მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ჩარკვიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
სალომე ჩარკვიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა, სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­მა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ მად­ლო­ბე­ლია ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც მას გვერ­დში და­უდ­გა.

"მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას, ჩვენს პატ­რი­არ­ქს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, ჩემს შვილს, ყვე­ლას ვინც და­მიდ­გა თავ­დებ­ში, ჩემს მე­გობ­რებს, ნა­თე­სა­ვებს, უც­ნო­ბებს, ნაც­ნო­ბებს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბად­რა­გებს, პო­ლი­ცი­ას და მად­ლო­ბა ყვე­ლას გვერ­დში დგო­მის­თვის", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­მა.

სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით დღეს გა­თა­ვი­სუფ­ლდა და მას 4- წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი შე­ე­ფარ­და.

სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხზე რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რო­რი და­ვით გუმ­ბე­რი­ძე გან­მარ­ტავს, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­მა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი, ითა­ნამ­შრომ­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე მი­ა­წო­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ინ­ფორ­მა­ცია. ასე­ვე ჩარ­კვი­ა­ნი ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი არ ყო­ფი­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­მა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას მას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის მო­თხოვ­ნით 15 ივ­ლისს მი­მარ­თა.

"გან­ცხა­დე­ბის გან­ხილ­ვი­სას ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა რიგი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. კერ­ძოდ, სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­მა სრუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან, მის­ცა საქ­მის რე­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ობი­ექ­ტუ­რი ჩვე­ნე­ბა. იგი წარ­სულ­ში არ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი. საქ­მე­ში მისი როლი და ქმე­დე­ბის ხა­სი­ა­თი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­შიშ­რო­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა მათ­თან გავ­ლი­ლი წე­რი­ლო­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დროს და­ა­ფიქ­სი­რეს თან­ხმო­ბა სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის­თვის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე, რა დრო­საც მას სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნე­სა­ზღვრე­ბა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი", - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სალომე ჩარკვიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

სალომე ჩარკვიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

"ცენტრ პოინტის" საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, სალომე ჩარკვიანმა საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მადლობელია ყველა იმ ადამიანის, ვინც მას გვერდში დაუდგა.

"მადლობას ვუხდი ყველას, ჩვენს პატრიარქს, სასულიერო პირებს, ჩემს შვილს, ყველას ვინც დამიდგა თავდებში, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, უცნობებს, ნაცნობებს, სრულიად საქართველოს. მადლობა მინდა გადავუხადო ბადრაგებს, პოლიციას და მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის", - განაცხადა სალომე ჩარკვიანმა.

სალომე ჩარკვიანი საპროცესო შეთანხმებით დღეს გათავისუფლდა და მას 4- წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

სალომე ჩარკვიანის გათავისუფლების საკითხზე როგორც საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე განმარტავს, გათვალისწინებულია ის გარემოებები, რომ სალომე ჩარკვიანმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა პროკურატურასთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მიაწოდა სამართალდამცველებს ინფორმაცია. ასევე ჩარკვიანი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ სალომე ჩარკვიანმა თბილისის პროკურატურას მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით 15 ივლისს მიმართა.

"განცხადების განხილვისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა რიგი გარემოებები. კერძოდ, სალომე ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისცა საქმის რეალური გარემოებების ამსახველი ობიექტური ჩვენება. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია. პროკურატურის მიერ ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ დაზარალებულებმა მათთან გავლილი წერილობითი კონსულტაციების დროს დააფიქსირეს თანხმობა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიღებულია გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი