Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა სალომე ჩარკვიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა სალომე ჩარკვიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას შო­რის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და. ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ სა­სა­მარ­თლოს სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის­თვის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად შუ­ამ­დგომ­ლო­ბით უკვე მი­მარ­თეს.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ 2016 წლის 10 ივ­ლისს, შპს "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" ფი­ლი­ა­ლის, "ცენ­ტრ პო­ინტ აჭა­რას" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბულ იქნა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე. და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა" და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით.

სა­ლო­მე ჩარ­კვი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 2016 წლის 12 ივ­ლისს შე­ე­ფარ­და. 15 ივ­ლისს, მას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თხოვ­ნით სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­მა გან­ცხა­დე­ბით მო­მარ­თა ქ. თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას.

გან­ცხა­დე­ბის გან­ხილ­ვი­სას ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა რიგი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. კერ­ძოდ: სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­მა სრუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან, მის­ცა საქ­მის რე­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ობი­ექ­ტუ­რი ჩვე­ნე­ბა. იგი წარ­სულ­ში არ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი. საქ­მე­ში მისი როლი და ქმე­დე­ბის ხა­სი­ა­თი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­შიშ­რო­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქნა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა მათ­თან გავ­ლი­ლი წე­რი­ლო­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დროს და­ა­ფიქ­სი­რეს თან­ხმო­ბა სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის­თვის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით, მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე, რა დრო­საც მას სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნე­სა­ზღვრე­ბა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით ბრალ­დე­ბის მხა­რემ უკვე მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს", - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

პროკურატურა სალომე ჩარკვიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა სალომე ჩარკვიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულ სალომე ჩარკვიანსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მათ სასამართლოს სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად შუამდგომლობით უკვე მიმართეს.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2016 წლის 10 ივლისს, შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" ფილიალის, "ცენტრ პოინტ აჭარას" ყოფილი დირექტორი სალომე ჩარკვიანი სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პროკურატურის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.

სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2016 წლის 12 ივლისს შეეფარდა. 15 ივლისს, მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით სალომე ჩარკვიანმა განცხადებით მომართა ქ. თბილისის პროკურატურას.

განცხადების განხილვისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა რიგი გარემოებები. კერძოდ: სალომე ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისცა საქმის რეალური გარემოებების ამსახველი ობიექტური ჩვენება. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია. პროკურატურის მიერ ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ დაზარალებულებმა მათთან გავლილი წერილობითი კონსულტაციების დროს დააფიქსირეს თანხმობა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი.

ზემოხსენებული შუამდგომლობით ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ