საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა სირაძე-დელონე - ვაგრძელებთ ინფორმაციის მოძიებას, არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ნიცაში დაშავებულთა და დაღუპულთა შორის
ეკა სირაძე-დელონე - ვაგრძელებთ ინფორმაციის მოძიებას, არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ნიცაში დაშავებულთა და დაღუპულთა შორის

საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში ნი­ცა­ში მომ­ხდარ ტე­რაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ამოქ­მე­დე­ბულ ცხელ ხაზ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­უ­მარ­თავთ.

რო­გორც საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა ეკა სი­რა­ძე-დე­ლო­ნემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, სა­ელ­ჩოს აქვს ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­ტაქ­ტი ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან და ჯერ­ჯე­რო­ბით და­ღუ­პულ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ყოფ­ნა არ დას­ტურ­დე­ბა.

"ჩვენ გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის, ასე­ვე პა­რი­ზის პო­ლი­ცი­ის დო­ნე­ზე. არც იქ დას­ტურ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ღუ­პულ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის ყოფ­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს მა­ინც არა­ფერს ნიშ­ნავს ამ ეტაპ­ზე, რად­გან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჯერ კი­დევ არ არის ამოც­ნო­ბი­ლი. ჩვენ ვაგ­რძლე­ბეთ გა­მო­კი­თხვას, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას არი­ან თუ არა ქარ­თვე­ლე­ბი და­შა­ვე­ბულ­თა და და­ღუ­პულ­თა შო­რის", - გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

ნი­ცა­ში მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გამო საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ცხე­ლი ხა­ზის ნო­მერს აქ­ვეყ­ნებს. საფ­რან­გეთ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ დარ­ე­კონ ნო­მერ­ზე +337833186 89.

გუ­შინ ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 23:00-ზე ნი­ცა­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულს, ბას­ტი­ლი­ის აღე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და, ხალ­ხში უზარ­მა­ზა­რი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ვარ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ცნო­ბით, მძღო­ლი გან­გებ ატა­რებ­და მან­ქა­ნას ისე, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი გა­და­ეს­რი­სა.

ტე­რო­რის­ტმა და­ახ­ლო­ე­ბით 2 კი­ლო­მეტ­რის გზა გა­ი­ა­რა, რის შემ­დე­გაც სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა და იქ მყოფ ადა­მი­ა­ნებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

ად­გილ­ზე მი­სულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თავ­დას­ხმე­ლის ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნეს.

სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ში დიდი ოდე­ნო­ბით საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და ია­რა­ღი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თავ­დას­ხმის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთ დაჯ­გუ­ფე­ბას არ აუ­ღია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ეკა სირაძე-დელონე - ვაგრძელებთ ინფორმაციის მოძიებას, არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ნიცაში დაშავებულთა და დაღუპულთა შორის

ეკა სირაძე-დელონე - ვაგრძელებთ ინფორმაციის მოძიებას, არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ნიცაში დაშავებულთა და დაღუპულთა შორის

საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულ ცხელ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებს ჯერჯერობით არ მიუმართავთ.

როგორც საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საელჩოს აქვს ინტენსიური კონტაქტი ადგილობრივ სამართალდამცავებთან და ჯერჯერობით დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა არ დასტურდება.

"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული პოლიციის, ასევე პარიზის პოლიციის დონეზე. არც იქ დასტურდება საქართველოს მოქალაქეების დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ყოფნა. მიუხედავად ამისა, ეს მაინც არაფერს ნიშნავს ამ ეტაპზე, რადგან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ამოცნობილი. ჩვენ ვაგრძლებეთ გამოკითხვას, ინფორმაციის მოძიებას არიან თუ არა ქართველები დაშავებულთა და დაღუპულთა შორის", - განაცხადა ელჩმა.

ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე +337833186 89.

გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი შევარდა.

თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაესრისა.

ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გაიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია