საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურქები მასწავლიდნენ და ქალები ჩადრს არ იხურავდნენ სკოლის დროს..." - რას წერს შაჰინის სკოლის კურსდამთავრებული ტბელ აბუსერიძე
"თურქები მასწავლიდნენ და ქალები ჩადრს არ იხურავდნენ სკოლის დროს..." - რას წერს შაჰინის სკოლის კურსდამთავრებული ტბელ აბუსერიძე

ბა­თუ­მის შა­ჰი­ნის სკო­ლა-ლი­ცე­უმ­ზე თურ­ქე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის ია­სინ თე­მის­ქა­ნის მიერ გა­კე­თე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბი და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი აღაშ­ფო­თა. კონ­სულ­მა თურ­ქეთ­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას­თან აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ფე­ტჰუ­ლა გი­უ­ლე­ნის კავ­შირ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი პო­ზი­ცი­ებს სკო­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ამაგ­რე­ბენ და "ზრდი­ან თა­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც არა სა­ხელ­მწი­ფოს, არა­მედ ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან". მათ შო­რის კონ­სულ­მა და­ა­სა­ხე­ლა შა­ჰი­ნის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მიც.

სკო­ლის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გავ­რცელ­და მცი­რე გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც ად­მი­ნის­ტრა­ცია კონ­სუ­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "პირ­ველ რიგ­ში, გვინ­და მწუ­ხა­რე­ბა გა­მოვ­თქვათ თურ­ქეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გამო. გვინ­და მივ­მარ­თოთ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს, მათ მშობ­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩვენ უკვე დიდი ხა­ნია ერ­თმა­ნეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს და შა­ჰი­ნის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა-ლი­ცე­უმს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ სჭირ­დე­ბა თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში ყოფ­ნა. ასე რომ, მინ­და გაც­ნო­ბოთ: ჩვენ ისევ იმა­ვე სა­წყი­სებ­ზე ვდგა­ვართ და იმა­ვე საქ­მი­ა­ნო­ბას ვაგ­რძე­ლებთ, რომ­ლი­თაც თა­ვის დრო­ზე და­ვი­წყეთ მოღ­ვა­წე­ო­ბა.

შე­გიძ­ლი­ათ იყოთ სრუ­ლი­ად მშვი­დად, ჩვენ, რო­გორც ყო­ველ­თვის ისევ ფხიზ­ლად ვდგა­ვართ თქვე­ნი შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე. სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი ჩვე­უ­ლი რე­ჟი­მით აგ­რძე­ლებს თა­ვის მოღ­ვა­წე­ო­ბას და აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის ზო­მებს გავ­რცე­ლე­ბულ არას­წორ და აფ­სურ­დულ ინ­ფორ­მა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბის მი­მართ. უმოკ­ლეს ვა­და­ში სკო­ლა ლი­ცე­უ­მი გა­ავ­რცე­ლებს უფრო ვრცელ და დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით" - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებ­მაც და თურ­ქე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის ია­სინ თე­მის­ქა­ნის კო­მენ­ტარს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი უწო­დეს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სკო­ლა-ლი­ცე­უ­მის მხარ­დამ­ჭერ გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს შა­ჰი­ნის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ტბელ აბუ­სე­რი­ძე:

"ეს სკო­ლა და­ვამ­თავ­რე მე და ბო­ლომ­დე დავ­დგე­ბი მის გვერ­დით. ამა­ზე დიდი სი­სუ­ლე­ლე ალ­ბათ არ შე­იძ­ლე­ბო­და ამ თე­მა­ზე ეთ­ქვა ვინ­მეს, ან ამის დამ­წე­რი და დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რი ნორ­მა­ლუ­რი არის სა­ერ­თოდ? ეგ კი­ა­რა, თურ­ქი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მას­წავ­ლიდ­ნენ და ქა­ლე­ბი ჩადრს არ იხუ­რავ­დნენ სკო­ლის დროს, რომ არა­ვის ერთი წუ­თით არ ეფიქ­რა, რომ რე­ლი­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და თავს მო­ეხ­ვია ვინ­მეს... 5 წელი ვის­წავ­ლე და არა­ნა­ი­რი მსგავ­სი რი­ტო­რი­კა არ ყო­ფი­ლა, 1 წუ­თი­თაც. არას­დროს სხვა თე­მა­ზე არ სა­უბ­რობ­დნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი შე­იძ­ლე­ობ­და ყო­ფი­ლი­ყო" - წერს პი­რად გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტში ტბელ აბუ­სე­რი­ძე.

ტბელ აბუ­სე­რი­ძე შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც ერთი წლის წინ მე­რი­ლენ­დის ქა­ლაქ ანა­პო­ლის­ში მდე­ბა­რე St. John’s College-ში თა­ვი­სუ­ფა­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე ჩა­ა­ბა­რა - მას უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ოთხი­ვე წლის სა­ფა­სუ­რი და­უ­ფი­ნან­სა, წე­ლი­წად­ში 58 650 დო­ლა­რი. ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 100-ზე მეტ აპ­ლი­კანტს შო­რის ჩა­რი­ცხულ 10 სტუ­დენტს შო­რის მოხ­ვდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"თურქები მასწავლიდნენ და ქალები ჩადრს არ იხურავდნენ სკოლის დროს..." - რას წერს შაჰინის სკოლის კურსდამთავრებული ტბელ აბუსერიძე

"თურქები მასწავლიდნენ და ქალები ჩადრს არ იხურავდნენ სკოლის დროს..." - რას წერს შაჰინის სკოლის კურსდამთავრებული ტბელ აბუსერიძე

ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმზე თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ სკოლის მოსწავლეების მშობლები და კურსდამთავრებულები აღაშფოთა. კონსულმა თურქეთში გადატრიალების მცდელობასთან აშშ-ში მცხოვრები ფეტჰულა გიულენის კავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მხარდამჭერები პოზიციებს სკოლების მეშვეობით ამაგრებენ და "ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან". მათ შორის კონსულმა დაასახელა შაჰინის სკოლა-ლიცეუმიც.

სკოლის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა მცირე განცხადება, რომლითაც ადმინისტრაცია კონსულის განცხადებას გამოეხმაურა: "პირველ რიგში, გვინდა მწუხარება გამოვთქვათ თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო. გვინდა მივმართოთ ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და საზოგადოებას, ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთმანეთთან თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს და შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, საბედნიეროდ, არ სჭირდება თავის მართლების რეჟიმში ყოფნა. ასე რომ, მინდა გაცნობოთ: ჩვენ ისევ იმავე საწყისებზე ვდგავართ და იმავე საქმიანობას ვაგრძელებთ, რომლითაც თავის დროზე დავიწყეთ მოღვაწეობა.

შეგიძლიათ იყოთ სრულიად მშვიდად, ჩვენ, როგორც ყოველთვის ისევ ფხიზლად ვდგავართ თქვენი შვილების განათლებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. სკოლა-ლიცეუმი ჩვეული რეჟიმით აგრძელებს თავის მოღვაწეობას და აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს გავრცელებულ არასწორ და აფსურდულ ინფორმაციის ავტორების მიმართ. უმოკლეს ვადაში სკოლა ლიცეუმი გაავრცელებს უფრო ვრცელ და დეტალურ ინფორმაციას სხვადასხვა მედია საშუალებებით" - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადება გაავრცელეს სკოლის მოსწავლეების მშობლებმაც და თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის კომენტარს შეურაცხმყოფელი უწოდეს.

სოციალურ ქსელში სკოლა-ლიცეუმის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს შაჰინის სკოლის კურსდამთავრებული ტბელ აბუსერიძე:

"ეს სკოლა დავამთავრე მე და ბოლომდე დავდგები მის გვერდით. ამაზე დიდი სისულელე ალბათ არ შეიძლებოდა ამ თემაზე ეთქვა ვინმეს, ან ამის დამწერი და დეზინფორმატორი ნორმალური არის საერთოდ? ეგ კიარა, თურქი მასწავლებლები მასწავლიდნენ და ქალები ჩადრს არ იხურავდნენ სკოლის დროს, რომ არავის ერთი წუთით არ ეფიქრა, რომ რელიგიური ღირებულები შეიძლებოდა თავს მოეხვია ვინმეს... 5 წელი ვისწავლე და არანაირი მსგავსი რიტორიკა არ ყოფილა, 1 წუთითაც. არასდროს სხვა თემაზე არ საუბრობდნენ მასწავლებლები, რომელიც პოლიტიკური შეიძლეობდა ყოფილიყო" - წერს პირად გვერდზე გავრცელებულ პოსტში ტბელ აბუსერიძე.

ტბელ აბუსერიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გახლდათ, რომელმაც ერთი წლის წინ მერილენდის ქალაქ ანაპოლისში მდებარე St. John’s College-ში თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრიატზე ჩააბარა - მას უნივერსიტეტმა ოთხივე წლის საფასური დაუფინანსა, წელიწადში 58 650 დოლარი. ქართველი სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტ აპლიკანტს შორის ჩარიცხულ 10 სტუდენტს შორის მოხვდა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს