სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს

შსს-მ ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნიკა მ., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და­ვით ბ. და 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პა­ა­ტა უ., ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი აღი­ა­რე­ბენ ე.წ. ქურ­დულ სამ­ყა­როს და ე.წ. ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში დად­გე­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებ­დნენ.

"მათ აქ­ტი­უ­რი კავ­ში­რი ჰქონ­დათ სა­ზღვარ­გა­რეთ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ერთ-ერთ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სამ­ყა­როს სხვა წევ­რებ­თან. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, მათ­თან ერ­თად, სის­ტე­მა­ტუ­რად გეგ­მავ­დნენ და მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქურ­დულ გარ­ჩე­ვებ­ში. ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ ქარ­თველ მე­წარ­მე­ებს, თავს აც­ნობ­დნენ, რო­გორც ე.წ. მო­მა­ვა­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი, რის შემ­დე­გაც, ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბის გზით, სთხოვ­დნენ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხის გა­დახ­დას. თან­ხის მო­თხოვ­ნას, მათი მხრი­დან, თან ახ­ლდა მუ­ქა­რა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს

შსს-მ ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული ნიკა მ., 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით ბ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პაატა უ., ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს და ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ.

"მათ აქტიური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ პატიმრობაში მყოფ ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდთან და დანაშაულებრივი სამყაროს სხვა წევრებთან. ბრალდებულები, მათთან ერთად, სისტემატურად გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში. ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ხვდებოდნენ ქართველ მეწარმეებს, თავს აცნობდნენ, როგორც ე.წ. მომავალი კანონიერი ქურდები, რის შემდეგაც, ქურდული გარჩევების გზით, სთხოვდნენ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას. თანხის მოთხოვნას, მათი მხრიდან, თან ახლდა მუქარა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ