თურქეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, შესაბამისი განცხადება თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის, TRT -ს ეთერში წამყვანმა წაიკითხა. ადგილობრივი მედიის ცნობით , სტამბოლში სამხედროებმა აეროპორტებსა და მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლი დაამყარეს. სამხედროების განცხადების თანახმად, ამიერიდან თურქეთს "სამშვიდობო საბჭო" მართავს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ანკარასა და სტამბოლში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა, ქუჩებში ტანკები, საჰაერო სივრცეში კი ვერტმფრენები პატრულირებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გადატრიალების მონაწილეებმა თურქეთის გენშტაბის უფროსი და კიდევ რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი ტყვედ აიყვანეს.