თურქეთში, სტამბოლიდან დაახლოებით 70 კილომეტრში 50-მდე ბავშვისგან შემდგარი ქართული ანსამბლი "ქართული გენი" იმყოფება. როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ინგა ვასაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ტერიტორიაზე, სადაც ანსამბლი ამ დროისთვისაა გაჩერებული, სიმშვიდეა, თუმცა ბავშვების, მათი მშობლებისა და პედაგოგების უსაფრთხო ტრანსპორტირებაში სახელმწიფოს დახმარებას თხოვენ.
"ამ ეტაპზე ავტობუსი გაჩერებულია. ბავშვები ქუჩაში არიან უპატრონოდ. ვნერვიულობთ მშობლები. ძალიან გთხოვთ, მოხდეს რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. იქნებ დაგვეხმაროთ", - განაცხადა ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა.
მისივე განმარტებით, ანსამბლი "ქართული გენი" გასტროლზე ბულგარეთში იმყოფებოდა და საქართველოში თურქეთის გავლით ბრუნდებოდა.