თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს ტუროპერატორები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ადგილობრივი ტუროპერატორები იმ მგზავრებს, ვინც თურქეთის კურორტებზე გამგზავრებას აპირებდა, ან ვინც თურქეთის გავლით სხვა ქვეყანაში მიფრინავდა, ინდივიდუალურად სხვადასხვა გამოსავალს სთავაზობენ.
როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ტურისტულ სააგენტო "ფრი თრეველში" განუცხადეს, იმ ტურისტების უმეტესობამ, ვინც თურქეთში დასასვენებლად გამგზავრებას უახლოეს დღეებში აპირებდა, საგზურები უკან დააბრუნეს და ტუროპერატორმა მათ გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურა. მათ კი, ვინც თურქეთის გავლით სხვა ქვეყანაში მიფრინავდა, ტუროპერატორები ალტერნატიულ მარშრუტებს სთავაზობენ. ტუროპერატორების განცხადებით, ავიაკომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ მგზავრების მიერ შეძენილი ბილეთები უკან დაიბრუნონ, გადაცვალონ სხვა რეისის ბილეთებზე ან ბილეთში გადახდილი თანხა მგზავრებს უკან დაუბრუნონ. ... წაიკითხეთ სრულად
თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში