პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაურკვეველი მიზეზით ამოხოცილი ოჯახი - ამაზრზენი დანაშაულის დეტალები
გაურკვეველი მიზეზით ამოხოცილი ოჯახი - ამაზრზენი დანაშაულის დეტალები

10 ივ­ლისს, კა­ჩო­ტი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის 4 წევ­რი -37 წლის ქალი და მისი სამი შვი­ლი სახ­ლში სა­დის­ტუ­რად და­ხო­ცი­ლე­ბი იპო­ვეს. თა­ვი­დან ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი მე­ზობ­ლებს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ეგო­ნათ, რად­გან იქ მი­სუ­ლებს გა­ზის მილი გა­დაჭ­რი­ლი დახ­ვდათ, ირ­გვლივ კი გა­ზის სა­ში­ნე­ლი სუნი იდგა, სახ­ლის ერთი ნა­წი­ლი დამ­წვა­რი იყო. თუმ­ცა მალე გა­ირ­კვა, რომ ისი­ნი სა­დის­ტუ­რად იყ­ვნენ და­ხო­ცი­ლე­ბი და ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი მათი თა­ნა­სოფ­ლე­ლი, 24 წლის ახალ­გაზ­რდა იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლო­ბა წი­ნა­დღეს მოხ­და და მე­ზო­ბელ­მა ოჯა­ხი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მა­მის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შემ­დეგ მო­ი­კი­თხა.

-და­მი­რე­კა გო­გოს მა­მამ და მი­თხრა, ჩემი შვი­ლი არ ჩანს, ტე­ლე­ფონ­საც არ იღებს და ხომ არ და­გი­ნა­ხავ­სო? ვუ­თხა­რი, არ ვიცი, არ მი­ნა­ხავს, მი­ვალ და ვნა­ხავ-მეთ­ქი. წა­ვე­დი, რომ მე­ნა­ხა, რა ხდე­ბო­და. და­ვი­ძა­ხე, არა­ვინ გა­მომ­ხე­და, სახ­ლში უკა­ნა მხრი­დან შე­ვე­დი, გვა­მი ვნა­ხე. სახ­ლში არა­ვინ ჩან­და, ვყვი­რო­დი, ირ­გვლივ გა­ზის სა­ში­ნე­ლი სუნი იდგა. გაზი სას­წრა­ფოდ გა­დავ­კე­ტე, პო­ლი­ცი­აც მალე მო­ვი­და. ძა­ლი­ან კარ­გი, წყნა­რი ოჯა­ხი ჰქონ­დათ. მტე­რი არ ჰყავ­დათ და არ ვიცი, ასე რა­ტომ გა­ი­მე­ტეს. ოჯა­ხის უფ­რო­სი რუ­სეთ­შია სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი და ქალი ბავ­შვებ­თან ერ­თად მარ­ტო ცხოვ­რობ­და, -ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი, ჟორა პა­ლო­ი­ა­ნი.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და მე­ზობ­ლებს შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი დახ­ვდათ. დედა და მისი ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, 18 და 16 წლის გო­გო­ნე­ბი ოთახ­ში და­ხო­ცი­ლე­ბი ეყარ­ნენ. არ­სად ჩან­და 5 წლის პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა, მაგ­რამ მალე ის სხვა ოთახ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. პა­ტა­რა ბიჭი სა­ვა­რა­უ­დოდ გა­გუ­დუ­ლია, ხოლო გო­გო­ნებ­სა და მათ დე­დას თავ­ში ბლაგ­ვი საგ­ნით აქვთ სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მკვლელ­მა მათ "არ­მა­ტუ­რის" ნა­ჭე­რი თავ­ში ჩა­არ­ტყა და ისე და­ხო­ცა. ცხედ­რე­ბი ნა­წი­ლობ­რივ დამ­წვა­რიც იყო, ისი­ნი პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს და ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დათ. ექ­სპერ­ტე­ბი და­ად­გე­ნენ, რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ და­ღუ­პუ­ლებს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, სახ­ლი არე­უ­ლი იყო. დამ­ნა­შა­ვეს უჯრე­ბი­დან ყვე­ლა­ფე­რი გად­მო­ე­ყა­რა.

პო­ლი­ცი­ამ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

სოფ­ლის მა­მა­კა­ცე­ბის რიგი დად­გა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან. და­ახ­ლო­ე­ბით 15 ადა­მი­ა­ნი დაჰ­კი­თხეს გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ძა­ლო­ვა­ნებ­მა და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლიც და­ა­კა­ვეს. სა­დის­ტუ­რი მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად ქურ­დო­ბა სა­ხელ­დე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლი კა­ჩო­ტი­ა­ნე­ბის სახ­ლში გა­სა­ქურ­დად შე­ვი­და.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ნო­დარ ა.-მ ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ჩი­ან­ში, ქურ­დო­ბის მიზ­ნით, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ფან­ჯრი­დან შე­აღ­წია. სახ­ლის მე­პატ­რო­ნემ და ოჯა­ხის წევ­რებ­მა იგი შე­ნიშ­ნეს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს, რის გა­მოც ნო­დარ­მა მათ თა­ვის არე­ში ბლაგ­ვი საგ­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ქალ­ბა­ტო­ნი და მისი 2 შვი­ლი, მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ. ბრალ­დე­ბულ­მა, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლში ხან­ძა­რი გან­ზრახ გა­ა­ჩი­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ოჯა­ხის მე­ო­თხე წევ­რი, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­გუდ­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნო­დარ ა. ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს, ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ჩი­ან­ში და­ა­კა­ვეს. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამო­ღე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლილ­თა კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს", -ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

გაურკვეველი მიზეზით ამოხოცილი ოჯახი - ამაზრზენი დანაშაულის დეტალები

გაურკვეველი მიზეზით ამოხოცილი ოჯახი - ამაზრზენი დანაშაულის დეტალები

10 ივლისს, კაჩოტიანების ოჯახის 4 წევრი -37 წლის ქალი და მისი სამი შვილი სახლში სადისტურად დახოცილები იპოვეს. თავიდან ტრაგედიის მიზეზი მეზობლებს უბედური შემთხვევა ეგონათ, რადგან იქ მისულებს გაზის მილი გადაჭრილი დახვდათ, ირგვლივ კი გაზის საშინელი სუნი იდგა, სახლის ერთი ნაწილი დამწვარი იყო. თუმცა მალე გაირკვა, რომ ისინი სადისტურად იყვნენ დახოცილები და ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი მათი თანასოფლელი, 24 წლის ახალგაზრდა იყო. სავარაუდოდ, მკვლელობა წინადღეს მოხდა და მეზობელმა ოჯახი ახალგაზრდა ქალის მამის სატელეფონო ზარის შემდეგ მოიკითხა.

-დამირეკა გოგოს მამამ და მითხრა, ჩემი შვილი არ ჩანს, ტელეფონსაც არ იღებს და ხომ არ დაგინახავსო? ვუთხარი, არ ვიცი, არ მინახავს, მივალ და ვნახავ-მეთქი. წავედი, რომ მენახა, რა ხდებოდა. დავიძახე, არავინ გამომხედა, სახლში უკანა მხრიდან შევედი, გვამი ვნახე. სახლში არავინ ჩანდა, ვყვიროდი, ირგვლივ გაზის საშინელი სუნი იდგა. გაზი სასწრაფოდ გადავკეტე, პოლიციაც მალე მოვიდა. ძალიან კარგი, წყნარი ოჯახი ჰქონდათ. მტერი არ ჰყავდათ და არ ვიცი, ასე რატომ გაიმეტეს. ოჯახის უფროსი რუსეთშია სამუშაოდ წასული და ქალი ბავშვებთან ერთად მარტო ცხოვრობდა, -ამბობს მეზობელი, ჟორა პალოიანი.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებსა და მეზობლებს შემზარავი სურათი დახვდათ. დედა და მისი ორი ქალიშვილი, 18 და 16 წლის გოგონები ოთახში დახოცილები ეყარნენ. არსად ჩანდა 5 წლის პატარა ბიჭუნა, მაგრამ მალე ის სხვა ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. პატარა ბიჭი სავარაუდოდ გაგუდულია, ხოლო გოგონებსა და მათ დედას თავში ბლაგვი საგნით აქვთ სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. როგორც ამბობენ, მკვლელმა მათ "არმატურის" ნაჭერი თავში ჩაარტყა და ისე დახოცა. ცხედრები ნაწილობრივ დამწვარიც იყო, ისინი პროზექტურაში გადაასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდათ. ექსპერტები დაადგენენ, რა დაზიანებები აქვთ დაღუპულებს მიყენებული. მეზობლების თქმით, სახლი არეული იყო. დამნაშავეს უჯრებიდან ყველაფერი გადმოეყარა.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება 109-ე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სოფლის მამაკაცების რიგი დადგა პოლიციის განყოფილებასთან. დაახლოებით 15 ადამიანი დაჰკითხეს გამომძიებლებმა, რამდენიმე საათში ძალოვანებმა დანაშაული გახსნილად გამოაცხადეს და მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს. სადისტური მკვლელობის მოტივად ქურდობა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მკვლე­ლი კაჩოტიანების სახლში გასაქურდად შევიდა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარმა მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა. სამართალდამცველებმა ნოდარ ა. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში დააკავეს. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია გარდაცვლილთა კუთვნილი მობილური ტელეფონები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", -ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია