სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ერთ-ერთი მომხმარებელი აცხადებს, რომ რუსთაველის 28-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში თაღლითობის მსხვერპლი გახდა. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მოქალაქის პოსტს.
"მეგობრებო და მოქალაქეებო, არ მიხვიდეთ რუსთაველის #28-ში სავალუტო ჯიხურში თანხის გადასახურდავებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, "კანონიერი" თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდებით და სერიოზულ თანხას დაკარგავთ!".
როგორც "ბიზნესპრესნიუსს" დაზარალებულმა მოქალაქემ განუცხადა, აღნიშნულ ჯიხურში მისვლისას, განუცხადეს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ევროს კურსი დღეს მკვეთრად დაეცა და 1 ევროს სანაცვლოდ 2.059 ლარი გადაუხადეს.. განაგრძეთ კითხვა