პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ და ვისთან ერთად ატარებენ დასვენების დღეებს ქართველი პოლიტიკოსები
როგორ და ვისთან ერთად ატარებენ დასვენების დღეებს ქართველი პოლიტიკოსები

ზა­ფხუ­ლია, ცხე­ლა და დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნიც ძა­ლას იკ­რებს, - ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უკვე სარ­გებ­ლობს კი­დეც კუთ­ვნი­ლი შვე­ბუ­ლე­ბით, ზო­გიც, ამ დღე­ე­ბის მო­ლო­დინ­შია. ის, ვინც ჯერ ვერ ახერ­ხებს ქა­ლა­ქი­დან გას­ვლას, შა­ბათ-კვი­რას, რო­გორც შე­უძ­ლია, ისე ატა­რებს.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ ატა­რე­ბენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს და ამის გა­სარ­კვე­ვად, რამ­დე­ნი­მე მათ­განს და­ვუ­კავ­შირ­დით. ზო­გი­ერ­თმა დას­მულ კი­თხვა­ზე მა­შინ­ვე გვი­პა­სუ­ხა, რამ­დე­ნი­მემ ტე­ლე­ფონს სა­ერ­თოდ არ უპა­სუ­ხა, ზოგ­მა კი იმის შემ­დეგ, რაც გა­ი­გო, რა გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი გვი­თხრა, მი­ზე­ზი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი აღ­მოჩ­ნდა...

სერ­გო რა­ტი­ა­ნი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, დე­პუ­ტა­ტი:

- არა­ნა­ი­რი კვი­რა და შა­ბა­თი არ მაქვს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­ჟიმ­ში ვარ. კვი­რა დღე­საც გლ­დან­სა და მუ­ხი­ან­ში მხარ­დამ­ჭე­რებს შევ­ხვდი.

- ე.ი. ამ ზა­ფხულს არ აპი­რებთ, შა­ბათ-კვი­რას მა­ინც მო­დუნ­დეთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არა, ვერ ვდუნ­დე­ბი.

- სა­ერ­თოდ, რო­გორ გიყ­ვართ შა­ბათ-კვი­რის გა­ტა­რე­ბა?

- ბოლო წლე­ბია, შა­ბათ-კვი­რას დას­ვე­ნე­ბის­თვის დი­დად ვერ ვიც­ლი. სა­ერ­თოდ, მიყ­ვარს მთა­ში სი­ა­რუ­ლი და ზღვა­ზე ცურ­ვა...

თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი, "თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" თავ­მჯდო­მა­რე, დე­პუ­ტა­ტი:

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ ლა­შა­რო­ბა­ზე ვი­ყა­ვი, სტუმ­რე­ბი მყავ­და. ამ დღე­ო­ბას ყო­ველ­წლი­უ­რად აღ­ვნიშ­ნავ და ლა­შა­რის გორ­ზე, თი­ა­ნეთ­ში ვმარ­თავ ხოლ­მე. იმის გამო, რომ სტუმ­რე­ბი მყავ­დნენ, ვერ დავ­ჯე­ქი (ლა­შა­რო­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. 12 ივ­ლისს, პეტ­რე-პავ­ლო­ბას იწყე­ბა და სა­დღაც, 20 რი­ცხვამ­დე გრძელ­დე­ბა), მე­ო­რე დღეს, მო­ვა­ხერ­ხე დაჯ­დო­მა და ერთი-ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად, დე­და­ჩე­მის ეზო­ში, კაკ­ლის ძირ­ში ვის­ხე­დით, სა­დაც ბუ­ზე­ბიც არ გვა­წუ­ხებ­დნენ.

- ბუ­ზე­ბი?

- კი, ბუ­ზე­ბი, კაკ­ლის ძირ­ში ნაკ­ლე­ბად შე­მო­დი­ან, მე­რი­დე­ბი­ან... მოკ­ლედ, იქ არც პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ბუ­ზე­ბი გვა­წუ­ხე­ბენ და არც - პო­ლი­ტი­კუ­რი.

- ზო­გა­დად, რო­გორ გიყ­ვართ შა­ბათ-კვი­რის გა­ტა­რე­ბა?

- ფაქ­ტობ­რი­ვად, სულ ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ახლა თავს მი­ვე­ცი უფ­ლე­ბა, ცოტა და­ვის­ვე­ნო, რად­გა­ნაც ჩემი კა­ლენ­და­რი ლა­შა­რო­ბიდნ ლა­შა­რო­ბამ­დეა აწყო­ბი­ლი. ვი­ნა­ი­დან უკვე ციკ­ლი შე­იკ­რა და ლა­შა­რის გო­რი­დან და­მუხ­ტუ­ლი წა­მო­ვე­დი (ჩემი გვა­რის და ამ მხა­რის მთა­ვა­რი სა­ლო­ცა­ვია), ამი­ტომ, ცო­ტა­თი გან­ვიტ­ვირ­თე კი­დეც...

- ცხენ­ზე ჯი­რი­თი, აუზ­ში ცურ­ვა, თევ­ზა­ო­ბა, ნა­დი­რო­ბა არ გი­ტა­ცებთ?

- დას­ვე­ნე­ბის გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ხე­ე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი. ნა­დი­რო­ბა არ მიყ­ვარს, თევ­ზა­ო­ბით კი­დევ სკო­ლის მერე არ მი­თევ­ზა­ვია და არც აუზ­ზე დავ­დი­ვარ.

გი­ორ­გი ვა­შა­ძე, პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­ჯდო­მა­რე, დე­პუ­ტა­ტი:

- გა­სულ შა­ბათს ბა­თუმ­ში მქონ­და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რე­ბი და ოფი­სიც გავ­ხსე­ნით, კვი­რა დი­ლით ჩემი სამი შვი­ლი გა­ვუშ­ვი ბახ­მა­რო­ში და­სას­ვე­ნებ­ლად. მე თვი­თონ სა­მუ­შაო პრო­ცესს ვაგ­რძე­ლებ. წლე­ბია, მიჩ­ვე­უ­ლი ვარ იმას, რომ შა­ბათ-კვი­რას ვმუ­შა­ობ.

- ქა­ლა­ქი­დან ერთი დღით მა­ინც არ გა­დი­ხართ არ­სად და­სას­ვე­ნებ­ლად?

- არა, მით უმე­ტეს, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დია... ისე, აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა მიყ­ვარს, ბევრ ადა­მი­ან­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, სა­უ­ბა­რი, მსჯე­ლო­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

- აუზ­ზე ცურ­ვა არ გიყ­ვართ?

- აუზი, წყა­ლი, ზღვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, უბ­რა­ლოდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში ისე­თი და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვერ შევ­ძე­ლი აუზ­ზე მის­ვლა, თუმ­ცა იქ სის­ტე­მუ­რად დავ­დი­ვარ. თან, ცურ­ვა შე­მიძ­ლია ხან­გრძლი­ვად, 3-4 კი­ლო­მეტრს ვცუ­რავ.

ზურა აბა­ში­ძე, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, დე­პუ­ტა­ტი:

- წელს დას­ვე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა მძი­მედ ვარ, რად­გან ვერ­სად გავ­დი­ვართ. ვარ თბი­ლის­ში, ახ­ლაც ვბრუნ­დე­ბი საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი­დან. სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი რომ არის, არ გვინ­და, რომ ერთი დღეც ჩაგ­ვი­ვარ­დეს. მოკ­ლედ, ახლა არ­ჩევ­ნე­ბი რომ არ იყოს, ვეც­დე­ბო­დი, შე­საძ­ლობ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, სად­მე ოჯახ­თან ერად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. შარ­შან მა­გა­ლი­თად, მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ანაკ­ლი­ა­ში ვი­ყა­ვით, კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ... სექ­ტემ­ბერ­ში მე­ხუ­თე შვილს ვე­ლო­დე­ბით.

- შა­ბათ-კვი­რას სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით არ­სად გა­დი­ხართ?

- მიყ­ვარს დას­ვე­ნე­ბა კა­ხეთ­ში, - ლო­პო­ტას ტბა­ზე, ყვა­რელ­შიც, რად­გა­ნაც იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს, კარ­გი ად­გი­ლე­ბია, სა­დაც ხან ოჯახ­თან და ხან მარ­ტო, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მივ­დი­ვარ ხოლ­მე.

- სპორ­ტუ­ლი გა­სარ­თო­ბე­ბი არ გი­ზი­დავთ?

- აუზ­ზე ვცუ­რავ სის­ტე­მა­ტუ­რად, მაგ­რამ არც მო­ნა­დი­რე ვარ და არც - მე­თევ­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

როგორ და ვისთან ერთად ატარებენ დასვენების დღეებს ქართველი პოლიტიკოსები

როგორ და ვისთან ერთად ატარებენ დასვენების დღეებს ქართველი პოლიტიკოსები

ზაფხულია, ცხელა და დასვენების სეზონიც ძალას იკრებს, - ბევრი ადამიანი უკვე სარგებლობს კიდეც კუთვნილი შვებულებით, ზოგიც, ამ დღეების მოლოდინშია. ის, ვინც ჯერ ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას, შაბათ-კვირას, როგორც შეუძლია, ისე ატარებს.

დავინტერესდით, როგორ ატარებენ პოლიტიკოსები დასვენების დღეებს და ამის გასარკვევად, რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით. ზოგიერთმა დასმულ კითხვაზე მაშინვე გვიპასუხა, რამდენიმემ ტელეფონს საერთოდ არ უპასუხა, ზოგმა კი იმის შემდეგ, რაც გაიგო, რა გვაინტერესებდა, საუბრის გაგრძელებაზე უარი გვითხრა, მიზეზი სხვადასხვანაირი აღმოჩნდა...

სერგო რატიანი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი:

- არანაირი კვირა და შაბათი არ მაქვს, ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვარ. კვირა დღესაც გლდანსა და მუხიანში მხარდამჭერებს შევხვდი.

- ე.ი. ამ ზაფხულს არ აპირებთ, შაბათ-კვირას მაინც მოდუნდეთ?

- ჯერჯერობით არა, ვერ ვდუნდები.

- საერთოდ, როგორ გიყვართ შაბათ-კვირის გატარება?

- ბოლო წლებია, შაბათ-კვირას დასვენებისთვის დიდად ვერ ვიცლი. საერთოდ, მიყვარს მთაში სიარული და ზღვაზე ცურვა...

თამაზ მეჭიაური, "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარე, დეპუტატი:

- რამდენიმე დღის წინ ლაშარობაზე ვიყავი, სტუმრები მყავდა. ამ დღეობას ყოველწლიურად აღვნიშნავ და ლაშარის გორზე, თიანეთში ვმართავ ხოლმე. იმის გამო, რომ სტუმრები მყავდნენ, ვერ დავჯექი (ლაშარობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 12 ივლისს, პეტრე-პავლობას იწყება და სადღაც, 20 რიცხვამდე გრძელდება), მეორე დღეს, მოვახერხე დაჯდომა და ერთი-ორ მეგობართან ერთად, დედაჩემის ეზოში, კაკლის ძირში ვისხედით, სადაც ბუზებიც არ გვაწუხებდნენ.

- ბუზები?

- კი, ბუზები, კაკლის ძირში ნაკლებად შემოდიან, მერიდებიან... მოკლედ, იქ არც პირდაპირი მნიშვნელობით ბუზები გვაწუხებენ და არც - პოლიტიკური.

- ზოგადად, როგორ გიყვართ შაბათ-კვირის გატარება?

- ფაქტობრივად, სულ ვმუშაობ, მაგრამ ახლა თავს მივეცი უფლება, ცოტა დავისვენო, რადგანაც ჩემი კალენდარი ლაშარობიდნ ლაშარობამდეა აწყობილი. ვინაიდან უკვე ციკლი შეიკრა და ლაშარის გორიდან დამუხტული წამოვედი (ჩემი გვარის და ამ მხარის მთავარი სალოცავია), ამიტომ, ცოტათი განვიტვირთე კიდეც...

- ცხენზე ჯირითი, აუზში ცურვა, თევზაობა, ნადირობა არ გიტაცებთ?

- დასვენების გამოკვეთილი სახეებით არ გამოვირჩევი. ნადირობა არ მიყვარს, თევზაობით კიდევ სკოლის მერე არ მითევზავია და არც აუზზე დავდივარ.

გიორგი ვაშაძე, პოლიტიკური მოძრაობა "ახალი საქართველოს" თავჯდომარე, დეპუტატი:

- გასულ შაბათს ბათუმში მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები და ოფისიც გავხსენით, კვირა დილით ჩემი სამი შვილი გავუშვი ბახმაროში დასასვენებლად. მე თვითონ სამუშაო პროცესს ვაგრძელებ. წლებია, მიჩვეული ვარ იმას, რომ შაბათ-კვირას ვმუშაობ.

- ქალაქიდან ერთი დღით მაინც არ გადიხართ არსად დასასვენებლად?

- არა, მით უმეტეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდია... ისე, აქტიური დასვენება მიყვარს, ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია, საუბარი, მსჯელობა განვითარებაზე.

- აუზზე ცურვა არ გიყვართ?

- აუზი, წყალი, ზღვა ძალიან მიყვარს, უბრალოდ, ბოლო პერიოდში ისეთი დაკავებული ვიყავი, ვერ შევძელი აუზზე მისვლა, თუმცა იქ სისტემურად დავდივარ. თან, ცურვა შემიძლია ხანგრძლივად, 3-4 კილომეტრს ვცურავ.

ზურა აბაშიძე, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი:

- წელს დასვენებასთან დაკავშირებით ცოტა მძიმედ ვარ, რადგან ვერსად გავდივართ. ვარ თბილისში, ახლაც ვბრუნდები საქმიანი შეხვედრებიდან. საარჩევნო პერიოდი რომ არის, არ გვინდა, რომ ერთი დღეც ჩაგვივარდეს. მოკლედ, ახლა არჩევნები რომ არ იყოს, ვეცდებოდი, შესაძლობლობის ფარგლებში, სადმე ოჯახთან ერად ვყოფილიყავი. შარშან მაგალითად, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ანაკლიაში ვიყავით, კარგი დრო გავატარეთ... სექტემბერში მეხუთე შვილს ველოდებით.

- შაბათ-კვირას საქართველოს მასშტაბით არსად გადიხართ?

- მიყვარს დასვენება კახეთში, - ლოპოტას ტბაზე, ყვარელშიც, რადგანაც იქაურობა ძალიან მომწონს, კარგი ადგილებია, სადაც ხან ოჯახთან და ხან მარტო, მეუღლესთან ერთად მივდივარ ხოლმე.

- სპორტული გასართობები არ გიზიდავთ?

- აუზზე ვცურავ სისტემატურად, მაგრამ არც მონადირე ვარ და არც - მეთევზე. ამ მიმართულებით არ გამოვირჩევი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."