მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითებმა დევნილ ქალს ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ 7 000 დოლარი გამოსძალეს
თაღლითებმა დევნილ ქალს ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ 7 000 დოლარი გამოსძალეს

შს სა­მი­ნის­ტრომ თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით სამი პირი და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი გა­მო­ავ­ლი­ნა.

რო­გორც შსს-ში კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მი­ხე­ილ ძაგ­ნი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის სამი პირი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ქალი მო­ა­ტყუ­ეს, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში, ასე­ვე თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი ნაც­ნო­ბე­ბი ჰყავ­დათ, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­ეძ­ლოთ მის­თვის სა­ჭი­რო ქუ­ლე­ბის მო­მა­ტე­ბა და რი­გის გა­რე­შე თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ოლიმ­პი­ურ ქა­ლაქ­ში ბი­ნის მი­ღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, სა­ნაც­ვლოდ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ქალ­ბა­ტონს 15 000 აშშ დო­ლა­რი მოს­თხო­ვეს. წი­ნას­წარ 7 000 დო­ლა­რი გა­მო­არ­თვეს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 8 000 აშშ დო­ლა­რის გა­მორ­თმე­ვას მოგ­ვი­ა­ნე­ბით აპი­რებ­დნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ერთ-ერთი პი­რის ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კი­სას 7000 აშშ დო­ლა­რი ამო­ი­ღეს.

კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მი­ხე­ილ ძაგ­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ თაღ­ლი­თო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

თაღლითებმა დევნილ ქალს ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ 7 000 დოლარი გამოსძალეს

თაღლითებმა დევნილ ქალს ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ 7 000 დოლარი გამოსძალეს

შს სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა.

როგორც შსს-ში კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსმა მიხეილ ძაგნიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის სამი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით აფხაზეთიდან დევნილი ქალი მოატყუეს, თითქოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და განსახლების სამინისტროში, ასევე თბილისის მერიაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შეეძლოთ მისთვის საჭირო ქულების მომატება და რიგის გარეშე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოლიმპიურ ქალაქში ბინის მიღებაში დახმარება.

გამოძიების ცნობით, სანაცვლოდ ბრალდებულებმა ქალბატონს 15 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. წინასწარ 7 000 დოლარი გამოართვეს, ხოლო დანარჩენი 8 000 აშშ დოლარის გამორთმევას მოგვიანებით აპირებდნენ. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი პირის ავტომანქანის ჩხრეკისას 7000 აშშ დოლარი ამოიღეს.

კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მიხეილ ძაგნიძის განცხადებით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ