თურქეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები გაუქმდა. სტამბულის ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისი დღეს 09:20 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა თურქეთიდან რეისი არ განხორციელდა.
ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, რეისი ბათუმიდან თურქეთის მიმართულებითაც გაუქმებულია. ფრენა 10:35 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა გაუქმდა.
ბათუმის აეროპორტში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ განხორციელდება თუ არა შემდეგი რეისები.
თურქეთში გუშინ სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო.
თურქეთში განვითარებული მოვლენების ქონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში