საქართველოდან სარფის გავლით თურქეთში გადასვლა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს შეუძლიათ. თურქეთიდან საქართველოში შემოსვლა კი დაშვებულია როგორც საქართველოს ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
სარფში საქართველოს მოქალაქეები არიან შეკრებილები და საზღვრის გახსნას ელოდებიან. უმეტესობა მათგანი თურქეთის საზღვრისპირა ქალაქებში მუშაობს და საზღვარს ყოველდღიურად კვეთს.
თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია. გავრცელებული ცნობით, მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან. ოფიციალური ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში დააკავეს 336 ადამიანი. როგორც პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, ამ დროისთვის ვითარება მეტწილად კონტროლს ექვემდებარება.
თურქეთში განვითარებული მოვლენების ქონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში