თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. დასავლური მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. ამერიკული ანალიტიკური კომპანია "სტრატფორი" წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტი თვითმფრინავით გერმანიაში მიემგზავრება, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.
თავის მხრივ, სააგენტო "როიტერი" იტყობინება, რომ პრეზიდენტი ანკარაში ბრუნდება. "ბი-ბი-სი" აღნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ერდოღანი სანაპირო ქალაქ მარმარისში ისვენებდა.