"ადამიანს თუ არ აქვს იუმორის გრძნობა და უნარი, შარჟი ადეკვატურად აღიქვას, ის საპასუხისმგებლო თანამდებობას საერთოდ არ უნდა გააკარო, საშიშია", - ამბობს საერთაშორისო კონკურსებზე ათგზის გამარჯვებული, კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი. ის ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით "ვიტიგრაფის" რეიტინგში საპატიო მე-6 ადგილზეა.
ახლახან პარლამენტის შენობაში პარლამენტართა კარიკატურების გამოფენის მოწყობაზე უარი უთხრეს. გამოსავალი მარტივად იპოვა, - კანონმდებლების შარჟები სოციალურ ქსელში გამოფინა.
ერთგვარი ნიჭია ისიც, რომ ხანდახან საკუთარ თავს იუმორით შეხედო. ეს ნიჭი კი ყველა ადამიანს არა აქვს.
ბესიკ დუღაშვილი:
- პარლამენტში პირველი გამოფენა 2010 წელს მქონდა, 64 შარჟი იყო გამოფენილი და მაშინდელმა პარლამენტარებმა ძალიან იხალისეს. მერე ნახატები საჩუქრად დაურიგდათ. ჩარჩოებში ჩასმასა და სხვა წვრილმან დეტალზე პარლამენტის აპარატმა იზრუნა. მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის პარლამენტში მსგავსი გამოფენა არ გაკეთებულა, ეს პირველად საქართველოში მოხდა.
- გამოფენის მოწყობას პარლამენტში წელსაც აპირებდი, უარი რატომ გითხრეს?
- პირად საუბრებში პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი მეუბნებოდა, - "ახლა სხვა გამოფენაა", "ჯერ დრო არ არის", "ბატონი დავითი ჩამოვა და"... ბოლოს მივიღე წერილი, რომ ანალოგიური გამოფენები პარლამენტში არ ეწყობა. ამის შემდეგ გამოფენა სოციალურ ქსელში გააკეთე. პირადად მე, შარჟებზე ძალიან ვიხალისე.
- ბევრს შეიძლება საკუთარი თავის გაშარჟება არ მოეწონა.
- ეს ხომ იუმორია? იხილეთ გაგრძელება და ფოტოები