როგორ შეძლებენ ქართველები საქართველოში გამომგზავრებას - სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის კომენტარი

როგორ შეძლებენ ქართველები საქართველოში გამომგზავრებას - სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის კომენტარი

სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის ირაკლი ასაშვილის ინფორმაციით, საკონსულოს ორი თანამშრომელი სტამბოლის ათა თურქის აეროპორტში იმყოფება და ქართველების გამოსამგზავრებლად საორგანიზაციო საკითხებით არის დაკავებული.

როგორც გენერალურმა კონსულმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, სტამბოლში ქართველების რამდენიმე ჯგუფი, დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი ელოდება გამომგზავრებას საქართველოში.

"გენერალური საკონსულოს ორი თანამშრომელი სტამბოლის ათა თურქის აეროპორტში იმყოფება და საორგანიზაციო საკითხებითაა დაკავებული იმისათვის, რომ მოახდინონ ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნება საქართველოში და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებში დაეხმარონ მათ. ერთი ნაწილი 60 კაცამდეა და ასევე არის სხვა ნაწილიც. დაახლოებით 100 კაცზე მეტი იქნება, თუმცა კონკრეტული ციფრის დასახელება ძალიან გამიჭირდება. ზუსტად ვიცი, რომ კომპაქტურად არიან 60 კაცამდე, მაგრამ არის სხვა ჯგუფებიც", - განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.

ირაკლი ასაშვილის განცხადებით, მის ხელთ არასებული ინფორმაციით, თურქეთში გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ქართველების არ არიან.

თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი