პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საერთაშორისო სკოლები ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ
საერთაშორისო სკოლები ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ

სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლე­ბი ბა­თუმ­ში თურ­ქე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის ბრალ­დე­ბებ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ. რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ისი­ნი გმო­ბენ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის იმი­ჯი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ველ გან­ცხა­დე­ბებ­სა და ბრალ­დე­ბებს. მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის, პე­და­გო­გე­ბი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის მოხ­სე­ნი­ე­ბა ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მათი ერთ-ერთი სკო­ლის ხსე­ნე­ბა ისეთ კონ­ტექ­სტში, რო­გო­რი­ცაა ტე­რო­რიზ­მი.

მათი შე­ფა­სე­ბით, გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ­მა არა­ე­თი­კურ­მა გა­მო­ნათ­ქვამ­მა, რო­მე­ლიც სკო­ლა-ლი­ცე­უმ "მე­გობ­რო­ბის" მი­სა­მარ­თით გა­ის­მა, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მთელს გუნდს, მას­წავ­ლებ­ლებს, მოს­წავ­ლე­ებს, მშობ­ლებ­სა და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლე­ბი რე­ა­გი­რე­ბას ითხო­ვენ. აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გა­სულ კვი­რას ბა­თუმ­ში თურ­ქე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის პა­სუ­ხად და შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სკო­ლე­ბი: რუს­თა­ვის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი, მარ­ნე­უ­ლის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა, ქუ­თა­ი­სის ნიკო ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი, თბი­ლი­სის ნი­კო­ლოზ წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა, თბი­ლი­სი სს­კო­ლა-ლი­ცე­უ­მი "სხი­ვი" და ბა­თუ­მის რ. შა­ჰი­ნის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი "მე­გობ­რო­ბა" ერ­თობ­ლი­ვად ვა­ცხა­დებთ, რომ ვგმობთ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის იმი­ჯი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ველ გან­ცხა­დე­ბებ­სა და ბრალ­დე­ბებს. ჩა­მოთ­ვლი­ლი სკო­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის, პე­და­გო­გე­ბი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის მოხ­სე­ნი­ე­ბა ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჩვე­ნი ერთ-ერთი სკო­ლის ხსე­ნე­ბა ისეთ კონ­ტექ­სტში რო­გო­რი­ცაა ტე­რო­რიზ­მი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ორი ქვეყ­ნის უერ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თურ­ქუ­ლი მხა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით თბი­ლის­ში და­ფუძნ­და პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტი­პის სკო­ლა, რომ­ლის უმ­თავ­რეს მი­ზან­საც წარ­მო­ად­გენ­და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მტკი­ცე­ბა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გა­ზი­ა­რე­ბა. 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში გა­ი­ზარ­დნენ ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბენ მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­მა კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა დიდი როლი შე­ას­რუ­ლეს ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დაც­ვა­ში. ცნო­ბის­თვის, ჩვენს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით და სკო­ლე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით.

გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ­მა არა­ე­თი­კურ­მა გა­მო­ნათ­ქვამ­მა, რო­მე­ლიც სკო­ლა-ლი­ცე­უმ "მე­გობ­რო­ბის" მი­სა­მარ­თით გაჟ­ღერ­და, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მთელს გუნდს, მას­წავ­ლებ­ლებს, მოს­წავ­ლე­ებს, მშობ­ლებ­სა და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს. მსგავ­სი ტი­პის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია სკო­ლის­თვის და მისი პარტნი­ო­რე­ბის­თვის და იმ რე­გი­ო­ნის­თვის სა­დაც სკო­ლა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა და­ცუ­ლი იქ­ნას თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა და აღიკ­ვე­თოს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი თურ­ქე­თის სა­კონ­სუ­ლოს მხრი­დან. მოხ­დეს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. ჩვენ ჩვე­ნის მხრივ ცალ­სა­ხად ვე­მიჯ­ნე­ბით ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას და ვგმობთ მცდე­ლო­ბას გარე პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნონ ჩვე­ნი სკო­ლე­ბი, რო­გორც ია­რა­ღი პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში, რად­გან სას­წავ­ლო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი გახლვათ აპო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნო, სა­დაც მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, თა­ვისფლად მო­ზა­როვ­ნე და ჯან­სა­ღი თა­ო­ბის აღ­ზრდაა.

შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩვენს იუ­რი­დი­ულ უფ­ლე­ბას შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ გაჟ­ღე­რე­ბულ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე", - ნათ­ქვა­მია სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

16 ივ­ლისს, თურ­ქე­თის გე­ნე­რა­ლურ­მა კონ­სულ­მა ია­სინ თე­მის­ქან­მა თურ­ქეთ­ში მომ­ხდარ სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. მან­ვე ისა­უბ­რა ბა­თუ­მის შა­ჰი­ნის სკო­ლა-ლი­ცე­უმ­ზე.

"ეს ხალ­ხი იმაგ­რებს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ებს სკო­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ანუ ზრდი­ან თა­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც არა სა­ხელ­მწი­ფოს, არა­მედ ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, აჭა­რა­ში არის მსგავ­სი სკო­ლე­ბი. ერთ-ერ­თია რე­ფა­ი­დინ შა­ჰი­ნის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი. მე მო­ვუ­წო­დებ აჭა­რის მო­სახ­ლე­ო­ბას, ქარ­თველ ხალ­ხს, ნუ გა­უშ­ვებთ შვი­ლებს ამ სკო­ლა­ში, ნუ ას­წავ­ლით, იმი­ტომ რომ ეს არის ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა და აქ ტე­რო­რის­ტულ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რათა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სკო­ლე­ბი და­ი­ხუ­როს", - გა­ნა­ცხა­და კონ­სულ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტა­რის ქარ­თულ თარ­გა­მანს TV25 ავ­რცე­ლებს.

საერთაშორისო სკოლები ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ

საერთაშორისო სკოლები ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ

საერთაშორისო სკოლები ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ. როგორც საერთაშორისო სკოლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი გმობენ ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებსა და ბრალდებებს. მათთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში. განსაკუთრებით კი მათი ერთ-ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში, როგორიცაა ტერორიზმი.

მათი შეფასებით, გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულმა არაეთიკურმა გამონათქვამმა, რომელიც სკოლა-ლიცეუმ "მეგობრობის" მისამართით გაისმა, შეურაცხყოფა მიაყენა მთელს გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კურსდამთავრებულებს.

საერთაშორისო სკოლები რეაგირებას ითხოვენ. აღნიშნულ განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"გასულ კვირას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი სკოლები: რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, თბილისის ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი სსკოლა-ლიცეუმი ,,სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი "მეგობრობა" ერთობლივად ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებსა და ბრალდებებს. ჩამოთვლილი სკოლებისთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში. განსაკუთრებით კი ჩვენი ერთ-ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში როგორიცაა ტერორიზმი.

როგორც ცნობილია, გასული საუკუნის ბოლოს ორი ქვეყნის უერთიერთშეთანხმების საფუძველზე თურქული მხარის ინიციატივით თბილისში დაფუძნდა პირველი საერთაშორისო ტიპის სკოლა, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება, განათლებისა და კულტურის გაზიარება. 20 წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ ღირსეული ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიო ასპარეზზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. ცნობისთვის, ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულმა არაეთიკურმა გამონათქვამმა, რომელიც სკოლა-ლიცეუმ "მეგობრობის" მისამართით გაჟღერდა, შეურაცხყოფა მიაყენა მთელს გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კურსდამთავრებულებს. მსგავსი ტიპის დისკრიმინაციული ბრალდებები შეურაცხმყოფელია სკოლისთვის და მისი პარტნიორებისთვის და იმ რეგიონისთვის სადაც სკოლა ფუნქციონირებს.

ჩვენი მოთხოვნაა დაცული იქნას თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის კანონიერი უფლება და აღიკვეთოს დისკრიმინაციული ბრალდებები თურქეთის საკონსულოს მხრიდან. მოხდეს გაკეთებულ განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ჩვენის მხრივ ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობას და ვგმობთ მცდელობას გარე პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც იარაღი პოლიტიკურ ბრძოლაში, რადგან სასწავლო ინსტიტუტები გახლვათ აპოლიტიკური ორგანო, სადაც მთავარი ღირებულება განათლებული, თავისფლად მოზაროვნე და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს იურიდიულ უფლებას შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ გაჟღერებულ ცილისწამებაზე", - ნათქვამია საერთაშორისო სკოლების განცხადებაში.

16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე კომენტარი გააკეთა. მანვე ისაუბრა ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმზე.

"ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები. ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციების სკოლები დაიხუროს", - განაცხადა კონსულმა, რომლის კომენტარის ქართულ თარგამანს TV25 ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი