Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცენტრ-პოინტის" საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანი გაათავისუფლეს
"ცენტრ-პოინტის" საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანი გაათავისუფლეს

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდა და მას 4-წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი შე­ე­ფარ­და.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რო­რი და­ვით გუმ­ბე­რი­ძე გან­მარ­ტავს, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­მა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი, ითა­ნამ­შრომ­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე მი­ა­წო­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ინ­ფორ­მა­ცია. ასე­ვე ჩარ­კვი­ა­ნი ადრე არ ყო­ფი­ლა ნა­სა­მარ­თლე­ვი.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­მა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას მას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის მო­თხოვ­ნით 15 ივ­ლისს მი­მარ­თა.

"გან­ცხა­დე­ბის გან­ხილ­ვი­სას ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა რიგი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. კერ­ძოდ, სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­მა სრუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან, მის­ცა საქ­მის რე­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ობი­ექ­ტუ­რი ჩვე­ნე­ბა. იგი წარ­სულ­ში არ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი. საქ­მე­ში მისი როლი და ქმე­დე­ბის ხა­სი­ა­თი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­შიშ­რო­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა მათ­თან გავ­ლი­ლი წე­რი­ლო­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დროს და­ა­ფიქ­სი­რეს თან­ხმო­ბა სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის­თვის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე, რა დრო­საც მას სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნე­სა­ზღვრე­ბა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი", - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ცენტრ-პოინტის" საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანი გაათავისუფლეს

"ცენტრ-პოინტის" საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანი გაათავისუფლეს

"ცენტრ პოინტის" საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული სალომე ჩარკვიანი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა და მას 4-წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

როგორც საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე განმარტავს, გათვალისწინებულია ის გარემოებები, რომ სალომე ჩარკვიანმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა პროკურატურასთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მიაწოდა სამართალდამცველებს ინფორმაცია. ასევე ჩარკვიანი ადრე არ ყოფილა ნასამართლევი.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სალომე ჩარკვიანმა თბილისის პროკურატურას მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით 15 ივლისს მიმართა.

"განცხადების განხილვისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა რიგი გარემოებები. კერძოდ, სალომე ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისცა საქმის რეალური გარემოებების ამსახველი ობიექტური ჩვენება. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია. პროკურატურის მიერ ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ დაზარალებულებმა მათთან გავლილი წერილობითი კონსულტაციების დროს დააფიქსირეს თანხმობა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიღებულია გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ