საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაილერი ხორცის საკეპ მანქანას ჰგავდა, ყველგან გვამები იყო..." - ნიცას ტერაქტს გადარჩენილები ტრაგედიას იხსენებენ
"ტრაილერი ხორცის საკეპ მანქანას ჰგავდა, ყველგან გვამები იყო..." - ნიცას ტერაქტს გადარჩენილები ტრაგედიას იხსენებენ

14 ივ­ლისს, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ნი­ცა­ში, ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი - ბას­ტი­ლი­ის აღე­ბის დღე დიდი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. გვი­ან სა­ღა­მოს სა­ნა­პი­რო­ზე ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბის სა­ყუ­რებ­ლად შეკ­რე­ბი­ლი ათა­ო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის მსხვერ­პლად იქცა. ხალ­ხის მა­სა­ში დიდი სიჩ­ქა­რით შევ­რდნილ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას 84 ადა­მი­ნი ემსხვერ­პლა, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი.

ფრან­გუ­ლი პო­ლი­ცი­ის ინ­ფორმ­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა მას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ასა­ჯა­რო­ვე­ბენ, თუმ­ცა ფრან­გუ­ლი მე­დია უკვე წერს, რომ ის ნი­ცა­ში მცხოვ­რე­ბი, 31 წლის მუ­ჰა­მედ ლაჰუ­ა­ი­ეჯ ბუ­ჰლე­ლია, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ტუ­ნი­სე­ლია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა ტე­რაქ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იქი­რა­ვა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის თავ­დას­ხმის ია­რა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ტე­რო­რიზმს ებ­რძვი­ან, კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი.

ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი არა­ერ­თხელ მო­უ­წყი­ათ აქამ­დეც.

რას ყვე­ბი­ან ნი­ცა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის თვითმხილ­ვე­ლე­ბი?

"ვცდი­ლობ­დი სა­ნა­პი­რო­ზე გვა­მე­ბის­თვის არ შე­მე­ხე­და"

14 წლის ალექ­სეი მშობ­ლებ­თან ერ­თად იტა­ლი­ა­ში ჯერ ის­ვე­ნებ­და, ისი­ნი რუ­სე­თი­დან მი­ლან­ში ჩა­ვიდ­ნენ, რის შემ­დე­გაც რამ­დე­ნი­მე დღით ნი­ცას ეს­ტუმრნენ.

ალექ­სეი:

"ნი­ცა­ში სა­ღა­მოს ჩა­ვე­დით და მა­შინ­ვე ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში გა­ვი­ა­რეთ - ყველ­გან სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა იგ­რძნო­ბო­და. ჩვენც, რო­გორც ყვე­ლა, ფო­ი­ერ­ვერ­კის სა­ნა­ხა­ვად სა­ნა­პი­რო­ზე წა­ვე­დით. ფო­ი­ერ­ვერ­კის გაშ­ვე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთ­ში მა­მამ მე და დე­დას უეც­რად ტრო­ტუ­ა­რის­კენ გვი­ბიძ­გა და უკან რომ მო­ვი­ხე­დე, და­ვი­ნა­ხე სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილ­მა 2-3 მეტრში რო­გორ ჩაგ­ვი­ა­რა. თა­ვი­დან ვე­რა­ვინ გა­ი­გო რა ხდე­ბო­და, მე კი და­ვი­ნა­ხე რო­გორ და­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა 3 ადა­მი­ანს. ისე გან­ვი­თარ­და სი­ტუ­ა­ცია, რო­გორც მძაფრ სი­უ­ჟე­ტი­ან ფილ­მებ­ში: ყო­ვე­ლი მხრი­დან ხალ­ხის ყვი­რი­ლი ის­მო­და, დე­დამ ტი­რი­ლი და­ი­წყო. ას­ფალტზე დაჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იწ­ვნენ, ყვე­ლა­ნი მათ და­სახ­მა­რებ­ლად გა­მორ­ბოდ­ნენ. შე­საძ­ლოა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­ერ­ჩი­ნათ, მაგ­რამ ხალ­ხი პა­ნი­კა­ში იყო, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­ბოდ­ნენ. მა­მამ ხელი მოგ­ვკი­და მე და დე­დას და უახ­ლო­ე­სი სას­ტუმ­როს­კენ გა­ვი­ქე­ცით.

ჩვენს გარ­და ამ სას­ტუმ­როს თავი სხვებ­მაც შე­ა­ფა­რეს, იქ 50-მდე შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვხვდა. მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლობ­და და ხალ­ხს წყალ­საც სთა­ვა­ზობ­დნენ. სას­ტუმ­რო­ში დაჭ­რი­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ იყო.

სას­ტუმ­რო­ში შეს­ვლი­დან 2 წუთ­ში ქუ­ჩა­ში სრო­ლის ხმა გა­ის­მა. ხალ­ხში პა­ნი­კამ იმა­ტა, მხო­ლოდ ის და­ვი­ნა­ხე რო­გორ მის­დევ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს. 10 წუთი გრძელ­დე­ბო­და სრო­ლის ხმა, შემ­დეგ თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი და­წყნარ­და.

მა­მამ გა­და­წყვი­ტა, რომ ამ სას­ტუმ­რო­ში გა­ჩე­რე­ბა სა­ხი­ფა­თო იყო და ჩვე­ნი სას­ტუმ­როს­კენ გა­ვი­ქე­ცით, გზა­ში ვცდი­ლობ­დი სა­ნა­პი­რო­ზე გვა­მე­ბის­თვის არ შე­მე­ხე­და, ჩემ­თვის საკ­მა­რი­სი იყო სა­ში­ნე­ლი ყვი­რი­ლი­სა და ტი­რი­ლის მოს­მე­ნა"... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ტრაილერი ხორცის საკეპ მანქანას ჰგავდა, ყველგან გვამები იყო..." - ნიცას ტერაქტს გადარჩენილები ტრაგედიას იხსენებენ

"ტრაილერი ხორცის საკეპ მანქანას ჰგავდა, ყველგან გვამები იყო..." - ნიცას ტერაქტს გადარჩენილები ტრაგედიას იხსენებენ

14 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ეროვნული დღესასწაული - ბასტილიის აღების დღე დიდი ტრაგედიით დასრულდა. გვიან საღამოს სანაპიროზე ფოიერვერკების საყურებლად შეკრებილი ათაობით ათასი ადამიანი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლად იქცა. ხალხის მასაში დიდი სიჩქარით შევრდნილ სატვირთო მანქანას 84 ადამინი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.

ფრანგული პოლიციის ინფორმციით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა მას ჯერჯერობით არ ასაჯაროვებენ, თუმცა ფრანგული მედია უკვე წერს, რომ ის ნიცაში მცხოვრები, 31 წლის მუჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელია, რომელიც წარმოშობით ტუნისელია. გავრცელებული ინფორმაციით, მან სატვირთო მანქანა ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე იქირავა.

როგორც ირკვევა, სატვირთო მანქანის თავდასხმის იარაღად გამოყენების შემთხვევები საერთაშორისო უსაფრთხოების სამსახურებისთვის, რომლებიც ტერორიზმს ებრძვიან, კარგადაა ცნობილი.

ისრაელსა და პალესტინაში ავტომობილის გამოყენებით ტერორისტული აქტი არაერთხელ მოუწყიათ აქამდეც.

რას ყვებიან ნიცაში მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველები?

"ვცდილობდი სანაპიროზე გვამებისთვის არ შემეხედა"

14 წლის ალექსეი მშობლებთან ერთად იტალიაში ჯერ ისვენებდა, ისინი რუსეთიდან მილანში ჩავიდნენ, რის შემდეგაც რამდენიმე დღით ნიცას ესტუმრნენ.

ალექსეი:

"ნიცაში საღამოს ჩავედით და მაშინვე ქალაქის ქუჩებში გავიარეთ - ყველგან სადღესასწაულო განწყობა იგრძნობოდა. ჩვენც, როგორც ყველა, ფოიერვერკის სანახავად სანაპიროზე წავედით. ფოიერვერკის გაშვებიდან დაახლოებით 10 წუთში მამამ მე და დედას უეცრად ტროტუარისკენ გვიბიძგა და უკან რომ მოვიხედე, დავინახე სატვირთო ავტომობილმა 2-3 მეტრში როგორ ჩაგვიარა. თავიდან ვერავინ გაიგო რა ხდებოდა, მე კი დავინახე როგორ დაეჯახა მანქანა 3 ადამიანს. ისე განვითარდა სიტუაცია, როგორც მძაფრ სიუჟეტიან ფილმებში: ყოველი მხრიდან ხალხის ყვირილი ისმოდა, დედამ ტირილი დაიწყო. ასფალტზე დაჭრილი ადამიანები იწვნენ, ყველანი მათ დასახმარებლად გამორბოდნენ. შესაძლოა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინათ, მაგრამ ხალხი პანიკაში იყო, სხვადასხვა მიმართულებით გარბოდნენ. მამამ ხელი მოგვკიდა მე და დედას და უახლოესი სასტუმროსკენ გავიქეცით.

ჩვენს გარდა ამ სასტუმროს თავი სხვებმაც შეაფარეს, იქ 50-მდე შეშინებული ადამიანი დაგვხვდა. მომსახურე პერსონალი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა და ხალხს წყალსაც სთავაზობდნენ. სასტუმროში დაჭრილი და დაშავებული არავინ იყო.

სასტუმროში შესვლიდან 2 წუთში ქუჩაში სროლის ხმა გაისმა. ხალხში პანიკამ იმატა, მხოლოდ ის დავინახე როგორ მისდევდნენ სამართალდამცავები სატვირთო ავტომობილს. 10 წუთი გრძელდებოდა სროლის ხმა, შემდეგ თითქოს ყველაფერი დაწყნარდა.

მამამ გადაწყვიტა, რომ ამ სასტუმროში გაჩერება სახიფათო იყო და ჩვენი სასტუმროსკენ გავიქეცით, გზაში ვცდილობდი სანაპიროზე გვამებისთვის არ შემეხედა, ჩემთვის საკმარისი იყო საშინელი ყვირილისა და ტირილის მოსმენა"... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა