პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არეულობა ერევანში: პოლიციაში შეჭრილი შეიარაღებულები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ
არეულობა ერევანში: პოლიციაში შეჭრილი შეიარაღებულები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ

ერე­ვან­ში დღეს დი­ლით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შემ­დგარ­მა ჯგუფ­მა პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა და­ი­კა­ვა, რა­საც ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და რამ­დე­ნი­მე და­შავ­და.

ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს ერევ­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვა­ლე­რი ოსი­პი­ა­ნი. შე­ნო­ბას­თან იმ­ყო­ფე­ბა სომ­ხე­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ვლა­დი­მერ გას­პა­რი­ა­ნი. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სამ­ხედ­რო­ე­ბი. პო­ლი­ცია უახ­ლო­ეს ხან­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას გეგ­მავს.

შე­ნო­ბა­ში შეჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი 20 ივ­ნისს და­კა­ვე­ბუ­ლი ჟი­რა­ის სე­ფი­ლი­ა­ნის თავ­და­პირ­ვე­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ფე­ლი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან ერ­თად აპი­რებ­და შე­ნო­ბე­ბის, ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, მათ შო­რის ერევ­ნის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძის და­კა­ვე­ბას. მა­თი­ვე ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი გეგ­მავ­და ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის გზით.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფის ახა­ლი მო­თხოვ­ნის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი. ისი­ნი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის, სერჟ სარ­გსი­ა­ნის გა­დად­გო­მა­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხალ­ხის­თვის გა­და­ცე­მას ითხო­ვენ. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­მე­ხი დე­პუ­ტა­ტი ნი­კო­ლა პა­ში­ნა­ი­ა­ნი ავ­რცე­ლებს.

შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში 7 ადა­მი­ა­ნი ტყვედ აიყ­ვა­ნეს. სომ­ხუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, თა­ვი­დან სამ­მარ­თვე­ლო­ში 8 ადა­მი­ა­ნი ჰყავ­დათ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ერთ-ერთი მათ­გა­ნი ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყეს. სომ­ხე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ერე­ვან­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხის და­წყე­ბას არ ადას­ტუ­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

არეულობა ერევანში: პოლიციაში შეჭრილი შეიარაღებულები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ

არეულობა ერევანში: პოლიციაში შეჭრილი შეიარაღებულები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ

ერევანში დღეს დილით შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარმა ჯგუფმა პოლიციის შენობა დაიკავა, რასაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალების ინფორმაციით, მძევლად აიყვანეს ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი. შენობასთან იმყოფება სომხეთის პოლიციის უფროსი ვლადიმერ გასპარიანი. ადგილზე მობილიზებული არიან სამხედროები. პოლიცია უახლოეს ხანში ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.

შენობაში შეჭრილი ადამიანები 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის თავდაპირველად გათავისუფლებას მოითხოვდნენ. გამოძიების ინფორმაციით, სეფელიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად აპირებდა შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით.

მოგვიანებით, შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფის ახალი მოთხოვნის შესახებ გახდა ცნობილი. ისინი ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომასა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას სომეხი დეპუტატი ნიკოლა პაშინაიანი ავრცელებს.

შეიარაღებულმა ადამიანებმა პოლიციის სამმართველოში 7 ადამიანი ტყვედ აიყვანეს. სომხური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავიდან სამმართველოში 8 ადამიანი ჰყავდათ დატყვევებული, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთ-ერთი მათგანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. სომხეთის უშიშროების სამსახური ერევანში შეიარაღებული ამბოხის დაწყებას არ ადასტურებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა