"მთელი ღამე არ შეწყვეტილა ხალხის ტალღა სტამბოლის ქუჩებში. სროლების, გაფრთხილების, მუქარის, აფეთქებების მიუხედავად, მათი რაოდენობა მატულობდა... ცაში სამხედრო ვერტმფრენები ზუზუნებდნენ... ერდოღანი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, ეს ცხადია, მაგრამ ახლა ხალხს ერთი რამის შიში აქვს, არ მოხდეს დაპირისპირება ჯარსა და პოლიციას შორის, ამის საფუძველი არსებობს და თუ ეს მოხდა, სამოქალაქო ომი გარდაუვალი იქნება", - ამბობს თურქი ჟურნალისტი ალი სევქეთოღლუ.
იხილეთ ფოტოგალერეა
ადგილობრივი მედიის წარმომადგენლის თქმით, ბოლო დროს რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ძალიან დიდი სისწრაფით იზრდებოდა, რაც სხვადასხვა ფაქტორით იყო განპირობებული. რამდენიმე მიზეზი უკვე გამოიკვეთა:
იხილეთ ვიდეო: ქართველი გოგონა თურქეთის კოშმარულ ღამეს აღწერს - "ბომბები ჩამოყარეს, სახლი შეზანზარდა, აგვისტოს ომი გამახსენდა"
"ეს არის ერდოღანის მცდელობა, მოახდინოს თურქეთის მკაცრი ისლამიზაცია, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. და კიდევ, გარდა იმისა, რომ თურქეთში ძალიან დიდი ამერიკული ბაზაა განლაგებული, ერდოღანი ეკონომიკური მოსაზრებით, რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნევა. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ერდოღანმა ხელი შეუწყო კორუფციის დანერგვას, აკონტროლებდა მასმედიას და სასამართლო სისტემას... ადგილობრივი მედია ნებისმიერ ტერაქტს, რომელიც ბოლო დროს თურქეთის ქალაქებში ხდებოდა, სიცოცხლის ფასად აშუქებდა, ხელისუფლება კი ყველა მეთოდის გამოყენებით გვბლოკავდა და მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდა. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჩემი კოლეგების ასეთი კრიტიკული სიუჟეტის მომზადებას შეეწირნენ, - ერდოღანმა ისინი უბრალოდ, მოიშორა... ასეთი პოლიტიკური ფორმატით ქვეყნის მართვა მიუღებელია, ეს არ იყო ათათურქის ოცნება, რომელმაც ლამის ერთი საუკუნის წინ განსაზღვრა ქვეყნის უკეთესი მომავალი... ერდოღანმა თურქეთის განვითარება შეაფერხა, ამისთვის უნდა გასამართლდეს. ის ებრძოდა დაუნდობლად ყველა მის მოწინააღმდეგეს, პირდაპირ იშორებდა. ეს ყველაფერი პრეზიდენტს ერთ მშვენიერ დღეს ცუდად მოუბრუნდა. მთავარია, ხალხმა სიმშვიდე შეინარჩუნოს და შეიარაღებულ მხარეებად არ იქცნენ"... განაგრძეთ კითხვა