მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელანია ტრამპმა მიშელ ობამას გამოსვლის ტექსტი "მოპარა"
მელანია ტრამპმა მიშელ ობამას გამოსვლის ტექსტი "მოპარა"

ორ­შა­ბათ სა­ღა­მოს გა­მარ­თულ რეს­პუბ­ლი­კელ­თა ნა­ცი­ო­ნა­ლურ კონ­ვენ­ცი­ა­ზე პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მე­უღ­ლემ მე­ლა­ნია ტრამპმა ამე­რი­კის პირ­ვე­ლი ლე­დის, მი­შელ ობა­მას 2008 წლის გა­მოს­ვლის სი­ტყვე­ბი გა­ი­მე­ო­რა.

გთა­ვა­ზობთ მე­ლა­ნია ტრამ­პი­სა და აშშ-ის პირ­ვე­ლი ლე­დის წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბის შე­და­რე­ბას:

მე­ლა­ნია ტრამ­პის სი­ტყვა 2016 წლის 18 ივ­ლი­სი:

"პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე ჩემ­მა მშობ­ლებ­მა აღ­მზარ­დეს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რომ სა­წა­დე­ლის მი­საღ­წე­ვად ბევ­რი შრო­მაა სა­ჭი­რო, რომ შენი სი­ტყვა შენი ქო­ნე­ბაა და რა­საც ამ­ბობ, უნდა შე­ას­რუ­ლო, ადა­მი­ა­ნებს პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა მო­ე­პყრა. მათ მას­წავ­ლეს და მიჩ­ვე­ნეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, მო­რა­ლი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. ეს არის გაკ­ვე­თი­ლი, რო­მელ­საც მე ჩვენს შვი­ლებს გა­დავ­ცემ.

ჩვენ ეს გაკ­ვე­თი­ლი მრა­ვალ თა­ო­ბებს უნდა გა­დავ­ცეთ, რად­გან გვსურს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩვენ­მა შვი­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბის ზღვარს ოც­ნე­ბე­ბის სიძ­ლი­ე­რით და შრო­მი­სად­მი თავ­და­დე­ბით აწე­სებ".

მი­შელ ობა­მას სი­ტყვა 2008 წლის 25 აგ­ვის­ტოს:

"მე და ბა­რა­კი ერ­თნა­ირ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე გა­ვი­ზარ­დეთ: იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რომ ცხოვ­რე­ბა­ში სა­წა­დე­ლის მი­საღ­წე­ვად ბევ­რი უნდა იშ­რო­მო, რომ შენი სი­ტყვა შენი ქო­ნე­ბაა და რა­საც ამ­ბობ, ის უნდა შე­ას­რუ­ლო, ადა­მი­ა­ნებს ღირ­სე­ბით და პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა მო­ე­პყრა მა­ში­ნაც, რო­დე­საც მათ არ იც­ნობ და მა­ში­ნაც, რო­დე­საც მათ არ ეთან­ხმე­ბი.

მე და ბა­რაკ­მა ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გა­ვიკ­ვლი­ეთ ცხოვ­რე­ბა­ში გზა და გვსურს, ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­მა­ვალ თა­ო­ბებს გა­დავ­ცეთ, რად­გან გვინ­და ჩვენ­მა შვი­ლებ­მა და ამ ქვეყ­ნის ყვე­ლა შვილ­მა იცო­დეს, რომ შენი მიღ­წე­ვე­ბის სი­მაღ­ლის ზედა ზღვარს სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბე­ბი­სად­მი სწრაფ­ვით და თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მით აწე­სებ".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია edition.cnn.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

მელანია ტრამპმა მიშელ ობამას გამოსვლის ტექსტი "მოპარა"

მელანია ტრამპმა მიშელ ობამას გამოსვლის ტექსტი "მოპარა"

ორშაბათ საღამოს გამართულ რესპუბლიკელთა ნაციონალურ კონვენციაზე პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მეუღლემ მელანია ტრამპმა ამერიკის პირველი ლედის, მიშელ ობამას 2008 წლის გამოსვლის სიტყვები გაიმეორა.

გთავაზობთ მელანია ტრამპისა და აშშ-ის პირველი ლედის წარმოთქმული სიტყვების შედარებას:

მელანია ტრამპის სიტყვა 2016 წლის 18 ივლისი:

"პატარა ასაკიდანვე ჩემმა მშობლებმა აღმზარდეს იმ ღირებულებებზე, რომ საწადელის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო, რომ შენი სიტყვა შენი ქონებაა და რასაც ამბობ, უნდა შეასრულო, ადამიანებს პატივისცემით უნდა მოეპყრა. მათ მასწავლეს და მიჩვენეს ღირებულებები, მორალი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არის გაკვეთილი, რომელსაც მე ჩვენს შვილებს გადავცემ.

ჩვენ ეს გაკვეთილი მრავალ თაობებს უნდა გადავცეთ, რადგან გვსურს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რომ საკუთარი მიღწევების ზღვარს ოცნებების სიძლიერით და შრომისადმი თავდადებით აწესებ".

მიშელ ობამას სიტყვა 2008 წლის 25 აგვისტოს:

"მე და ბარაკი ერთნაირ ღირებულებებზე გავიზარდეთ: იმ ღირებულებებზე, რომ ცხოვრებაში საწადელის მისაღწევად ბევრი უნდა იშრომო, რომ შენი სიტყვა შენი ქონებაა და რასაც ამბობ, ის უნდა შეასრულო, ადამიანებს ღირსებით და პატივისცემით უნდა მოეპყრა მაშინაც, როდესაც მათ არ იცნობ და მაშინაც, როდესაც მათ არ ეთანხმები.

მე და ბარაკმა ამ ღირებულებების მიხედვით გავიკვლიეთ ცხოვრებაში გზა და გვსურს, ეს ღირებულებები მომავალ თაობებს გადავცეთ, რადგან გვინდა ჩვენმა შვილებმა და ამ ქვეყნის ყველა შვილმა იცოდეს, რომ შენი მიღწევების სიმაღლის ზედა ზღვარს საკუთარი ოცნებებისადმი სწრაფვით და თავდადებული შრომით აწესებ".

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა