27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვინმეს ჰგონია, ბიძინა იდგა და ითვლიდა, ვიღაც ლევანი რამდენს ხარჯავდა "ქერჩში", ცდება" - რატომ მუშაობს წარმატებული რეჟისორი ამერიკაში მუშად
"თუ ვინმეს ჰგონია, ბიძინა იდგა და ითვლიდა, ვიღაც ლევანი რამდენს ხარჯავდა "ქერჩში", ცდება" - რატომ მუშაობს წარმატებული რეჟისორი ამერიკაში მუშად

გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის "ტიფ­ლი­სის" და "ქერ­ჩის" რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან დაბ­რუნ­დაშ­ვილ­მა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ასა­ხუ­ლია, რო­გორ მუ­შა­ობს ის ამე­რი­კა­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შად.

დაბ­რუნ­დაშ­ვილ­მა ვი­დე­ოს ასე­თი წარ­წე­რა და­ურ­თო: "ვი­საც ჯერა, რომ GDS-დან 4 000 000 მო­ვი­პა­რე ან ერთი ლარი მა­ინც 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე მათ გა­დავ­ცემ აი ამ "მა­ლა­ტოკს" ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, თან ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბი­საა...". დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ოს, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. AMBEBI.GE რე­ჯი­სორს ამე­რი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და.

- ლე­ვან, რა­ტომ და­ტო­ვეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა­ტომ წახ­ვე­დით მშე­ნებ­ლო­ბა­ზე სა­მუ­შა­ოდ ამე­რი­კა­ში?

- არა­ფე­რი და­მი­ტო­ვე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში, შვი­ლის, მე­გობ­რე­ბის და ორი პრო­ექ­ტის გარ­და, რად­გან სხვა არა­ფე­რი გა­მაჩ­ნია. ჩემი ოც­ნე­ბა იყო, რო­გორც რე­ჟი­სორს ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ამე­წყო კა­რი­ე­რა, სა­დაც ამის დიდი სა­შუ­ა­ლე­ბაა. გული მწყდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევრ სფე­როს სა­თა­ნა­დოდ რომ არ ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბა. ჩემი ვი­დეო მწა­რე იუ­მორ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პოს­ტი იყო. იმის­თვის არ და­მი­დია რომ ვინ­მეს შე­ვე­ცო­დო, თვის ბო­ლომ­დე ძა­ლი­ან კარ­გი ქარ­თუ­ლი ფილ­მის ტრე­ი­ლერს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. ახლა ფულს ვაგ­რო­ვებ თრე­ი­ლე­რის­თვის. პოსტს ბევ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელ­მაც გა­იჟ­ღე­რა, რა­საც არ და­ვე­თან­ხმე­ბი. მად­ლო­ბე­ლი ვარ ამ ადა­მი­ა­ნის, მან მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა რო­გო­რიც იყო "ტიფ­ლი­სი" და "ქერ­ჩი". გული დამ­წყდა, ეს პრო­ექ­ტე­ბი რომ და­ი­ხუ­რა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს რომ ივა­ნიშ­ვილ­ზე ვთქვა ცუდი.

- "ჯი დი ესი­დან" წას­ვლის მი­ზე­ზი ამ პრო­ექ­ტე­ბის და­ხურ­ვა გახ­და?

- მე "ჯი დი ესი­დან" არა­ვის გა­ვუშ­ვი­ვარ, თვი­თონ დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა. პრო­ექ­ტე­ბი და­ი­ხუ­რა და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც ვმოღ­ვა­წე­ობ­დი ამ სფე­რო­ში, გა­უშ­ვეს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან. მე არა­ვი­ზე ნა­წყე­ნი არ ვარ, უბ­რა­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ამ პრო­ფი­ლი შე­იც­ვა­ლა. ამე­რი­კა­ში წა­მოს­ვლის წინ დავ­წე­რე სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა, საკ­მა­ოდ დიდ ასაკ­ში მო­მი­წია ცხოვ­რე­ბის ნო­ლი­დან და­წყე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ რომ ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ვა­კე­თო ჩემი ქვეყ­ნის­თვის.

- ამ­ბო­ბენ, რომ თქვენ მსა­ხი­ო­ბებს ბევ­რად ნაკ­ლებ თან­ხას უხ­დი­დით, ვიდ­რე ბერა ივა­ნიშ­ვილს ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი მათ­თვის?

- ეს ტყუ­ი­ლია. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­და­ა­მოწ­მოს "ჯი დი ეს"-ის სა­მუ­შაო სტრუქ­ტუ­რა. ბე­რას ხელ­ფა­სი არა­ვის­თვის გა­მო­უ­წე­რია. როცა დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი ჩემი პრე­რო­გა­ტი­ვა იყო ხელ­ფა­სე­ბის გა­მო­წე­რა, შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. "ჯი დი ეს"-ში ფული არ მი­ნა­ხავს, ხელ­ფა­სი ყვე­ლას ბა­რათ­ზე ერი­ცხე­ბა, კონ­ტრაქ­ტე­ბი არ­სე­ბობს და ყვე­ლას შე­უძ­ლია ამის ნახ­ვა. ბევ­რი ორ­გა­ნოა ამის გა­სარ­კვე­ვად. სა­ში­ნე­ლე­ბა ის არის, რომ ადა­მი­ა­ნი პა­ტი­ოს­ნად და გულ­წრფე­ლად აკე­თებ რა­ღა­ცას და ასეთ ჭორს გივ­რცე­ლე­ბენ. ქარ­თვე­ლებს გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თის სი­ტყვით მოკ­ვლა, ეს სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ ასე­ვე სა­ტი­რა­ლია. ხალ­ხი ქუ­ჩა­ში მე­უბ­ნე­ბო­და გა­რეთ ხარ? და­კი­თხვა­ზე რა მოხ­დაო? მე ისე გამ­ზარ­დეს მშობ­ლებ­მა, არას­დროს არა­ფე­რი მო­მი­პა­რავს.

- ცნო­ბი­ლია, რომ თქვენ და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი მე­გობ­რობ­დით, ისევ მე­გობ­რობთ?

- სი­მარ­თლე გი­თხრა ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს, მაგ­რამ მე­გობ­რად დარ­ჩე­ბა.

- კო­მენ­ტა­რებ­ში წერთ მთა­ვა­რია არა­ვის მო­ნად უნდა დარ­ჩეო, რა იგუ­ლის­ხმეთ ამ ფრა­ზა­ში?

- ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფს გი­წევს მო­ნო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა. მაგ ფრა­ზა­ში ის ვი­გუ­ლის­ხმე, მთა­ვა­რია შენ არ იგ­რძნო თავი მო­ნად. მო­ნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, იმ ახალ­გაზ­რდე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა ვინც ჩემს სფე­რო­შია და­საქ­მე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად მო­ნუ­რი შე­მო­სა­ვა­ლია. ავი­ღოთ ელე­მენ­ტა­რუ­ლად გამ­ნა­თე­ბე­ლი, რო­მელ­საც 12 სა­ათ­ში მი­ნი­მუმ 800 კილო გა­და­აქვს, ამ ყვე­ლა­ფერ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მას 80-100 ლარს უხ­დი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა მსა­ხი­ო­ბე­ბის ჰო­ნო­რა­რებს, 200 ლა­რად რომ 70 წლის ქალ­ბა­ტონს და­უ­ძა­ხებ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, დიდი სირ­ცხვი­ლია. თუ გლო­ბა­ლუ­რად შე­ვა­ფა­სებთ, რო­გორც მუ­შას რა შე­მო­სა­ვა­ლიც მაქვს ორ დღე­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნე­ბის­მი­ერ პე­და­გოგ­ზე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სია.

- თქვენც მი­ზე­რუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა გქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში კარგ თან­ხას მიხ­დიდ­ნენ გა­წე­ულ სა­მუ­შა­ო­ში. ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, მე რა შე­მო­სა­ვა­ლიც მქონ­და "ჯი დი ეს"-ზე, იგი­ვე ანა­ზღა­უ­რე­ბა თუ ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემს სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ სხვა ადა­მი­ა­ნებს. ყვე­ლა­ფე­რი არ არის ხელ­ფა­სი. შე­საძ­ლოა თვე­ში რა­საც ვი­ღებ­დი "ჯი დი ეს"-ზე, ის თან­ხა ერთ რეკ­ლა­მა­ში ამე­ღო, მაგ­რამ კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი "ჯი დი ეს"-ით. გუნდს არ ჰქონ­და მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი. ჭორი, რომ­ლის მი­ხედ­ვით თით­ქოს კუ­რორ­ტი გვქონ­და "ჯი დი ეს"-ზე მო­წყო­ბი­ლი, ტყუ­ი­ლია, არ არ­სე­ბობს გუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც იმის გა­კე­თე­ბა შეძ­ლო რაც ჩემ­მა პრო­დაქ­შენ­მა, თან არა­ვის არა­ფე­რი მო­უ­პა­რია.

- შენს პოსტს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და ნიკა გვა­რა­მი­აც. სწო­რად დას­ვეს მათ აქ­ცენ­ტე­ბი თა­ვი­ანთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­ში?

- ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან და რა­ღაც მა­სა­ლა და­ი­ჭი­რეს, რა­ღა­ცე­ებ­ში ვე­თან­ხმე­ბი, რა­ღა­ცე­ებ­ში არა. პირ­და­პირ ბი­ძი­ნას რომ ეც­ნენ მა­გა­ში არ ვე­თან­ხმე­ბი, ვი­ღა­ცას უყ­ვარს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ვი­ღა­ცას არა, ეს მათი მო­საზ­რე­ბაა. ყვე­ლა­ფე­რი ბი­ძი­ნა ვერ იქ­ნე­ბა. თუ ვინ­მეს ჰგო­ნია რომ ბი­ძი­ნა იდგა და ით­ვლი­და, ვი­ღა­ცა ლე­ვა­ნი რამ­დენს ხარ­ჯავ­და "ქერჩში" ცდე­ბა.

- მო­ნად გრძობ­დით თავს?

- მე არა, რა თქმა უნდა. მაგ­რამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო სა­სა­ცი­ლო ხელ­ფას­ზე, რო­გორც ხდე­ბა ნე­ბის­მი­ერ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ნიკა გვა­რა­მი­ას გა­დავ­ცემ, რომ მის ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც მუ­შა­ობს ხალ­ხი, ვინც 800 ლა­რად 24 სა­ა­თი შრო­მობს. თუ ჩემს გუ­ლის­ტკი­ვილ­ში იჭერს სი­მარ­თლეს, თა­ვის შიდა მე­ნე­ჯმენ­ტსაც ჩა­ხე­დოს, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ჩემს ჯიგ­რებს ცოტა ხელ­ფასს წა­უ­მა­ტებს.

- ვინ გეხ­მა­რე­ბათ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბა­ში?

- არა­ვინ არ მეხ­მა­რე­ბა, აქ ცხოვ­რო­ბენ ჩემი მე­გობ­რე­ბი, როცა ჩა­მო­ვე­დი, ხან სად მე­ძი­ნა და ხან სად, ასე და­ი­წყო ჩემი ცხოვ­რე­ბა ნუ­ლი­დან. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვია ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის­თვის. ახლა მაქვს სა­ხუ­რა­ვი, არ მშია და სამ­სა­ხუ­რიც ისე­თი ვი­პო­ვე რომ ვი­ცხოვ­რო და ფუ­ლიც მო­ვაგ­რო­ვო გა­და­ღე­ბის­თვის. სა­თა­კი­ლო არა­ფე­რია, მე­ტყე­ვეც ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბევ­რი ადა­მი­ა­ნია აქ, ვინც ასეთ სამ­სა­ხურ­შია და მა­ლავს. შრო­მა და­სა­მა­ლი არ არის. ჩემი გზავ­ნი­ლი იმ ადა­მი­ა­ნებს გა­ვუ­კე­თე ვინც უსაქ­მუ­რო­ბით და სხვა­ზე ცუ­დის ლა­პა­რა­კით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. იმი­ტო­მაც მი­დის ეგრე საქ­მე მაგ ქვე­ყა­ნა­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"თუ ვინმეს ჰგონია, ბიძინა იდგა და ითვლიდა, ვიღაც ლევანი რამდენს ხარჯავდა "ქერჩში", ცდება" - რატომ მუშაობს წარმატებული რეჟისორი ამერიკაში მუშად

"თუ ვინმეს ჰგონია, ბიძინა იდგა და ითვლიდა, ვიღაც ლევანი რამდენს ხარჯავდა "ქერჩში", ცდება" - რატომ მუშაობს წარმატებული რეჟისორი ამერიკაში მუშად

გახმაურებული ქართული სერიალების "ტიფლისის" და "ქერჩის" რეჟისორმა ლევან დაბრუნდაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასახულია, როგორ მუშაობს ის ამერიკაში მშენებლობაზე მუშად.

დაბრუნდაშვილმა ვიდეოს ასეთი წარწერა დაურთო: "ვისაც ჯერა, რომ GDS-დან 4 000 000 მოვიპარე ან ერთი ლარი მაინც 4 წლის განმავლობაში, მე მათ გადავცემ აი ამ "მალატოკს" ხშირი გამოყენებისთვის, თან ამერიკული წარმოებისაა...". დაბრუნდაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. AMBEBI.GE რეჯისორს ამერიკაში დაუკავშირდა.

- ლევან, რატომ დატოვეთ წარმატებული კარიერა საქართველოში და რატომ წახვედით მშენებლობაზე სამუშაოდ ამერიკაში?

- არაფერი დამიტოვებია საქართველოში, შვილის, მეგობრების და ორი პროექტის გარდა, რადგან სხვა არაფერი გამაჩნია. ჩემი ოცნება იყო, როგორც რეჟისორს ისეთ ქვეყანაში ამეწყო კარიერა, სადაც ამის დიდი საშუალებაა. გული მწყდება, საქართველოში ბევრ სფეროს სათანადოდ რომ არ ექცევა ყურადღება. ჩემი ვიდეო მწარე იუმორში გატარებული პოსტი იყო. იმისთვის არ დამიდია რომ ვინმეს შევეცოდო, თვის ბოლომდე ძალიან კარგი ქართული ფილმის ტრეილერს შემოგთავაზებთ. ახლა ფულს ვაგროვებ თრეილერისთვის. პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, ბიძინა ივანიშვილის სახელმაც გაიჟღერა, რასაც არ დავეთანხმები. მადლობელი ვარ ამ ადამიანის, მან მომცა საშუალება ისეთი პროექტები განმეხორციელებინა როგორიც იყო "ტიფლისი" და "ქერჩი". გული დამწყდა, ეს პროექტები რომ დაიხურა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ივანიშვილზე ვთქვა ცუდი.

- "ჯი დი ესიდან" წასვლის მიზეზი ამ პროექტების დახურვა გახდა?

- მე "ჯი დი ესიდან" არავის გავუშვივარ, თვითონ დავწერე განცხადება. პროექტები დაიხურა და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვმოღვაწეობდი ამ სფეროში, გაუშვეს ტელევიზიიდან. მე არავიზე ნაწყენი არ ვარ, უბრალოდ ტელევიზიამ პროფილი შეიცვალა. ამერიკაში წამოსვლის წინ დავწერე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, საკმაოდ დიდ ასაკში მომიწია ცხოვრების ნოლიდან დაწყება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო ჩემი ქვეყნისთვის.

- ამბობენ, რომ თქვენ მსახიობებს ბევრად ნაკლებ თანხას უხდიდით, ვიდრე ბერა ივანიშვილს ჰქონდა გამოწერილი მათთვის?

- ეს ტყუილია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს "ჯი დი ეს"-ის სამუშაო სტრუქტურა. ბერას ხელფასი არავისთვის გამოუწერია. როცა დირექტორი ვიყავი ჩემი პრეროგატივა იყო ხელფასების გამოწერა, შემდეგ შეიცვალა ხელმძღვანელობა. "ჯი დი ეს"-ში ფული არ მინახავს, ხელფასი ყველას ბარათზე ერიცხება, კონტრაქტები არსებობს და ყველას შეუძლია ამის ნახვა. ბევრი ორგანოა ამის გასარკვევად. საშინელება ის არის, რომ ადამიანი პატიოსნად და გულწრფელად აკეთებ რაღაცას და ასეთ ჭორს გივრცელებენ. ქართველებს გვიყვარს ერთმანეთის სიტყვით მოკვლა, ეს სასაცილოა, მაგრამ ასევე სატირალია. ხალხი ქუჩაში მეუბნებოდა გარეთ ხარ? დაკითხვაზე რა მოხდაო? მე ისე გამზარდეს მშობლებმა, არასდროს არაფერი მომიპარავს.

- ცნობილია, რომ თქვენ და ბერა ივანიშვილი მეგობრობდით, ისევ მეგობრობთ?

- სიმართლე გითხრა ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ მეგობრად დარჩება.

- კომენტარებში წერთ მთავარია არავის მონად უნდა დარჩეო, რა იგულისხმეთ ამ ფრაზაში?

- ემიგრაციაში მყოფს გიწევს მონობაში მუშაობა. მაგ ფრაზაში ის ვიგულისხმე, მთავარია შენ არ იგრძნო თავი მონად. მონობას რაც შეეხება, იმ ახალგაზრდების ანაზღაურება ვინც ჩემს სფეროშია დასაქმებული ნამდვილად მონური შემოსავალია. ავიღოთ ელემენტარულად გამნათებელი, რომელსაც 12 საათში მინიმუმ 800 კილო გადააქვს, ამ ყველაფერში ყოველდღიურად მას 80-100 ლარს უხდიან. რაც შეეხება მსახიობების ჰონორარებს, 200 ლარად რომ 70 წლის ქალბატონს დაუძახებ გადასაღებ მოედანზე, დიდი სირცხვილია. თუ გლობალურად შევაფასებთ, როგორც მუშას რა შემოსავალიც მაქვს ორ დღეში, საქართველოში ნებისმიერ პედაგოგზე მაღალი ხელფასია.

- თქვენც მიზერული ანაზღაურება გქონდათ საქართველოში?

- საქართველოში კარგ თანხას მიხდიდნენ გაწეულ სამუშაოში. ბედნიერი ვიქნებოდი, მე რა შემოსავალიც მქონდა "ჯი დი ეს"-ზე, იგივე ანაზღაურება თუ ექნება საქართველოში ჩემს სფეროში დასაქმებულ სხვა ადამიანებს. ყველაფერი არ არის ხელფასი. შესაძლოა თვეში რასაც ვიღებდი "ჯი დი ეს"-ზე, ის თანხა ერთ რეკლამაში ამეღო, მაგრამ კმაყოფილი ვიყავი "ჯი დი ეს"-ით. გუნდს არ ჰქონდა მაღალი ხელფასი. ჭორი, რომლის მიხედვით თითქოს კურორტი გვქონდა "ჯი დი ეს"-ზე მოწყობილი, ტყუილია, არ არსებობს გუნდი საქართველოში, რომელმაც იმის გაკეთება შეძლო რაც ჩემმა პროდაქშენმა, თან არავის არაფერი მოუპარია.

- შენს პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ცნობილი ადამიანები ნანუკა ჟორჟოლიანი და ნიკა გვარამიაც. სწორად დასვეს მათ აქცენტები თავიანთ გამოხმაურებაში?

- ვერაფერს გეტყვით, ჟურნალისტები არიან და რაღაც მასალა დაიჭირეს, რაღაცეებში ვეთანხმები, რაღაცეებში არა. პირდაპირ ბიძინას რომ ეცნენ მაგაში არ ვეთანხმები, ვიღაცას უყვარს ბიძინა ივანიშვილი, ვიღაცას არა, ეს მათი მოსაზრებაა. ყველაფერი ბიძინა ვერ იქნება. თუ ვინმეს ჰგონია რომ ბიძინა იდგა და ითვლიდა, ვიღაცა ლევანი რამდენს ხარჯავდა "ქერჩში" ცდება.

- მონად გრძობდით თავს?

- მე არა, რა თქმა უნდა. მაგრამ უამრავი ადამიანი იყო სასაცილო ხელფასზე, როგორც ხდება ნებისმიერ ტელევიზიაში. ნიკა გვარამიას გადავცემ, რომ მის ტელევიზიაშიც მუშაობს ხალხი, ვინც 800 ლარად 24 საათი შრომობს. თუ ჩემს გულისტკივილში იჭერს სიმართლეს, თავის შიდა მენეჯმენტსაც ჩახედოს, კარგი იქნება თუ ჩემს ჯიგრებს ცოტა ხელფასს წაუმატებს.

- ვინ გეხმარებათ ამერიკაში ცხოვრების თავიდან დაწყებაში?

- არავინ არ მეხმარება, აქ ცხოვრობენ ჩემი მეგობრები, როცა ჩამოვედი, ხან სად მეძინა და ხან სად, ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება ნულიდან. ეს ჩვეულებრივია ემიგრაციაში მყოფი ადამიანისთვის. ახლა მაქვს სახურავი, არ მშია და სამსახურიც ისეთი ვიპოვე რომ ვიცხოვრო და ფულიც მოვაგროვო გადაღებისთვის. სათაკილო არაფერია, მეტყევეც ვიყავი საქართველოში. ბევრი ადამიანია აქ, ვინც ასეთ სამსახურშია და მალავს. შრომა დასამალი არ არის. ჩემი გზავნილი იმ ადამიანებს გავუკეთე ვინც უსაქმურობით და სხვაზე ცუდის ლაპარაკით არის დაკავებული. იმიტომაც მიდის ეგრე საქმე მაგ ქვეყანაში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"