მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბონსაი - ჯუჯა სილამაზე იაპონურად
ბონსაი - ჯუჯა სილამაზე იაპონურად

"ეს არის ბონ­საი (მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ხე), მისი გა­მოყ­ვა­ნის ტრა­დი­ცია პირ­ვე­ლად ჩი­ნეთ­ში გაჩ­ნდა, შემ­დეგ ია­პონ­იაში ცოტა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­რძელ­და და და­იხ­ვე­წა", - გვე­უბ­ნე­ბა­ ალექ­სან­დრე მეს­ხი, ადამ­იანი, რომე­ლსაც ბონ­საი გა­მოჰ­ყავს. მას­თან სტუმ­რად მი­სუ­ლებს ულა­მა­ზე­სი­ მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ხე­ე­ბი (ღვია, ნაძ­ვი, თუთა, ნე­კერ­ჩხა­ლი, ვაშ­ლი, ბზა...) დაგ­ვხვდა, რომ­ლებ­ზეც ბა­ტო­ნი ალექ­სან­დრე დიდი მონ­დო­მე­ბით მუ­შა­ობს.

- ევ­რო­პა­ში ჯუჯა ხე XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გა­იც­ნეს, როცა საფ­რან­გეთ­ში პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა მო­ე­წყო და ევ­რო­პე­ლებ­მა მსოფ­ლი­ოს მიღ­წე­ვე­ბი პირ­ვე­ლად ნა­ხეს. მა­შინ­ვე არ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლან, თუმ­ცა 30-იანი წლე­ბის ბო­ლოს ევ­რო­პა­ში უკვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო.

- დღეს ბონ­საი გან­სა­კუთ­რე­ბით ამე­რი­კა­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი. არი­ან მისი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბიც, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ბონ­სა­ის ია­პო­ნე­ლებ­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­ღა­ცე­ბი შეს­ძი­ნეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც გე­მოვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- თქვენ რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით ბონ­სა­ით?­

- 13 წლის ვი­ყა­ვი, როცა მი­ნი­ა­ტი­უ­რულ ხე­ებ­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ით რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი გა­და­ცე­მა ვნა­ხე. შეს­წავ­ლა ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის მერე გა­დავ­წყვი­ტე,­ თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერც სპე­ცი­ა­ლის­ტი ვი­პო­ვე და ვერც - ლი­ტე­რა­ტუ­რა. 1990 წელს შემ­თხვე­ვით მი­ვა­გე­ნი რუ­სუ­ლად ნა­თარ­გმნ წიგნს, რომ­ლის მი­ხედ­ვით და­ვი­წყე სწავ­ლა, მაგ­რამ მა­შინ ინ­ტერ­ნე­ტი არ არ­სე­ბობ­და და ბევ­რს ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წიე. 10 წე­ლი­წად­ზე მეტი დამ­ჭირ­და, სა­ნამ მივ­ხვდე­ბო­დი, რო­გორ უნდა მი­მე­ღო ბონ­საი. ჯერ ერთი, მას­წავ­ლე­ბე­ლი არ მყავ­და, მე­ო­რეც, მცე­ნა­რეა, რაც უნდა ქნა, მა­ინც თა­ვის ჭკუ­ა­ზე იზ­რდე­ბა...

უპირ­ვე­ლე­სად უნდა ვთქვათ, რომ ბონ­საი­ არ არის გე­ნე­ტი­კუ­რად ჯუჯა მცე­ნა­რე და ლა­მაზ ჯუჯა ხედ თა­ვის­თა­ვად არ იზ­რდე­ბა. ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­ე­ბის­გან გა­მოგ­ვყავს - ნაძ­ვის, ფიჭ­ვის, თუ­თის, ვაშ­ლის,­ ნე­კერ­ჩხლის­გან. ბონ­სა­ის უნდა ჰქონ­დეს ლა­მა­ზი ხის ბუ­ნებ­რი­ვი სხე­უ­ლი. არ უნდა იყოს მიგ­რე­ხილ-მოგ­რე­ხი­ლი, უნდა და­იც­ვა პრო­პორ­ცია, სი­მეტ­რია, რათა ლა­მა­ზი გა­მო­ვი­დეს.

- თა­ვი­დან რა ნერ­გით და­ი­წყეთ?

- თუ­თით და აი­ვან­ზე მქონ­და სულ სამი-ოთხი მცე­ნა­რე. როცა აი­ვან­ზე ვე­ღარ ვტევ­დი, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის სა­ხუ­რავ­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლე. ხე­ე­ბი დიდ თა­რო­ებ­ზე გან­ვა­ლა­გე. ორი წე­ლია, რაც გა­მო­ფე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მო­ვე­დი, გავ­ფარ­თოვ­დი და უკეთ მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბე­ბიც მაქვს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ბონსაი - ჯუჯა სილამაზე იაპონურად

ბონსაი - ჯუჯა სილამაზე იაპონურად

"ეს არის ბონსაი (მინიატიურული ხე), მისი გამოყვანის ტრადიცია პირვე­ლად ჩინეთში გაჩნდა, შემდეგ იაპონ­იაში ცოტა სხვა მიმართულებით გაგ­რძელდა და დაიხვეწა", - გვეუბნება­ ალექსანდრე მესხი, ადამ­იანი, რომე­ლსაც ბონსაი გამოჰყავს. მასთან სტუმ­რად მისულებს ულამაზესი­ მინიატიურული ხეები (ღვია, ნაძვი, თუთა, ნეკერჩხალი, ვაშლი, ბზა...) დაგვხვდა, რომლებზეც ბატონი ალექსანდრე დიდი მონდომებით მუშაობს.

- ევროპაში ჯუჯა ხე XIX საუკუნის ბოლოს გაიცნეს, როცა საფრანგეთში პირველი გამოფენა მოეწყო და ევროპელებმა მსოფლიოს მიღწევები პირველად ნახეს. მაშინვე არ აღფრთოვანებულან, თუმცა 30-იანი წლების ბოლოს ევროპაში უკვე ძალიან პოპულარული იყო.

- დღეს ბონსაი განსაკუთრებით ამერიკაშია პოპულარული. არიან მისი კოლექციონერებიც, სპეციალისტები. ბონსაის იაპონელებმა განსხვავებული რაღაცები შესძინეს, თუმცა ყველაფერი მაინც გემოვნებაზეა დამოკიდებული.

- თქვენ როდის დაინტერესდით ბონსაით?­

- 13 წლის ვიყავი, როცა მინიატიურულ ხეებზე ტელევიზიით რამდენიმეწუთიანი გადაცემა ვნახე. შესწავლა ინსტიტუტის დამთავრების მერე გადავწყვიტე,­ თუმცა საქართველოში ვერც სპეციალისტი ვიპოვე და ვერც - ლიტერატურა. 1990 წელს შემთხვევით მივაგენი რუსულად ნათარგმნ წიგნს, რომლის მიხედვით დავიწყე სწავლა, მაგრამ მაშინ ინტერნეტი არ არსებობდა და ბევრს ვერაფერს მივაღწიე. 10 წელიწადზე მეტი დამჭირდა, სანამ მივხვდებოდი, როგორ უნდა მიმეღო ბონსაი. ჯერ ერთი, მასწავლებელი არ მყავდა, მეორეც, მცენარეა, რაც უნდა ქნა, მაინც თავის ჭკუაზე იზრდება...

უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ბონსაი­ არ არის გენეტიკურად ჯუჯა მცენარე და ლამაზ ჯუჯა ხედ თავისთავად არ იზრდება. ის ჩვეულებრივი ხეებისგან გამოგ­ვყავს - ნაძვის, ფიჭვის, თუთის, ვაშლის,­ ნეკერჩხლისგან. ბონსაის უნდა ჰქონდეს ლამაზი ხის ბუნებრივი სხეული. არ უნდა იყოს მიგრეხილ-მოგრეხილი, უნდა დაიცვა პროპორცია, სიმეტრია, რათა ლამაზი გამოვიდეს.

- თავიდან რა ნერგით დაიწყეთ?

- თუთით და აივანზე მქონდა სულ სამი-ოთხი მცენარე. როცა აივანზე ვეღარ ვტევდი, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზე გადავინაცვლე. ხეები დიდ თაროებზე განვალაგე. ორი წელია, რაც გამოფენის ტერიტორიაზე გადმოვედი, გავფართოვდი და უკეთ მუშაობის პირობებიც მაქვს.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს