პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუბარი მესმოდა: რა საჭირო იყო ჩემი ძებნა, მეც ხომ თანამშრომელი ვარო" - რას ყვება თვითმხილველი აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაზე
"საუბარი მესმოდა: რა საჭირო იყო ჩემი ძებნა, მეც ხომ თანამშრომელი ვარო" - რას ყვება თვითმხილველი აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაზე

აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ეზო­ში მომ­ხდარ სრო­ლა­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. თვითმხილ­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმელ­სა და დაჭ­რილს შო­რის და­ძა­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი თავ­და­პირ­ვე­ლად აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მი­სა­ღებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რის შემ­დე­გაც ისი­ნი გა­რეთ გა­ვიდ­ნენ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი სრო­ლის ხმა გა­ის­მა.

"სა­უბ­რობ­დნენ მი­სა­ღებ­ში: "რა სა­ჭი­რო იყო ჩემი ასე ძებ­ნა, მეც ხომ თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ". ასე­თი სა­უბ­რე­ბი მეს­მო­და, რის შემ­დე­გაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­რეთ გა­მო­ვიდ­ნენ. და­ვი­ნა­ხეთ, რომ თავ­დამ­სხმე­ლი უკ­ნი­დან მი­უ­ახ­ლოვ­და ორ პირს და ზურ­გი­დან, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გვერ­დი­დან ეს­რო­ლა. შემ­დეგ თავ­დამ­სხმელს დაჭ­რი­ლის თან­მხლებ­მა პირ­მა ეს­რო­ლა და ისიც დაჭ­რა. ანუ იყო ორ­მხრი­ვი სრო­ლა. გა­ვი­გე და­ახ­ლო­ე­ბით 8 თუ 9 გას­რო­ლა", - გა­ნა­ცხა­და თვითმხილ­ველ­მა ვლა­დი­მერ შენ­გე­ლი­ამ.

ასე­ვე იხი­ლეთ: აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს ეზო­ში მომ­ხდა­რი სრო­ლის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი და ფო­ტო­ე­ბი ად­გი­ლი­დან

კი­თხვა­ზე, იყ­ვნენ თუ არა თავ­დამ­სხმე­ლი და დაჭ­რი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თვითმხილ­ველ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ზუს­ტად არ ფლობს. "რო­გორც ჩანს, ალ­ბათ, ორი­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი იყო", - გა­ნა­ცხა­და შენ­გე­ლი­ამ.

კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრო­ლის შე­დე­გად, ერთ-ერთ დაჭ­რილს 7 ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი, მე­ო­რეს კი - 2.

აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რის პა­ა­ტა შა­მუ­გი­ას თქმით, მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ი­გო­ნეს სრო­ლის ხმა, რის შემ­დე­გაც გა­ირ­კვა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა.

ამ დრო­ის­თვის აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და ავ­ტო­სად­გო­მი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ლენ­ტით აქვთ შე­მო­სა­ზღვრუ­ლი. ამ წუ­თებ­ში ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, თუმ­ცა უც­ნო­ბია, ვის ეკუთ­ვნის აღ­ნიშ­ნუ­ლი ია­რა­ღი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით და­ი­წყო. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 19-108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით აღიძ­რა, რაც, შე­სა­ბა­მი­სად, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"საუბარი მესმოდა: რა საჭირო იყო ჩემი ძებნა, მეც ხომ თანამშრომელი ვარო" - რას ყვება თვითმხილველი აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაზე

"საუბარი მესმოდა: რა საჭირო იყო ჩემი ძებნა, მეც ხომ თანამშრომელი ვარო" - რას ყვება თვითმხილველი აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაზე

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველის ინფორმაციით, თავდამსხმელსა და დაჭრილს შორის დაძაბული საუბარი თავდაპირველად აღსრულების ეროვნული ბიუროს მისაღებში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ისინი გარეთ გავიდნენ, რამდენიმე წუთში კი სროლის ხმა გაისმა.

"საუბრობდნენ მისაღებში: "რა საჭირო იყო ჩემი ასე ძებნა, მეც ხომ თანამშრომელი ვარ". ასეთი საუბრები მესმოდა, რის შემდეგაც ეს ადამიანები გარეთ გამოვიდნენ. დავინახეთ, რომ თავდამსხმელი უკნიდან მიუახლოვდა ორ პირს და ზურგიდან, შეიძლება ითქვას, გვერდიდან ესროლა. შემდეგ თავდამსხმელს დაჭრილის თანმხლებმა პირმა ესროლა და ისიც დაჭრა. ანუ იყო ორმხრივი სროლა. გავიგე დაახლოებით 8 თუ 9 გასროლა", - განაცხადა თვითმხილველმა ვლადიმერ შენგელიამ.

ასევე იხილეთ: აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარი სროლის ახალი დეტალები და ფოტოები ადგილიდან

კითხვაზე, იყვნენ თუ არა თავდამსხმელი და დაჭრილი სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები, თვითმხილველმა აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას ზუსტად არ ფლობს. "როგორც ჩანს, ალბათ, ორივე სამართალდამცველი იყო", - განაცხადა შენგელიამ.

კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, სროლის შედეგად, ერთ-ერთ დაჭრილს 7 ტყვია აქვს მოხვედრილი, მეორეს კი - 2.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პაატა შამუგიას თქმით, მომხდარ ინციდენტს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან არანაირი კავშირი არ აქვს. თანამშრომლებმა მუშაობის პერიოდში გაიგონეს სროლის ხმა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მოქალაქეებს შორის მოხდა დაპირისპირება.

ამ დროისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორია და ავტოსადგომი სამართალდამცველებს ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩინეს, თუმცა უცნობია, ვის ეკუთვნის აღნიშნული იარაღი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა, რაც, შესაბამისად, განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ