პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მხატვრები, მოქანდაკეები, ბიზნესის წარმომადგენლები და კერძო კოლექციონერები ნიკა ჩოხელის დასახმარებლად ჟურნალმა OK!-იმ გააერთიანა
მხატვრები, მოქანდაკეები, ბიზნესის წარმომადგენლები და კერძო კოლექციონერები ნიკა ჩოხელის დასახმარებლად ჟურნალმა OK!-იმ გააერთიანა

მხატ­ვრე­ბი, მო­ქან­და­კე­ე­ბი, ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი სა­ერ­თო იდე­ამ - ნიკა ჩო­ხე­ლის დახ­მა­რე­ბის სურ­ვილ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ჟურ­ნალ OK! -ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ზე ნი­კას დახ­მა­რე­ბის უამ­რავ­მა მსურ­ველ­მა მო­ი­ყა­რა თავი.

გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის პი­რა­დი კო­ლექ­ცი­ი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი და წიგ­ნე­ბი; სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რე­ბის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი; კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი; ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბე­ბი, გა­მომცმე­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" -ის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი; სხვადსხვა სას­ტუმ­რო­ე­ბის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი პა­კე­ტე­ბი - ეს იმ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც აუქ­ცი­ონ­ზე მი­სულ სტუმ­რებს მი­ე­ცათ.

რო­გორც ჟურ­ნალ OK! - ის გა­მომ­ცე­მელ­მა, გი­ორ­გი შა­რა­ში­ძემ AMBEBI.GE - სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, უკვე 2 წელი ხდე­ბა, რაც ჟურ­ნა­ლი OK! ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში გაჩ­ნდა. დღეს კი ჟურ­ნა­ლის გუნ­დის წი­ნა­შე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი დგას:

"ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჟურ­ნალ OK! -ის გა­მო­ცე­მით სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­და­ტე­ხა შე­ვი­ტა­ნეთ ქარ­თულ ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში. დღეს არის მო­მენ­ტი, როცა გა­აზ­რე­ბუ­ლი გვაქვს, რომ OK! -ის როლი კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი უნდა გახ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. OK! -ის აქვს სრუ­ლი­ად ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა არის პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ უყუ­რებს ოლი­კო ბაბ­ლუ­ა­ნი და OK! -ის გუნ­დი ჟურ­ნა­ლის როლს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი შა­რა­ში­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­მარ­თუ­ლი აუქ­ცი­ო­ნი აქ­ტი­უ­რად და სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა. სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლურ მხა­რე­ზე კომ­პო­ზი­ტორ­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ იზ­რუ­ნა. აუქ­ცი­ონ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 30-მდე ნივ­თი, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად გა­ი­ყი­და.

ჟურ­ნალ OK! -ის რე­დაქ­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­ველ­მოქ­მე­დო აუქ­ცი­ო­ნი­დან შე­მო­სულ­მა თან­ხამ, სულ 5010 ლარი შე­ად­გი­ნა. ქველ­მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი­სა და კერ­ძო პი­რე­ბის მიერ გა­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბის ზუს­ტი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ტუ­რიზ­მი და დას­ვე­ნე­ბა

1. "ლო­პო­ტა სპა რე­ზორ­ტი" - 300 ლარი - ლელა ცი­ხი­სე­ლი

2. "შატო მერე" - 300 ლარი - ლიკა ევ­გე­ნი­ძე

3. სას­ტუმ­რო "მარ­კო პოლო" - 200 ლარი - ნინო ბე­დე­ლა­ძე

4. "ვარ­ძია რე­ზორ­ტი" - 250 ლარი - ნატა გო­გო­ლა­ძე

ხე­ლოვ­ნე­ბა

5. ქეთი მა­ტა­ბე­ლის კომ­პო­ზი­ცია - 310 ლარი - მაკა გვრი­ტიშ­ვი­ლი

6. "ზა­რა­ფხა­ნას" სუ­ვე­ნი­რი "სვა­ნე­თი" - 150 ლარი - ნინო გო­გი­ნაშ­ვი­ლი

7. იური გე­გე­ში­ძის ტილო ნი­კო­ლოზ ნა­თე­ნა­ძის კო­ლექ­ცი­ი­დან - 230 ლარი - თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი

8. ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბა - ავ­ტო­რი ლე­ვან ბუ­ჯი­აშ­ვი­ლი - 350 ლარი - ზუ­რაბ გა­ბი­ნაშ­ვი­ლი

9. ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბა - ავ­ტო­რი თა­მარ კვე­სი­ტა­ძე - 250 ლარი - მაია კო­კა­ია

10. ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბა - ავ­ტო­რი ნინო ჩუ­ბი­ნიშ­ვი­ლი (ჩუ­ბი­კა) - 250 ლარი - მაკო ბურ­დუ­ლი

ოჯა­ხის­თვის

11. ხე­ლით მო­ხა­ტუ­ლი ხის დაფა სა­ხე­ლოს­ნო "ეს­ტი­ას­გან" 100 ლარი - მარი მი­ლო­რა­ვა

12. და­სად­გა­მი სა­ნა­თი "ახა­ლი ნა­თე­ბის­გან" - 160 ლარი - ნა­თია ქე­მაშ­ვი­ლი

13. ჟურ­ნა­ლის მა­გი­და "ლა­ბო­რა­ტო­რია ჩემი სახ­ლის­გან" - 250 ლარი - ნა­თია ჯინ­ჯო­ლა­ვა

14. გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი - 100 ლარი - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი

15. ყვე­ლის სა­წუ­რი ბა­დის ასლი ანა მი­ქა­ძის­გან - 150 ლარი - გი­ორ­გი შა­რა­ში­ძე

16. ყვე­ლის ამო­საყ­ვა­ნი - 50 ლარი - მა­რი­კა დარ­ჩია

17. იშ­ვი­ა­თი ჩა­მოს­ხმის ღვი­ნო ჩხა­ვე­რი "ლუ­კა­სი ვა­ი­ნე­რის­გან" - 150 ლარი - ეკა გრი­გა­ლა­ვა

18. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფო­ტო­სე­სია "LIG Studio" - 50 ლარი

თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და პარ­ფი­უ­მე­რია

19. თმის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კომ­პლექ­ტი, სა­ლო­ნი-სტუ­დია KEUNE - 150 ლარი - თეა გო­ცა­ძე

20. სუ­ნა­მო CK2, პარ­ფი­უ­მე­რულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ისი პარი" - 150 ლარი - ნანა ბუხ­რაშ­ვი­ლი

21. ბრენდ Hyalual-ის Anti-Age თა­ვის მოვ­ლის ნაკ­რე­ბი: სპრეი, სა­ხი­სა და თვა­ლის ნი­ღა­ბი - 100 ლარი - კა­ტე­რი­ნა ჩი­გა­ნო­ვა

22. მა­რი­კა დარ­ჩი­ას კო­ლექ­ცი­ი­დან მი­ნი­ა­ტუ­რა პა­რი­ზი - 50 ლარი - ხა­ტია შა­მუ­გია

23. მა­რი­კა დარ­ჩი­ას კო­ლექ­ცი­ი­დან მი­ნი­ა­ტუ­რა პრა­ღა - 70 ლარი - ლე­ვან ვა­შა­კი­ძე

გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის ოჯა­ხის პი­რა­დი კო­ლექ­ცი­ი­დან

24. ხელ­ნა­წე­რი: - 300 ლარი - ნინო ნი­ა­უ­რი

25. ხელ­ნა­წე­რი: - 300 ლარი - ლიკა მე­რა­ბიშ­ვი­ლი

26. წიგ­ნი გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის ავ­ტოგ­რა­ფით - 350 ლარი - მაია კო­კა­ია (წიგ­ნი და­უბ­რუ­ნა ოჯახს)

რე­დაქ­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა მთლი­ა­ნად ნიკა ჩო­ხე­ლის და­სახ­მა­რებ­ლად შე­სა­ბა­მის ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რი­ცხე­ბა.

ჟურ­ნალ OK! - ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ოლი­კო ბაბ­ლუ­ა­ნის თქმით, ნიკა ჩო­ხე­ლის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მსგავ­სი სა­ღა­მო­ე­ბი მო­მა­ვალ­შიც გა­ი­მარ­თე­ბა:

"გა­დავ­წყვი­ტეთ გა­ვე­კე­თე­ბი­ნა საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვი­საც არ აქვს მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. დღეს ნიკა ჩო­ხელს ვეხ­მა­რე­ბით, შემ­დე­გი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ვი­საც ჩვენ ამ ფორ­მით და­ვეხ­მა­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ოლი­კო ბაბ­ლუ­ან­მა AMBEBI.GE - სთან სა­უბ­რი­სას.

რო­გორც ჟურ­ნალ OK! -ის რე­დაქ­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ვარ­სკვლა­ვუ­რი ჟურ­ნა­ლის ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი 2014 წლის 1 აგ­ვის­ტოს გა­მო­ვი­და და ჟურ­ნალ OK!-ს მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან აუ­დი­ტო­რი­ას ბრი­ტა­ნე­თის, ამე­რი­კის, ევ­რო­პი­სა და აზი­ის 20 ქვეყ­ნის შემ­დეგ, ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლიც შე­უ­ერ­თდა.

"ქარ­თუ­ლი OK! სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი პრე­მი­უმ-კლა­სის ჟურ­ნა­ლია.

მოდა, პარ­ფი­უ­მე­რია, სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კა, კუ­ლი­ნა­რია, მოგ­ზა­უ­რო­ბა და ყვე­ლა ის ინ­დუსტრია, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის კომ­ფორ­ტულ ცხოვ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ჟურ­ნალ OK!-ს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­რეკ­ლა­მო პლატ­ფორ­მად მი­იჩ­ნევს, რად­გან იცი­ან, რომ მათი არ­სე­ბუ­ლი თუ პო­ტენ­ცი­უ­რი კლი­ენ­ტე­ბი OK!-ს მკი­თხვე­ლე­ბი არი­ან", - აცხა­დე­ბენ ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ა­ში.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მხატვრები, მოქანდაკეები, ბიზნესის წარმომადგენლები და კერძო კოლექციონერები ნიკა ჩოხელის დასახმარებლად ჟურნალმა OK!-იმ გააერთიანა

მხატვრები, მოქანდაკეები, ბიზნესის წარმომადგენლები და კერძო კოლექციონერები ნიკა ჩოხელის დასახმარებლად ჟურნალმა OK!-იმ გააერთიანა

მხატვრები, მოქანდაკეები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და კერძო კოლექციონერები საერთო იდეამ - ნიკა ჩოხელის დახმარების სურვილმა გააერთიანა. ჟურნალ OK! -ის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზე ნიკას დახმარების უამრავმა მსურველმა მოიყარა თავი.

გოდერძი ჩოხელის პირადი კოლექციიდან წარმოდგენილი ხელნაწერები და წიგნები; სხვადასხვა ავტორების ფერწერული ტილოები; კომპოზიციები; ბრინჯაოს ქანდაკებები, გამომცმელობა "პალიტრა L" -ის მიერ გამოცემული გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული; სხვადსხვა სასტუმროების დასასვენებელი პაკეტები - ეს იმ მრავალფეროვანი შეთავაზებების არასრული ჩამონათვალია, რომლების შეძენის საშუალებაც აუქციონზე მისულ სტუმრებს მიეცათ.

როგორც ჟურნალ OK! - ის გამომცემელმა, გიორგი შარაშიძემ AMBEBI.GE - სთან საუბრისას აღნიშნა, უკვე 2 წელი ხდება, რაც ჟურნალი OK! ქართულ მედიასივრცეში გაჩნდა. დღეს კი ჟურნალის გუნდის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას:

"ვფიქრობ, საქართველოში ჟურნალ OK! -ის გამოცემით სერიოზული გარდატეხა შევიტანეთ ქართულ ბეჭდურ მედიაში. დღეს არის მომენტი, როცა გააზრებული გვაქვს, რომ OK! -ის როლი კიდევ უფრო აქტუალური უნდა გახდეს თანამედროვე ქართული ცხოვრების განვითარებაში. OK! -ის აქვს სრულიად ახალი გამოწვევები. დღევანდელი ღონისძიება არის პირველი მაგალითი იმისა, როგორ უყურებს ოლიკო ბაბლუანი და OK! -ის გუნდი ჟურნალის როლს", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული აუქციონი აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა. საღამოს მუსიკალურ მხარეზე კომპოზიტორმა დათო ევგენიძემ იზრუნა. აუქციონზე წარმოდგენილი იყო 30-მდე ნივთი, რომლებიც მთლიანად გაიყიდა.

ჟურნალ OK! -ის რედაქციის ინფორმაციით, საქველმოქმედო აუქციონიდან შემოსულმა თანხამ, სულ 5010 ლარი შეადგინა. ქველმოქმედი კომპანიების შემოწირულობებისა და კერძო პირების მიერ გაღებული თანხების ზუსტი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

ტურიზმი და დასვენება

1. "ლოპოტა სპა რეზორტი" - 300 ლარი - ლელა ციხისელი

2. "შატო მერე" - 300 ლარი - ლიკა ევგენიძე

3. სასტუმრო "მარკო პოლო" - 200 ლარი - ნინო ბედელაძე

4. "ვარძია რეზორტი" - 250 ლარი - ნატა გოგოლაძე

ხელოვნება

5. ქეთი მატაბელის კომპოზიცია - 310 ლარი - მაკა გვრიტიშვილი

6. "ზარაფხანას" სუვენირი "სვანეთი" - 150 ლარი - ნინო გოგინაშვილი

7. იური გეგეშიძის ტილო ნიკოლოზ ნათენაძის კოლექციიდან - 230 ლარი - თამარ ტალიაშვილი

8. ბრინჯაოს ქანდაკება - ავტორი ლევან ბუჯიაშვილი - 350 ლარი - ზურაბ გაბინაშვილი

9. ბრინჯაოს ქანდაკება - ავტორი თამარ კვესიტაძე - 250 ლარი - მაია კოკაია

10. ბრინჯაოს ქანდაკება - ავტორი ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა) - 250 ლარი - მაკო ბურდული

ოჯახისთვის

11. ხელით მოხატული ხის დაფა სახელოსნო "ესტიასგან" 100 ლარი - მარი მილორავა

12. დასადგამი სანათი "ახალი ნათებისგან" - 160 ლარი - ნათია ქემაშვილი

13. ჟურნალის მაგიდა "ლაბორატორია ჩემი სახლისგან" - 250 ლარი - ნათია ჯინჯოლავა

14. გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული - 100 ლარი - სალომე ზურაბიშვილი

15. ყველის საწური ბადის ასლი ანა მიქაძისგან - 150 ლარი - გიორგი შარაშიძე

16. ყველის ამოსაყვანი - 50 ლარი - მარიკა დარჩია

17. იშვიათი ჩამოსხმის ღვინო ჩხავერი "ლუკასი ვაინერისგან" - 150 ლარი - ეკა გრიგალავა

18. პროფესიონალური ფოტოსესია "LIG Studio" - 50 ლარი

თავის მოვლის საშუალებები და პარფიუმერია

19. თმის მოვლის საშუალებების კომპლექტი, სალონი-სტუდია KEUNE - 150 ლარი - თეა გოცაძე

20. სუნამო CK2, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ისი პარი" - 150 ლარი - ნანა ბუხრაშვილი

21. ბრენდ Hyalual-ის Anti-Age თავის მოვლის ნაკრები: სპრეი, სახისა და თვალის ნიღაბი - 100 ლარი - კატერინა ჩიგანოვა

22. მარიკა დარჩიას კოლექციიდან მინიატურა პარიზი - 50 ლარი - ხატია შამუგია

23. მარიკა დარჩიას კოლექციიდან მინიატურა პრაღა - 70 ლარი - ლევან ვაშაკიძე

გოდერძი ჩოხელის ოჯახის პირადი კოლექციიდან

24. ხელნაწერი: - 300 ლარი - ნინო ნიაური

25. ხელნაწერი: - 300 ლარი - ლიკა მერაბიშვილი

26. წიგნი გოდერძი ჩოხელის ავტოგრაფით - 350 ლარი - მაია კოკაია (წიგნი დაუბრუნა ოჯახს)

რედაქციის ინფორმაციით, საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად ნიკა ჩოხელის დასახმარებლად შესაბამის ანგარიშზე გადაირიცხება.

ჟურნალ OK! - ის მთავარი რედაქტორის, ოლიკო ბაბლუანის თქმით, ნიკა ჩოხელის დასახმარებლად გამართული ღონისძიების მსგავსი საღამოები მომავალშიც გაიმართება:

"გადავწყვიტეთ გავეკეთებინა საქველმოქმედო საღამო. ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისაც არ აქვს მკურნალობის საშუალება. დღეს ნიკა ჩოხელს ვეხმარებით, შემდეგი სხვა ადამიანები იქნებიან, ვისაც ჩვენ ამ ფორმით დავეხმარებით", - განაცხადა ოლიკო ბაბლუანმა AMBEBI.GE - სთან საუბრისას.

როგორც ჟურნალ OK! -ის რედაქციაში აცხადებენ, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავური ჟურნალის ქართული გამოცემის პირველი ნომერი 2014 წლის 1 აგვისტოს გამოვიდა და ჟურნალ OK!-ს მრავალმილიონიან აუდიტორიას ბრიტანეთის, ამერიკის, ევროპისა და აზიის 20 ქვეყნის შემდეგ, ქართველი მკითხველიც შეუერთდა.

"ქართული OK! საქართველოში ყველაზე გაყიდვადი პრემიუმ-კლასის ჟურნალია.

მოდა, პარფიუმერია, საოჯახო ტექნიკა, კულინარია, მოგზაურობა და ყველა ის ინდუსტრია, რაც თანამედროვე ადამიანის კომფორტულ ცხოვრებას უკავშირდება, ჟურნალ OK!-ს სავალდებულო სარეკლამო პლატფორმად მიიჩნევს, რადგან იციან, რომ მათი არსებული თუ პოტენციური კლიენტები OK!-ს მკითხველები არიან", - აცხადებენ ჟურნალის რედაქციაში.

თამარ კორკოტაშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი