაშიძის შემოსავალს წინა სამსახურებიდან, 2015 წელს, "ფროჯექთ ართ-ბითში" კურატორად მუშაობის დროს მან 8 000 ლარი აიღო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი