საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვახტანგი დასუსტდება... დეპრესიები დაეწყება" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2003 წელს რჩეულიშვილების ბიზნესზე
"ვახტანგი დასუსტდება... დეპრესიები დაეწყება" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2003 წელს რჩეულიშვილების ბიზნესზე

რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ლელა კა­კუ­ლი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი ვრცელ­დე­ბა.

"1999 წელი, 5 ნო­ემ­ბე­რი, დი­ლის 10 სა­ა­თი.

რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ვახ­ტან­გი ძა­ლი­ან და­სუს­ტდე­ბა. მას დიდი დეპ­რე­სი­ე­ბი და­ე­წყე­ბა. სა­ჭი­როა მკურ­ნა­ლო­ბა.

2003 წელი, 12 სექ­ტემ­ბე­რი, ღა­მის 4 სა­ა­თი.

რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის დი­ნას­ტი­ის დამ­ხო­ბას ვხე­დავ პო­ლი­ტი­კა­შიც და ბიზ­ნეს­შიც! ასე­თია ბე­დის­წე­რა.

ლელა კა­კუ­ლია

ბევ­რი წლის წინ, რო­დე­საც ჩვენს ქა­ლაქ­ში მშე­ნებ­ლო­ბის ბუმი იდგა, ხოლო რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი "ცენ­ტრ-პო­ინ­ტი" უმ­სხვი­ლე­სი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია გახ­ლდათ და უზარ­მა­ზარ პრო­ექ­ტებს ეჭი­დე­ბო­და, ჩვენ­მა გა­ზეთ­მა, სა­ხელ­წო­დე­ბით "ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ლელა კა­კუ­ლია" მო­რი­გი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მათ შო­რის იყო ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი 2003 წლის 12 სექ­ტემ­ბრის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბაც.

გა­ზე­თის გა­მოს­ვლი­დან ორი­ო­დე დღე­ში რე­დაქ­ცი­ა­ში ტე­ლე­ფო­ნის ზარი გა­ის­მა. უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი რე­კავ­და, რო­მე­ლიც "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" პრესმდივ­ნად გა­მეც­ნო მე — გა­ზე­თის რე­დაქ­ტორს და მყის საყ­ვე­დუ­რე­ბით ამავ­სო, რა­ტომ გა­მოქ­ვეყ­ნე­თო ასე­თი ჩა­ნა­წე­რი.

გა­მიკ­ვირ­და, ვი­თომ რა­ტომ არ უნდა გა­მოგ­ვექ­ვეყ­ნე­ბი­ნა, ან რა უფ­ლე­ბა გვქონ­და, რომ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა დაგ­ვე­მა­ლა ხალ­ხის­თვის-მეთ­ქი?

მარ­თა­ლია, ქალ­ბა­ტო­ნი აშ­კა­რად კულ­ტუ­რუ­ლი და კარ­გად აღ­ზრდი­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და, მაგ­რამ მა­ინც გა­წიწ­მატ­და:

- იმი­ტომ, გე­ნაც­ვა­ლე, რომ ხალ­ხმა თქვე­ნი გა­ზე­თი წა­ი­კი­თხა და ოფის­ში მოგ­ვი­ვარ­და, შე­მო­ტა­ნი­ლი თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბას ითხო­ვენ, გვე­უბ­ნე­ბი­ან, თქვე­ნი აშე­ნე­ბუ­ლი ბი­ნე­ბი აღარ გვინ­და, ლელა კა­კუ­ლია ჩა­ვარ­დნას გი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­თო! — კა­ტე­გი­ო­რი­უ­ლი ტო­ნით გა­მო­მი­ცხა­და "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" პრესმდი­ვან­მა.

ამა­ზე ვუ­პა­სუ­ხე, რომ გულ­წრფე­ლად ვწუხ­დი კომ­პა­ნი­ის პრობ­ლე­მე­ბის გამო, მაგ­რამ ვე­რაფ­რით და­ვეხ­მა­რე­ბო­დი.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მა­ინც ის იყო, რომ ქალ­ბა­ტონ­მა პრესმდი­ვან­მა გა­ზე­თის მომ­დევ­ნო ნო­მერ­ში წი­ნას­წარ­მე­ტყვუ­რი ჩა­ნა­წე­რის შეს­წო­რე­ბა, უფრო სწო­რად, უარ­ყო­ფა მო­ი­თხო­ვა, რა­ზეც უკვე მე აღ­ვშფოთ­დი და ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნად მო­ვახ­სე­ნე, რომ ეს გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი მი­სია ხალ­ხის­თვის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის წი­ნას­წარ შე­ტყო­ბი­ნე­ბა იყო და არა მისი და­მა­ხინ­ჯე­ბა. მით უმე­ტეს, რომ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის გა­და­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა დე­და­მი­წის ზურ­გზე არა­ვის აქვს - თა­ვად ქალ­ბა­ტონ ლე­ლა­საც კი.

სა­უბ­რის და­სას­რულს "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ერ­თგვა­რი და­ქად­ნე­ბით მი­თხრა, მარ­თა­ლია, ახლა მცი­რე პრობ­ლე­მე­ბი აქვს ჩვენს კომ­პა­ნი­ას, მაგ­რამ ნა­ხეთ, თუ თქვენს ჯიბ­რზე არ ამო­ვატ­რი­ა­ლოთ საქ­მეო.

რაღა თქმა უნდა, წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვე, დავ­ლო­ცე კი­დეც, ღმერ­თმა გიშ­ვე­ლოთ-მეთ­ქი და და­ვემ­შვი­დო­ბე. თუმ­ცა, გა­მო­გი­ტყდე­ბით და გულ­წრფე­ლი არ ვი­ყა­ვი, ვი­ნა­ი­დან რო­გორც ყო­ველ­თვის, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი გახ­ლდით, რომ ლელა კა­კუ­ლი­ას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ იქ­ნე­ბო­და მცდა­რი და რომ მისი ნათ­ქვა­მი ზუს­ტად ისე ას­რულ­დე­ბო­და, რო­გორც იყო წარ­მოთ­ქმუ­ლი, რა­ო­დენ ძლი­ე­რე­ა­დაც უნდა გვსურ­დეს ადა­მი­ა­ნებს სა­პი­რის­პი­რო.

ამ სა­უბ­რი­დან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას უკვე ძა­ლი­ან გა­უ­სე­რი­ო­ზულ­და პრობ­ლე­მე­ბი. მშე­ნებ­ლო­ბე­ბი შე­წყდა, ხალ­ხი ბი­ნებს ელო­და, მაგ­რამ ვე­ღარ იღებ­და და ახლა უკვე მთე­ლი ძა­ლი­ან შე­უ­ტი­ეს "ცენ­ტრ-პო­ინტს" შე­ტა­ნი­ლი თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით.

სწო­რედ მა­შინ ვუ­ამ­ბე პირ­ვე­ლად მკი­თხველს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ის­ტო­რია და იქვე დავ­ძი­ნე, რომ ისი­ნი, ვინც წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მი­ვიდ­ნენ კომ­პა­ნი­ა­ში და ფული უკან მო­ი­თხო­ვეს, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, გო­ნი­ე­რი ადა­მა­ი­ნე­ბი გახ­ლდნენ, რომ წი­ნას­წარ­მე­ტყველს ენ­დნენ. დღეს, როცა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნია, სამ­წუ­ხა­როდ, დამ­ხო­ბი­ლია და პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რაც ჩა­ძი­რუ­ლი, კი­დევ მე­ტად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამა­ში.

ზედ­მე­ტი გან­მარ­ტე­ბე­ბით თავს არ შე­გა­წყენთ, ისე­დაც ყვე­ლამ იცით, რომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ცენ­ტრ - პო­ინტ ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, მისი ვაჟი -სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, შპს "ცენ­ტრ - პო­ინ­ტი აჭა­რის" დი­რექ­ტო­რე­ბი: ირაკ­ლი მინ­დე­ლი და სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი მე­ნა­შე­ნე­თა ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი", - ნათ­ქვა­მია კა­კუ­ლი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" საქმზე ბრალ­დე­ბუ­ლებს მაია და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლებს, ასე­ვე სა­ლო­მე ჩარ­კვი­ანს და ირაკ­ლი მინ­დელს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს. რაც შე­ე­ხე­ბა გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის ლელა კი­ლა­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან აიყ­ვა­ნეს.

"ვახტანგი დასუსტდება... დეპრესიები დაეწყება" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2003 წელს რჩეულიშვილების ბიზნესზე

"ვახტანგი დასუსტდება... დეპრესიები დაეწყება" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2003 წელს რჩეულიშვილების ბიზნესზე

რჩეულიშვილების ოჯახთან დაკავშირებით ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წინასწარმეტყველებების ნაწილი ვრცელდება.

"1999 წელი, 5 ნოემბერი, დილის 10 საათი.

რჩეულიშვილი ვახტანგი ძალიან დასუსტდება. მას დიდი დეპრესიები დაეწყება. საჭიროა მკურნალობა.

2003 წელი, 12 სექტემბერი, ღამის 4 საათი.

რჩეულიშვილების დინასტიის დამხობას ვხედავ პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც! ასეთია ბედისწერა.

ლელა კაკულია

ბევრი წლის წინ, როდესაც ჩვენს ქალაქში მშენებლობის ბუმი იდგა, ხოლო რჩეულიშვილების ოჯახის კუთვნილი "ცენტრ-პოინტი" უმსხვილესი სამშენებლო კომპანია გახლდათ და უზარმაზარ პროექტებს ეჭიდებოდა, ჩვენმა გაზეთმა, სახელწოდებით "ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია" მორიგი ჩანაწერები გამოაქვეყნა. მათ შორის იყო ზემოთ მოყვანილი 2003 წლის 12 სექტემბრის წინასწარმეტყველებაც.

გაზეთის გამოსვლიდან ორიოდე დღეში რედაქციაში ტელეფონის ზარი გაისმა. უცნობი ქალბატონი რეკავდა, რომელიც "ცენტრ-პოინტის" პრესმდივნად გამეცნო მე — გაზეთის რედაქტორს და მყის საყვედურებით ამავსო, რატომ გამოქვეყნეთო ასეთი ჩანაწერი.

გამიკვირდა, ვითომ რატომ არ უნდა გამოგვექვეყნებინა, ან რა უფლება გვქონდა, რომ წინასწარმეტყველება დაგვემალა ხალხისთვის-მეთქი?

მართალია, ქალბატონი აშკარად კულტურული და კარგად აღზრდილი ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენდა, მაგრამ მაინც გაწიწმატდა:

- იმიტომ, გენაცვალე, რომ ხალხმა თქვენი გაზეთი წაიკითხა და ოფისში მოგვივარდა, შემოტანილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ, გვეუბნებიან, თქვენი აშენებული ბინები აღარ გვინდა, ლელა კაკულია ჩავარდნას გიწინასწარმეტყველებთო! — კატეგიორიული ტონით გამომიცხადა "ცენტრ-პოინტის" პრესმდივანმა.

ამაზე ვუპასუხე, რომ გულწრფელად ვწუხდი კომპანიის პრობლემების გამო, მაგრამ ვერაფრით დავეხმარებოდი.

ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო, რომ ქალბატონმა პრესმდივანმა გაზეთის მომდევნო ნომერში წინასწარმეტყვური ჩანაწერის შესწორება, უფრო სწორად, უარყოფა მოითხოვა, რაზეც უკვე მე აღვშფოთდი და ძალიან თავაზიანად მოვახსენე, რომ ეს გამორიცხული იყო, ვინაიდან ჩვენი მისია ხალხისთვის ჭეშმარიტების წინასწარ შეტყობინება იყო და არა მისი დამახინჯება. მით უმეტეს, რომ წინასწარმეტყველების გადაკეთების უფლება დედამიწის ზურგზე არავის აქვს - თავად ქალბატონ ლელასაც კი.

საუბრის დასასრულს "ცენტრ-პოინტის" წარმომადგენელმა ერთგვარი დაქადნებით მითხრა, მართალია, ახლა მცირე პრობლემები აქვს ჩვენს კომპანიას, მაგრამ ნახეთ, თუ თქვენს ჯიბრზე არ ამოვატრიალოთ საქმეო.

რაღა თქმა უნდა, წარმატება ვუსურვე, დავლოცე კიდეც, ღმერთმა გიშველოთ-მეთქი და დავემშვიდობე. თუმცა, გამოგიტყდებით და გულწრფელი არ ვიყავი, ვინაიდან როგორც ყოველთვის, დარწმუნებული გახლდით, რომ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა მცდარი და რომ მისი ნათქვამი ზუსტად ისე ასრულდებოდა, როგორც იყო წარმოთქმული, რაოდენ ძლიერეადაც უნდა გვსურდეს ადამიანებს საპირისპირო.

ამ საუბრიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ რჩეულიშვილების სამშენებლო კომპანიას უკვე ძალიან გაუსერიოზულდა პრობლემები. მშენებლობები შეწყდა, ხალხი ბინებს ელოდა, მაგრამ ვეღარ იღებდა და ახლა უკვე მთელი ძალიან შეუტიეს "ცენტრ-პოინტს" შეტანილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით.

სწორედ მაშინ ვუამბე პირველად მკითხველს ზემოხსენებული ისტორია და იქვე დავძინე, რომ ისინი, ვინც წინასწარმეტყველების გამოქვეყნებისთანავე მივიდნენ კომპანიაში და ფული უკან მოითხოვეს, ძალიან, ძალიან ჭკვიანი, გონიერი ადამაინები გახლდნენ, რომ წინასწარმეტყველს ენდნენ. დღეს, როცა რჩეულიშვილების ოჯახის წევრების კუთვნილი კომპანია, სამწუხაროდ, დამხობილია და პოლიტიკური კარიერაც ჩაძირული, კიდევ მეტად დარწმუნებული ვარ ამაში.

ზედმეტი განმარტებებით თავს არ შეგაწყენთ, ისედაც ყველამ იცით, რომ სამშენებლო კომპანია "ცენტრ - პოინტ ჯგუფის" დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, მისი ვაჟი -სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილი, შპს "ცენტრ - პოინტი აჭარის" დირექტორები: ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი მენაშენეთა ფულადი სახსრების გაფლანგვის ბრალდებით არიან დაკავებულები", - ნათქვამია კაკულიას "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქალაქო სასამართლომ "ცენტრ-პოინტის" საქმზე ბრალდებულებს მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს პატიმრობა შეუფარდა. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, სამართალდამცველებმა ის ლელა კილაძის საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი