პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ლიდერები ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ
მსოფლიო ლიდერები ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ

მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი ნი­ცა­ში მომ­ხდარ ტე­რაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს უსამ­ძიმ­რე­ბენ და საფ­რან­გეთს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაქ ობა­მამ ნი­ცა­ში მომ­ხდარ თავ­დას­ხმას "სა­ზა­რე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი" უწო­და და საფ­რან­გეთს თა­ნაგ­რძნო­ბა და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და.

გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ ტე­რაქტს "ბარ­ბა­რო­სუ­ლი და სულმდა­ბა­ლი თავ­დას­ხმა" უწო­და. ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტუსკმა კი ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხე­ლით საფ­რან­გეთს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­პა ფრანგ ხალ­ხთან ერ­თა­დაა.

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის ჟან-კლოდ იუნ­კე­რის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პა ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლას გა­აგ­რძე­ლებს "რო­გორც სა­ზღვრე­ბის შიგ­ნით ისე გა­რე­თაც". მან ნი­ცა­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას უწო­და "უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებ­ზე თავ­დას­ხმა თა­ვი­სუფ­ლე­ბის, თა­ნას­წო­რო­ბი­სა და ძმო­ბის დღეს".

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ჯონ კე­რიმ ფრანგ ხალ­ხს აშშ-ის სა­ხე­ლით სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მზად არის, საფ­რან­გეთს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს.

იხი­ლეთ: წუთი, რო­დე­საც სატ­ვირ­თო ხალ­ხში შე­ვა­და - სა­ზა­რე­ლი კად­რე­ბი ნი­ცას აფეთ­ქე­ბი­დან

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ნი­ცა­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბით შო­კი­რე­ბუ­ლია, გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა იო­ა­ჰიმ გა­უკ­მა კი ტე­რაქტს უწო­და "თავ­დას­ხმა თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე".

გუ­შინ ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 23:00-ზე ნი­ცა­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულს, ბას­ტი­ლი­ის აღე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და, ხალ­ხში უზარ­მა­ზა­რი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ვარ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ცნო­ბით, მძღო­ლი გან­გებ ატა­რებ­და მან­ქა­ნას ისე, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი გა­და­ეს­რი­სა.

ტე­რო­რის­ტმა და­ახ­ლო­ე­ბით 2 კი­ლო­მეტ­რის გზა გა­ი­ა­რა, რის შემ­დე­გაც სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა და იქ მყოფ ადა­მი­ა­ნებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

ად­გილ­ზე მი­სულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თავ­დას­ხმე­ლის ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნეს.

სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ში დიდი ოდე­ნო­ბით საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და ია­რა­ღი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მძღო­ლი 31 წლის ტუ­ნი­სე­ლი იყო. სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტე­რის" ცნო­ბით, ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გამო ად­რეც იყო ცნო­ბი­ლი.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თავ­დას­ხმის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთ დაჯ­გუ­ფე­ბას არ აუ­ღია, თუმ­ცა, რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სა­ვა­რა­უ­დოდ, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოა".

ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მსოფლიო ლიდერები ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ

მსოფლიო ლიდერები ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ

მსოფლიო ლიდერები ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ და საფრანგეთს სოლიდარობას უცხადებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ნიცაში მომხდარ თავდასხმას "საზარელი ტერორისტული აქტი" უწოდა და საფრანგეთს თანაგრძნობა და სოლიდარობა გამოუცხადა.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ტერაქტს "ბარბაროსული და სულმდაბალი თავდასხმა" უწოდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა კი ევროკავშირის სახელით საფრანგეთს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ევროპა ფრანგ ხალხთან ერთადაა.

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროპა ტერორიზმთან ბრძოლას გააგრძელებს "როგორც საზღვრების შიგნით ისე გარეთაც". მან ნიცაში მომხდარ ტრაგედიას უწოდა "უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის დღეს".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ფრანგ ხალხს აშშ-ის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, საფრანგეთს ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს.

იხილეთ: წუთი, როდესაც სატვირთო ხალხში შევადა - საზარელი კადრები ნიცას აფეთქებიდან

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ნიცაში მომხდარი მოვლენებით შოკირებულია, გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა კი ტერაქტს უწოდა "თავდასხმა თავისუფალი სამყაროს ფასეულობებზე".

გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი შევარდა.

თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაესრისა.

ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გაიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი 31 წლის ტუნისელი იყო. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ის სამართალდამცავი ორგანოებისთვის დანაშაულებრივი ქმედებების გამო ადრეც იყო ცნობილი.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ორგანიზატორი სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოა".

ინტერპრესნიუსი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა