საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებო, ასეთ სადისტებს რატომ ზრდით?" - რუსთავში ბავშვების მიერ ნაწამები ლეკვი და მწვავე გამოხმაურებები
"მშობლებო, ასეთ სადისტებს რატომ ზრდით?" - რუსთავში ბავშვების მიერ ნაწამები ლეკვი და მწვავე გამოხმაურებები

ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე "ცხო­ველ­თა გა­დარ­ჩე­ნის სა­ხალ­ხო ფრონ­ტი" გუ­შინ გავ­რცელ­და შემ­ზა­რა­ვი ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ნა­წა­მე­ბი ლეკ­ვი იყო ასა­ხუ­ლი. შემ­თხვე­ვა რუს­თავ­ში მოხ­და. ახ­ლად­და­ბა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი რუს­თა­ვი­დან თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მო­რიგ ფე­ის­ბუქ-პოს­ტში "ცხო­ველ­თა გა­დარ­ჩე­ნის სა­ხალ­ხო ფრონტმა" სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა:

"ვერ გა­დარ­ჩა პა­ტა­რა... ბავ­შვებს უკა­ნა ტან­ში ჯოხი შე­ურ­ჭი­ათ სწო­რი ნაწ­ლა­ვი და საშ­ვი­ლოს­ნო გა­ხე­უ­ლი იყო. რად­გან რუს­თავ­ში ვე­ტე­რი­ნა­რი არ იყო ლა­ლი­კო თვა­ლი­აშ­ვი­ლი და მისი მე­გობ­რე­ბი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ და ლა­გოვ­სკის კლი­ნი­კა­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ. ნა­კე­რე­ბი და­ე­დო, გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი... ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­კეთ­და, მაგ­რამ უკა­ნა გზა­ზე და­ი­ღუ­პა.. მშობ­ლე­ბო ასეთ სა­დის­ტებს რა­ტომ ზრდით??? ჩვე­ნი ვე­ტე­რი­ნა­რი შეძრწუ­ნე­ბუ­ლი იყო... ლეკ­ვი იყო ნა­წა­მე­ბი.. ხმა­საც ვერ იღებ­და მარ­ტო კვნე­სო­და" - ვკი­თხუ­ლობთ პოს­ტში.

პოსტს მძაფ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­ში. "მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის ასე და­ტო­ვე­ბა არაფ­რით შე­იძ­ლე­ბა, ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია, ეგ ბავ­შვე­ბი( პი­რო­ბი­თად თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ეწო­დოს) უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მო­ძა­ლა­დე მკვლე­ლე­ბი არი­ან";

"თუ იცით ლეკ­ვის სა­ვა­რა­უ­დო წა­მე­ბის ად­გი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ად­გილ­ზე მის­ვლა და ბავ­შვე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე კი­თხვის დას­მა, ხომ არ უნა­ხავთ ვინ და რა ვი­თა­რე­ბა­ში აწა­მა ლეკ­ვი. პა­ტა­რე­ბი არი­ან, ემო­ცი­ებს აყ­ვე­ბი­ან და წა­მოც­დე­ბათ რამე. იქ­ნე­ბა და აღი­ა­რონ კი­დე­ვაც. აუ­ცი­ლებ­ლად სა­ნა­ხა­ვია ამ ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი, რომ იცოდ­ნენ რომ ბავ­შვს აქვს არა­ნორ­მა­ლუ­რი ქცე­ვე­ბი. გა­ა­კონ­ტრო­ლონ, მი­ხე­დონ. ბავ­შვებ­მაც უნდა და­ი­ნა­ხონ, რომ ასე­თი სი­სას­ტი­კე უკ­ვა­ლოდ არ ქრე­ბა და მათი საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სშია ყვე­ლა. უნდა იგ­რძნონ, რომ სხვა დრო­საც და­უს­ჯე­ლე­ბი არ დარ­ჩე­ბი­ან, თო­რემ ჩათ­ვა­ლეთ კი­დევ გა­ი­მე­ო­რე­ბენ";

"ჯერ ბავ­შვს რომ მსგავ­სი რამ მო­უ­ვა აზ­რად უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქვს. მერე თუ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, პრობ­ლე­მა აღარ, უკვე სამ­კურ­ნა­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლად. თუ­ა­რა­და, გა­იზ­რდე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გახ­დე­ბა სა­ში­ში. მშობ­ლე­ბი რას აკე­თებ­დნენ ამ დროს, ნეტა?"

"ესე ვზრდით კრი­მი­ნა­ლებს და სა­დის­ტებს, ამ ბავ­შვე­ბის­გან ადა­მი­ა­ნი აღარ დად­გე­ბა, ეხლა თუ პო­ლი­ცი­ამ რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნა და­უსჟე­ლო­ბის სინ­დრო­მი გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებს დამ­ნა­შა­ვეს და არა­ვინ არ იცის ვინ იქ­ნე­ბა მისი მსხვერ­პლი"

"ცხო­ვე­ლის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა ეს ზოგი ქარ­თვე­ლი დედა, რომ ცხო­ვე­ლი ას­წავ­ლის თა­ვის ნა­ში­ერს, ესე­ნი კი არც ას­წავ­ლი­ან არა­ფერს და გა­მო­დი­ან ასე­თი ვე­ლუ­რე­ბი და სა­დის­ტე­ბი. არ ვიცი, რა ოჯა­ხებ­ში არი­ან გაზ­რდი­ლე­ბი. რა შე­უგ­ნე­ბე­ლი ერია, მრცხვე­ნია. ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ ასე­თი და­უ­ფა­რა­ვი აგ­რე­სია" - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

ამა­ვე გვერ­დი­დან ირ­კვე­ვა, რომ რუს­თა­ველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სა­ჩი­ვა­რი შე­აქვს პო­ლი­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით:

"დღეს რუს­თა­ველ ორ­გა­ნი­ზა­ცია ცხო­ველ­თა მე­გობ­რე­ბი / Animals Friends ს შე­აქვთ სა­ჩი­ვა­რი პო­ლი­ცი­ა­ში. იმე­დია პო­ლი­ცია აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში და არ გვა­ი­ძუ­ლებს უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ვი­დეთ პო­ლი­ცი­ა­ში. ყველ­ფერს დავ­წერთ დე­ტა­ლუ­რად რა რო­გორ იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი აქ­ტი­ვო­ბა ეხლა ძა­ლი­ან ბევ­რს წყვეტს. სო­ლი­და­რო­ბა ყვე­ლა და­უც­ველ ცხო­ველს!" - ვკი­თხუ­ლობთ პოს­ტში.

"მშობლებო, ასეთ სადისტებს რატომ ზრდით?" - რუსთავში ბავშვების მიერ ნაწამები ლეკვი და მწვავე გამოხმაურებები

"მშობლებო, ასეთ სადისტებს რატომ ზრდით?" - რუსთავში ბავშვების მიერ ნაწამები ლეკვი და მწვავე გამოხმაურებები

ფეისბუქ-გვერდზე "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი" გუშინ გავრცელდა შემზარავი ფოტოები, რომელზეც ნაწამები ლეკვი იყო ასახული. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ახლადდაბადებული ცხოველი რუსთავიდან თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მორიგ ფეისბუქ-პოსტში "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტმა" სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა:

"ვერ გადარჩა პატარა... ბავშვებს უკანა ტანში ჯოხი შეურჭიათ სწორი ნაწლავი და საშვილოსნო გახეული იყო. რადგან რუსთავში ვეტერინარი არ იყო ლალიკო თვალიაშვილი და მისი მეგობრები თბილისში ჩამოვიდნენ და ლაგოვსკის კლინიკაში მივიყვანეთ. ნაკერები დაედო, გამაყუჩებელი... ყველაფერი გაუკეთდა, მაგრამ უკანა გზაზე დაიღუპა.. მშობლებო ასეთ სადისტებს რატომ ზრდით??? ჩვენი ვეტერინარი შეძრწუნებული იყო... ლეკვი იყო ნაწამები.. ხმასაც ვერ იღებდა მარტო კვნესოდა" - ვკითხულობთ პოსტში.

პოსტს მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტმომხმარებლებში. "მსგავსი დანაშაულის ასე დატოვება არაფრით შეიძლება, ეს ძალიან საშიშია, ეგ ბავშვები( პირობითად თუ შეიძლება ასე ეწოდოს) უკვე ჩამოყალიბებული მოძალადე მკვლელები არიან";

"თუ იცით ლეკვის სავარაუდო წამების ადგილი, შეიძლება ადგილზე მისვლა და ბავშვებისთვის რამდენიმე კითხვის დასმა, ხომ არ უნახავთ ვინ და რა ვითარებაში აწამა ლეკვი. პატარები არიან, ემოციებს აყვებიან და წამოცდებათ რამე. იქნება და აღიარონ კიდევაც. აუცილებლად სანახავია ამ ბავშვების მშობლები, რომ იცოდნენ რომ ბავშვს აქვს არანორმალური ქცევები. გააკონტროლონ, მიხედონ. ბავშვებმაც უნდა დაინახონ, რომ ასეთი სისასტიკე უკვალოდ არ ქრება და მათი საქციელის შესახებ საქმის კურსშია ყველა. უნდა იგრძნონ, რომ სხვა დროსაც დაუსჯელები არ დარჩებიან, თორემ ჩათვალეთ კიდევ გაიმეორებენ";

"ჯერ ბავშვს რომ მსგავსი რამ მოუვა აზრად უკვე სერიოზული პრობლემა აქვს. მერე თუ განახორციელებს, პრობლემა აღარ, უკვე სამკურნალოა სერიოზულად. თუარადა, გაიზრდება და საზოგადოებისთვის გახდება საშიში. მშობლები რას აკეთებდნენ ამ დროს, ნეტა?"

"ესე ვზრდით კრიმინალებს და სადისტებს, ამ ბავშვებისგან ადამიანი აღარ დადგება, ეხლა თუ პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა დაუსჟელობის სინდრომი განუვითარდებათ და საზოგადოება მიიღებს დამნაშავეს და არავინ არ იცის ვინ იქნება მისი მსხვერპლი"

"ცხოველისგან იმით განსხვავდება ეს ზოგი ქართველი დედა, რომ ცხოველი ასწავლის თავის ნაშიერს, ესენი კი არც ასწავლიან არაფერს და გამოდიან ასეთი ველურები და სადისტები. არ ვიცი, რა ოჯახებში არიან გაზრდილები. რა შეუგნებელი ერია, მრცხვენია. ცხოველების მიმართ ასეთი დაუფარავი აგრესია" - წერენ კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.

ამავე გვერდიდან ირკვევა, რომ რუსთაველ ორგანიზაციას საჩივარი შეაქვს პოლიციაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით:

"დღეს რუსთაველ ორგანიზაცია ცხოველთა მეგობრები / Animals Friends ს შეაქვთ საჩივარი პოლიციაში. იმედია პოლიცია აქტიურად ჩაერთვება ამ პრობლემის მოგვარებაში და არ გვაიძულებს უკვე ძალიან ბევრი მივიდეთ პოლიციაში. ყველფერს დავწერთ დეტალურად რა როგორ იქნება. ჩვენი აქტივობა ეხლა ძალიან ბევრს წყვეტს. სოლიდარობა ყველა დაუცველ ცხოველს!" - ვკითხულობთ პოსტში.

101 წლის გარდაიცვალა.... - რა იყო "შერეკილების" ცნობილი "მკურნალის" ასწლოვანი ცხოვრების საიდუმლო

ბოქსირებულ პალატაში "ტვ პირველის" თანამშრომელია გადაყვანილი

გამარჯობა, თქვენ 30 მილიონი ლარი მოიგეთ!