პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" ქალები - პარტიის ახალი სახეების პროფესიული წარსული და განათლება
"ოცნების" ქალები - პარტიის ახალი სახეების პროფესიული წარსული და განათლება

13 ივ­ნისს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ახა­ლი სა­ხე­ე­ბი წა­რად­გი­ნეს. 15 ახა­ლი სახე, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის რი­გებს უერ­თდე­ბა, მე­დი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა სა­გუ­რა­მო­ში, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში გა­მარ­თულ ყრი­ლო­ბა­ზე გა­აც­ნო.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­ნახ­ლე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სი და­იც­ვა: 7 მა­მა­კა­ცი და 8 ქალი - ასე შე­ირ­ჩა პარ­ტი­ის ახა­ლი სა­ხე­ე­ბი. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ვინ არი­ან ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში ვი­ხი­ლოთ, რა გა­ნათ­ლე­ბა აქვთ მათ და აქვთ თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­მარ­თალმცოდ­ნეა.

თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა

37 წლის თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. მან 2002 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, 2004 წელს კი დოქ­ტო­რის ხა­რისხს და­ე­უფ­ლა. სწავ­ლობ­და ბერ­ლინ­ში ჰერ­ტის მმარ­თვე­ლო­ბის სკო­ლა­ში. ასე­ვე, შვე­დეთ­ში ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გამჭვირ­ვა­ლე სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის ფა­კულ­ტეტ­ზე.

2003-2004 წლებ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის რე­ფორ­მის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი გახ­ლდათ, 2004-2005 წლებ­ში ამე­რი­კის იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და სის­ხლის სა­მარ­თლის პროგ­რა­მის იუ­რის­ტი იყო; 2006-2010 წლებ­ში ამე­რი­კის იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ად­ვო­კატ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტრე­ნე­რი სა­სა­მარ­თლო უნარ-ჩვე­ვებ­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის სა­კი­თხებ­ში; 2007-2008 წლებ­ში კი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სა­სა­მარ­თლო ად­ვო­კა­ტი­რე­ბის კურ­სის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი გახ­ლდათ. 2005-დან 2015 წლამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯე­რი. თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა 2015 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე იყო.

თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი

32 წლის ჩუ­გოშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­დან გა­იც­ნო. 2010 წლის ნო­ემ­ბერ­ში ის სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და, სა­დაც 2004 წლი­დან მუ­შა­ობ­და იუ­რის­ტის, ასე­ვე სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. მი­ღე­ბუ­ლი აქვს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა­ში. 2005-2006 წლებ­ში გა­ი­ა­რა კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თწ­ლი­ა­ნი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის კურ­სი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვა­ში.

2010 წლის მარ­ტი­დან მა­ი­სამ­დე ამე­რი­კუ­ლი საბ­ჭო­ე­ბის Legislative Fellows Program-ის ფარ­გლებ­ში სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა აშშ კონ­გრე­სის სა­მარ­თლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი არის სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის 11 პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ახა­ლი სახე ფლობს რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებს.

ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი.

ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი სა­ხეა ირი­ნე ფრუ­ი­ძე. იგი ინ­ტე­ლექ­ტკლუბ - "რა? სად? რო­დის?" წევ­რი და ერთ-ერთი გუნ­დის კა­პი­ტა­ნია, ასე­ვე "ბრო­ლის ბუს" რამ­დე­ნი­მეგ­ზის მფლო­ბე­ლი. იგი მსოფ­ლი­ოს სკა­უ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის ევ­რა­ზი­ის რე­გი­ო­ნის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. ფრუ­ი­ძის მე­უღ­ლე, მსა­ხი­ო­ბი დათო ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლია, წყვი­ლი 15 წე­ლია ერ­თა­დაა. ჰყავთ ორი შვი­ლი.

სოფო ჯა­ფა­რი­ძე

2014 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან მუ­შა­ობს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წედ. იქამ­დე სოფო ჯა­ფა­რი­ძე ევ­რო­კავ­ში­რის ერთ-ერთი პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და, ასე­ვე, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ. იგი პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნეა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ესექ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მა­გის­ტრი გახ­ლავთ.

სო­ფიო კი­ლა­ძე

პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის პრო­რექ­ტო­რი იყო. მე­ო­რე კლა­სი­დან იუ­რის­ტო­ბა სურ­და, თუმ­ცა მა­ინ­ცდა­მა­ინც პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა­ზე არ უფიქ­რია. დიდი ხანი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და, "ჰა­ი­დელ­ბერ­გის" უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, მუ­შა­ობ­და "მაქსპლან­კის" ინ­სტი­ტუ­ტში, სა­სა­მარ­თლო­ში უნდა გა­და­სუ­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, თუმ­ცა 2011 წელს შვე­ბუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და დარ­ჩა. კი­ლა­ძემ AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ნა­ცხა­და, "სულ მინ­დო­და ჩემი გა­ნათ­ლე­ბა ჩემი ხალ­ხის­თვის გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში". 31 წლის კი­ლა­ძე თა­ვი­სუფ­ლად ფლობს ინ­გლი­სურ, გერ­მა­ნულ და რუ­სულ ენებს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახა­ლი სახე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია.

მა­რი­ამ ჯაში 2014-2015 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი იყო. 2005 წელს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის მა­გის­ტრის ხა­რის­ხის მფლო­ბე­ლი გახ­და. 2005 წელს დე­და­თა და ბავ­შვთა ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებს სწავ­ლობ­და ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯში. (University College London, დიდი ბრი­ტა­ნე­თი), 2010-2011 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კე­ნე­დის სა­ხე­ლო­ბის სამ­თავ­რო­ბო სკო­ლის მა­გის­ტრის ხა­რისხს ეუფ­ლე­ბო­და. მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი­ის ალი­ან­სის ჯილ­დო­ე­ბი.

ნინო გო­გუ­ა­ძე

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ექ­ვსი წლის მან­ძილ­ზე იყო ცეს­კოს წევ­რი, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე.

სო­ფიო ქა­ცა­რა­ვა

ის იყო ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოს პო­ლი­ტი­კუ­რი მდი­ვა­ნი. იყო ამა­ვე სა­ელ­ჩოს პრე­სას­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი და პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. ასე­ვე სა­ელ­ჩო­ში სას­ტი­პენ­დიო/სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი. მა­ნამ­დე კი ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონდში მუ­შა­ობ­და.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

"ოცნების" ქალები - პარტიის ახალი სახეების პროფესიული წარსული და განათლება

"ოცნების" ქალები - პარტიის ახალი სახეების პროფესიული წარსული და განათლება

13 ივნისს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალი სახეები წარადგინეს. 15 ახალი სახე, რომელიც პარტიის რიგებს უერთდება, მედიას და საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართულ ყრილობაზე გააცნო.

"ქართულმა ოცნებამ" განახლებულ შემადგენლობაში გენდერული ბალანსი დაიცვა: 7 მამაკაცი და 8 ქალი - ასე შეირჩა პარტიის ახალი სახეები. AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ არიან ქალები, რომლებიც შესაძლოა მომავალ პარლამენტში ვიხილოთ, რა განათლება აქვთ მათ და აქვთ თუ არა პოლიტიკური წარსული. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა სამართალმცოდნეა.

თამარ ხულორდავა

37 წლის თამარ ხულორდავა პროფესიით იურისტია. მან 2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, 2004 წელს კი დოქტორის ხარისხს დაეუფლა. სწავლობდა ბერლინში ჰერტის მმართველობის სკოლაში. ასევე, შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტში, გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე.

2003-2004 წლებში სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი გახლდათ, 2004-2005 წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაციაში, კანონის უზენაესობის და სისხლის სამართლის პროგრამის იურისტი იყო; 2006-2010 წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაციაში ადვოკატთა სერტიფიცირებული ტრენერი სასამართლო უნარ-ჩვევებსა და პროფესიული ეთიკის საკითხებში; 2007-2008 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასამართლო ადვოკატირების კურსის მოწვეული ლექტორი გახლდათ. 2005-დან 2015 წლამდე იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერი. თამარ ხულორდავა 2015 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

თამარ ჩუგოშვილი

32 წლის ჩუგოშვილი საზოგადოებამ არასამთავრობო სექტორიდან გაიცნო. 2010 წლის ნოემბერში ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი გახდა, სადაც 2004 წლიდან მუშაობდა იურისტის, ასევე სხვადასხვა პროექტის კოორდინატორის თანამდებობაზე. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში. 2005-2006 წლებში გაიარა კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთწლიანი დისტანციური სწავლების კურსი ადამიანური რესურსების მართვაში.

2010 წლის მარტიდან მაისამდე ამერიკული საბჭოების Legislative Fellows Program-ის ფარგლებში სტაჟირება გაიარა აშშ კონგრესის სამართლის ბიბლიოთეკაში. თამარ ჩუგოშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 11 პუბლიკაციის ავტორი. ქართული ოცნების ახალი სახე ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ტელემაყურებლისთვის კარგად ცნობილი სახეა ირინე ფრუიძე. იგი ინტელექტკლუბ - "რა? სად? როდის?" წევრი და ერთ-ერთი გუნდის კაპიტანია, ასევე "ბროლის ბუს" რამდენიმეგზის მფლობელი. იგი მსოფლიოს სკაუტური მოძრაობის ევრაზიის რეგიონის თავმჯდომარე გახლდათ. ფრუიძის მეუღლე, მსახიობი დათო ველიჯანაშვილია, წყვილი 15 წელია ერთადაა. ჰყავთ ორი შვილი.

სოფო ჯაფარიძე

2014 წლის ოქტომბრიდან მუშაობს ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ. იქამდე სოფო ჯაფარიძე ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მენეჯერად მუშაობდა, ასევე, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილედ. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა და გაერთიანებული სამეფოს ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი გახლავთ.

სოფიო კილაძე

პოლიციის აკადემიის პრორექტორი იყო. მეორე კლასიდან იურისტობა სურდა, თუმცა მაინცდამაინც პოლიციაში მუშაობაზე არ უფიქრია. დიდი ხანი გერმანიაში ცხოვრობდა, "ჰაიდელბერგის" უნივერსიტეტი დაამთავრა, მუშაობდა "მაქსპლანკის" ინსტიტუტში, სასამართლოში უნდა გადასულიყო სამუშაოდ, თუმცა 2011 წელს შვებულებით საქართველოში დაბრუნდა და დარჩა. კილაძემ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, "სულ მინდოდა ჩემი განათლება ჩემი ხალხისთვის გამომეყენებინა და წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებაში". 31 წლის კილაძე თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. "ქართული ოცნების" ახალი სახე დაოჯახებულია.

მარიამ ჯაში 2014-2015 წლებში საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხის მფლობელი გახდა. 2005 წელს დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის საკითხებს სწავლობდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში. (University College London, დიდი ბრიტანეთი), 2010-2011 წლებში სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის მაგისტრის ხარისხს ეუფლებოდა. მინიჭებული აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ნუტრიციოლოგიის ალიანსის ჯილდოები.

ნინო გოგუაძე

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ექვსი წლის მანძილზე იყო ცესკოს წევრი, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარე.

სოფიო ქაცარავა

ის იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი. იყო ამავე საელჩოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და პროექტების კოორდინატორი. ასევე საელჩოში სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. მანამდე კი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში მუშაობდა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

"თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის შექმნილი მოძრაობის მხარდამჭერი"  - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი "პოსტვიდან" წასვლაზე?

"რუსები ბიძინას ეუბნებიან, რომ დაულაგებენ ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ მან უნდა დანიშნოს ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო" - მიხეილ სააკაშვილი

"ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს!" - სალომე ზურაბიშვილი ვაქცინაზე