სახელმწიფო გადატრიალების 16 მონაწილე ლიკვიდირებულია

სახელმწიფო გადატრიალების 16 მონაწილე ლიკვიდირებულია

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების 16 მონაწილე ლიკვიდირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ავრცელებს.

პოლიციის მეთაურის განმარტებით, გადატრიალების ორგანიზატორებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება სამხედრო შტაბებთან მოხდა. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დამატებით 250 ადამიანი დააკავეს.

ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სახელმწიფო გადატრიალებაში მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ფეტჰულა გიულენი დაადანაშაულა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა პოლიტიკოსმა ბრალდებები უკვე უარყო.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში შეიარაღებული გადარიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შირაღებული ძალების ნაწილმა განცხადა, რომ მართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ. მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხრდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილურდებოდა. სამხედრო გადატრიალების მცდელობას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 17 სამართალდამცველი იყო.

თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა