სტამბოლში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ ქალაქში პანიკაა. ისმის სროლების ხმა. მისი თქმით, ქალაქის ქუჩები გადაკეტილია. ხდება მოსახლეობის მობილიზება და ისინი ხელისუფლების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდიან. მისივე ინფორმაციით, სტამბოლის ქუჩებში არსებულ ბანკომატებთან ხალხის რიგები შეინიშნება.
სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქის განცხადებით, საქართველოს საკონსულოსგან ჩვენი მოქალაქეებისადმი არანაირი რეკომენდაცია არ მიუღიათ. ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, რომ სახლები არ დატოვონ და ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ.