პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული თაღლითური სქემები, რის გამოც მოსახლეობამ მილიონობით ზარალი მიიღო
 ქართული თაღლითური სქემები, რის გამოც მოსახლეობამ მილიონობით ზარალი მიიღო

1990-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი ფი­ნან­სუ­რი თაღ­ლი­თო­ბა დატ­რი­ალ­და, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სახლ-კა­რის გა­რე­შე და ფი­ნან­სუ­რად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და­ტო­ვა.

მთავ­რო­ბამ, ფი­ნან­სურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებ­მა მი­ლი­ო­ნო­ბით მო­ქა­ლა­ქე და­ა­ზა­რა­ლეს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და მსხვი­ლი ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო­ბენ, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და:

ზუ­რაბ გვა­სა­ლია - სა­ბან­კო ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე: "1990-იან წლე­ბის და­სა­წყის­ში მთელ საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში უამ­რა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბი­დან ფუ­ლის ამო­ღე­ბას ცდი­ლობ­და. მსგავ­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც მოქ­მე­დებ­დნენ, მათ შო­რის იყ­ვნენ "ოქ­როს საწ­მი­სი", "ოქ­როს თასი", "აჩი" და სხვე­ბი... რა თქმა უნდა, არ­ცერ­თი არ იყო პა­ტი­ო­სა­ნი სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, მათ სა­ბან­კო ლი­ცენ­ზი­აც არ ჰქონ­დათ. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ეს სა­ხე­ლე­ბი დღემ­დე ბან­კებ­თან არის გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პი­რა­მი­დე­ბი იყო. ისი­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­გან ფულს იღებ­დნენ და სხვებ­თან შე­და­რე­ბით მა­ღალ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს სთა­ვა­ზობ­დნენ. გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ან­გა­რიშს ვერ უწევ­და, რომ ეს საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო თა­მა­ში იყო, ამი­ტომ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ტყუვ­და.

ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ხალ­ხს ფა­რა­ტი­ნა ფურ­ცლებს ური­გებ­დნენ, ჰქონ­დათ ოფი­სი, ბუ­ღალ­ტე­რია და სა­ბან­კო ან­გა­რი­ში, თა­ნაც, შე­სა­ტა­ნი თან­ხის სი­დი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და: შე­იძ­ლე­ბო­და 100 მა­ნე­თიც შე­გე­ტა­ნათ და მი­ლი­ო­ნიც - ყვე­ლა­ნა­ირ თან­ხას იღებ­დნენ. ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პი­რა­მი­და, ამი­ტომ ახერ­ხებ­დნენ ამ­ხე­ლა პრო­ცენ­ტე­ბის გა­დახ­დას. სა­ბო­ლო­ოდ, ეს კომ­პა­ნი­ე­ბი გა­კოტ­რდნენ, მათი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი კი, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­იქ­ცნენ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი და­ა­კა­ვეს და პა­სუ­ხი მოს­თხო­ვეს, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბის ფული მა­ინც შერ­ჩათ.

თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახ­ლაც არის მსგავ­სი კომ­პა­ნი­ე­ბი, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყვე­ლას დიდი სიფრ­თხი­ლი­სა­კენ მო­ვუ­წო­დებ. პირ­ველ რიგ­ში, მა­ღალ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თებ­ზე გა­მო­კი­დე­ბა არ ღირს, რად­გან ასე­თი მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. თვი­თო­ნაც იცი­ან, რომ ადრე თუ გვი­ან ეს ძაფი გა­წყდე­ბა, მაგ­რამ სხვი­სი გა­კოტ­რე­ბის ხარ­ჯზე მდიდ­რდე­ბი­ან. სხვა­თა შო­რის, 1990-იან წლებ­ში ბევ­რს გა­და­ვა­ფიქ­რე­ბი­ნე აღ­ნიშ­ნუ­ლი ფირ­მე­ბის ან­გა­რიშ­ზე თან­ხის შე­ტა­ნა, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რმა არ და­მი­ჯე­რა და წა­გე­ბუ­ლი დარ­ჩა"  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ქართული თაღლითური სქემები, რის გამოც მოსახლეობამ მილიონობით ზარალი მიიღო

 ქართული თაღლითური სქემები, რის გამოც მოსახლეობამ მილიონობით ზარალი მიიღო

1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში არაერთი ფინანსური თაღლითობა დატრიალდა, რომელმაც უამრავი ადამიანი სახლ-კარის გარეშე და ფინანსურად დაზარალებული დატოვა.

მთავრობამ, ფინანსურმა ორგანიზაციებმა და სამშენებლო კომპანიებმა მილიონობით მოქალაქე დააზარალეს. ჩვენი რესპონდენტები ყველაზე გამორჩეული და მსხვილი ფინანსური მაქინაციების შესახებ გვიამბობენ, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში მოხდა:

ზურაბ გვასალია - საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე: "1990-იან წლების დასაწყისში მთელ საბჭოთა სივრცეში უამრავი ორგანიზაცია იყო, რომელიც მოსახლეობიდან ფულის ამოღებას ცდილობდა. მსგავსი ორგანიზაციები საქართველოშიც მოქმედებდნენ, მათ შორის იყვნენ "ოქროს საწმისი", "ოქროს თასი", "აჩი" და სხვები... რა თქმა უნდა, არცერთი არ იყო პატიოსანი საბანკო დაწესებულება, მათ საბანკო ლიცენზიაც არ ჰქონდათ. მოსახლეობაში ეს სახელები დღემდე ბანკებთან არის გაიგივებული, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პირამიდები იყო. ისინი მოსახლეობისაგან ფულს იღებდნენ და სხვებთან შედარებით მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობდნენ. გაუთვითცნობიერებელი მოსახლეობა ანგარიშს ვერ უწევდა, რომ ეს საკმაოდ სახიფათო თამაში იყო, ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანი მოტყუვდა.

ეს ორგანიზაციები ხალხს ფარატინა ფურცლებს ურიგებდნენ, ჰქონდათ ოფისი, ბუღალტერია და საბანკო ანგარიში, თანაც, შესატანი თანხის სიდიდეს მნიშვნელობა არ ჰქონდა: შეიძლებოდა 100 მანეთიც შეგეტანათ და მილიონიც - ყველანაირ თანხას იღებდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი პირამიდა, ამიტომ ახერხებდნენ ამხელა პროცენტების გადახდას. საბოლოოდ, ეს კომპანიები გაკოტრდნენ, მათი ხელმძღვანელები კი, საზღვარგარეთ გაიქცნენ. ზოგიერთი მათგანი დააკავეს და პასუხი მოსთხოვეს, მაგრამ მოსახლეობის ფული მაინც შერჩათ.

თუ საქართველოში ახლაც არის მსგავსი კომპანიები, მათთან ურთიერთობისას ყველას დიდი სიფრთხილისაკენ მოვუწოდებ. პირველ რიგში, მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე გამოკიდება არ ღირს, რადგან ასეთი მაღალი პროცენტი ბუნებაში არ არსებობს. თვითონაც იციან, რომ ადრე თუ გვიან ეს ძაფი გაწყდება, მაგრამ სხვისი გაკოტრების ხარჯზე მდიდრდებიან. სხვათა შორის, 1990-იან წლებში ბევრს გადავაფიქრებინე აღნიშნული ფირმების ანგარიშზე თანხის შეტანა, სამწუხაროდ, ბევრმა არ დამიჯერა და წაგებული დარჩა"  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"