პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალე პროდუქტი თვალშისაცემად გაძვირდება
მალე პროდუქტი თვალშისაცემად გაძვირდება

იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი სურ­სა­თის მო­სა­ლოდ­ნელ მკვეთრ გაძ­ვი­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბირ­ჟებ­ზე, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტი გაძ­ვირ­და. ამას ემა­ტე­ბა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ვა­ლუ­ტე­ბი მყარ­დე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პრო­დუქ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბას ზრდის. ყვე­ლა­ფერს "აგ­ვირ­გვი­ნებს" გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლარი და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი საგ­რძნობ­ლად გაძ­ვირ­დე­ბა.

იმ­პორ­ტი­ო­რებს სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტის 1-1,5 თვის მა­რა­გი აქვთ და ფიქ­რო­ბენ, რომ გაძ­ვი­რე­ბის ტალ­ღა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მოდ­გო­მი­დან გახ­დე­ბა თვალ­ში სა­ცე­მი. კომ­პა­ნია "დუს" ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სა­ხის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტი გაძ­ვირ­და.

"კი­დევ გაძ­ვირ­დე­ბა, თა­ნაც საგ­რძნობ­ლად. ჯერ ნაშ­თის ხარ­ჯზე ისევ ძვე­ლი ფასი გვი­დევს. ად­რინ­დე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით ვმუ­შა­ობთ, ინ­ვო­ი­სე­ბი გა­წე­რი­ლია ერთი თვის წინ. ახა­ლი პარ­ტია, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვე­ში შე­მო­ვა და ბა­ზარ­საც და­ე­ტყო­ბა. იქა­უ­რი ვა­ლუ­ტა რომ მყარ­დე­ბა დო­ლა­რის მი­მართ და ჩვე­ნი ვა­ლუ­ტა უფა­სურ­დე­ბა, ეს იმ­პორ­ტის­თვის ძა­ლი­ან ცუ­დია. რო­დე­საც პი­რი­ქით ხდე­ბა, მა­შინ კარ­გია", - ამ­ბობს და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ თუ ადრე იმ­პორ­ტი­ორ ქვეყ­ნებ­ში, მა­გა­ლი­თად 1000 დო­ლარს რი­ცხავ­დნენ გარ­კვე­უ­ლი ხარ­ჯის­თვის, ახლა ეს საკ­მა­რი­სი აღარ არის.

"შე­იძ­ლე­ბა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ექ­სპორ­ტი­ო­რებს ხელს აძ­ლევს, ხელ­ფა­სებს ლარ­ში გას­ცე­მენ, მეტ ხარჯს გა­ის­ტუმ­რე­ბენ, მაგ­რამ ჩვენ პრო­დუქტს ძა­ლი­ან გვიძ­ვი­რებს. რა ხდე­ბა აქ, ვერ ვი­გებთ იმი­ტომ, რომ მსოფ­ლი­ო­ში დო­ლა­რი აღარ მყარ­დე­ბა. ახლა ჩვენ ის პრობ­ლე­მა გვაქვს, რომ ლარი ფუჭ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი.

წი­წი­ბუ­რა, შა­ქა­რი, ბრინ­ჯი, ზეთი უკვე გაძ­ვირ­და. იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია "ალ­ფას" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გუ­რამ ბრო­ძე­ლი ამ­ბობს, რომ ამ პრო­დუქ­ტებ­ზე ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ფასი მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა.

"ყვე­ლა ქვეყ­ნის ვა­ლუ­ტა მყარ­დე­ბა და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია, რომ ამ დროს მათი პრო­დუქ­ტი ჩვენ გვიძ­ვირ­დე­ბა. შა­ქა­რი, ბრინ­ჯი, წი­წი­ბუ­რა, ზეთი - ყვე­ლა­ფერ­ზე ისე­დაც მო­ი­მა­ტა ფას­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბირ­ჟებ­ზე. ლარი ახლა სტა­ბი­ლუ­რი რომ იყოს, ეს პრო­დუქ­ტი მა­ინც გაძ­ვირ­დე­ბო­და. არა­და, პრო­ცე­სი ამბსო­ლუ­ტუ­რად სა­პი­რის­პი­როა. ამ ყვე­ლა­ფერს გა­უ­ფა­სუ­რე­ბაც ემა­ტე­ბა და კი­დევ უფრო გაძ­ვი­რე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მალე პროდუქტი თვალშისაცემად გაძვირდება

მალე პროდუქტი თვალშისაცემად გაძვირდება

იმპორტიორები სურსათის მოსალოდნელ მკვეთრ გაძვირებაზე საუბრობენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საერთაშორისო ბირჟებზე, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გაძვირდა. ამას ემატება ის, რომ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები მყარდება, რაც საქართველოსთვის განკუთვნილი პროდუქტის ღირებულებას ზრდის. ყველაფერს "აგვირგვინებს" გაუფასურებული ლარი და, საბოლოო ჯამში, იმპორტირებული პროდუქტი საგრძნობლად გაძვირდება.

იმპორტიორებს სასურსათო პროდუქტის 1-1,5 თვის მარაგი აქვთ და ფიქრობენ, რომ გაძვირების ტალღა განსაკუთრებით შემოდგომიდან გახდება თვალში საცემი. კომპანია "დუს" ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველა სახის სასურსათო პროდუქტი გაძვირდა.

"კიდევ გაძვირდება, თანაც საგრძნობლად. ჯერ ნაშთის ხარჯზე ისევ ძველი ფასი გვიდევს. ადრინდელი ხელშეკრულებებით ვმუშაობთ, ინვოისები გაწერილია ერთი თვის წინ. ახალი პარტია, დაახლოებით, 2 თვეში შემოვა და ბაზარსაც დაეტყობა. იქაური ვალუტა რომ მყარდება დოლარის მიმართ და ჩვენი ვალუტა უფასურდება, ეს იმპორტისთვის ძალიან ცუდია. როდესაც პირიქით ხდება, მაშინ კარგია", - ამბობს დავით გოგიჩაიშვილი და დასძენს, რომ თუ ადრე იმპორტიორ ქვეყნებში, მაგალითად 1000 დოლარს რიცხავდნენ გარკვეული ხარჯისთვის, ახლა ეს საკმარისი აღარ არის.

"შეიძლება ეს მდგომარეობა ექსპორტიორებს ხელს აძლევს, ხელფასებს ლარში გასცემენ, მეტ ხარჯს გაისტუმრებენ, მაგრამ ჩვენ პროდუქტს ძალიან გვიძვირებს. რა ხდება აქ, ვერ ვიგებთ იმიტომ, რომ მსოფლიოში დოლარი აღარ მყარდება. ახლა ჩვენ ის პრობლემა გვაქვს, რომ ლარი ფუჭდება", - აღნიშნავს დავით გოგიჩაიშვილი.

წიწიბურა, შაქარი, ბრინჯი, ზეთი უკვე გაძვირდა. იმპორტიორი კომპანია "ალფას" გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი ამბობს, რომ ამ პროდუქტებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასი მუდმივად იზრდება.

"ყველა ქვეყნის ვალუტა მყარდება და ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომ ამ დროს მათი პროდუქტი ჩვენ გვიძვირდება. შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა, ზეთი - ყველაფერზე ისედაც მოიმატა ფასმა საერთაშორისო ბირჟებზე. ლარი ახლა სტაბილური რომ იყოს, ეს პროდუქტი მაინც გაძვირდებოდა. არადა, პროცესი ამბსოლუტურად საპირისპიროა. ამ ყველაფერს გაუფასურებაც ემატება და კიდევ უფრო გაძვირებაა მოსალოდნელი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი