მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაღვინებისა და გადაფასების ეტაპი მაქვს" - სად გაუჩინარდა გიორგი ნაზღაიძე და რატომ გადაიფიქრა პოლიტიკაში მოსვლა
"დაღვინებისა და გადაფასების ეტაპი მაქვს" - სად გაუჩინარდა გიორგი ნაზღაიძე და რატომ გადაიფიქრა პოლიტიკაში მოსვლა

ბოლო დროს თით­ქმის არ­სად ჩანს, დი­დად აღარ აქ­ტი­უ­რობს. კი­თხვა­ზე -"სად და­ი­კარ­გე", მპა­სუ­ხობს, რომ არ­სად და­კარ­გუ­ლა, უბ­რა­ლოდ, მიხ­ვდა, რომ იმ ასაკ­ში აღარ არის, გა­და­ცე­მი­დან გა­და­ცე­მა­ში რომ დარ­ბო­და, სა­დაც მი­იწ­ვევ­დნენ, უარს რომ არა­ვის ეუბ­ნე­ბო­და.

"მგო­ნი, დროა, შე­ვარ­ჩიო, რო­მე­ლია ხა­რის­ხი­ა­ნი შოუ და რო­მე­ლი არა, თე­მას სად უფრო სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მოკ­ლედ, ადრე თუ ყველ­გან დავ­დი­ო­დი, რა­შიც ასა­კიც ხელს მი­წყობ­და, იმ გა­გე­ბით, რომ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, უკვე 31 წელი შე­მის­რულ­და და დროა, რა­ღა­ცებ­ზე დავ­ფიქ­რდე... ისე რომ ვთქვათ, ღი­რე­ბუ­ლი გა­და­ცე­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად არის... პრე­სას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზეც თავს ვი­კა­ვებ. აქაც შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მი მაქვს",- ამ­ბობს გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე, ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი, რო­მე­ლიც ხმა­უ­რი­ა­ნი და სკან­და­ლუ­რი რეს­პონ­დენ­ტო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ყო­ველ­თვის...

- ე.ი. რა­ღა­ცე­ებს სხვა თვა­ლით უყუ­რებ...

- იმი­ტომ რომ, ხომ ვამ­ბობ, აღარ ვარ ბავ­შვი და უკვე ბევ­რი რამ მო­მე­თხო­ვე­ბა, - თი­თო­ე­ულ ნათ­ქვამ­სა და ნა­ბიჯ­ზე პა­სუხს ვა­გებ.

- ამ ეტაპ­ზე კონ­კრე­ტუ­ლად რას საქ­მი­ა­ნობ?

- წე­ლი­წად­ზე მე­ტია, ერთ-ერთ ივენთკომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ. ჩვე­ნი ფუნ­ქცი­აა, სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­წყო­ბა. ისე ხდე­ბა უმე­ტე­სად, რომ სა­ხელ­მწი­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვმარ­თავთ, დიდ­ბი­უ­ჯე­ტი­ანს და ახლა ამა­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი.

- დამ­კვე­თე­ბი ვინ არი­ან?

- ტენ­დერებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობთ... მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სო­ბი­სა და 26 მა­ი­სის ღო­ნის­ძი­ე­ბის სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცია ჩვე­ნი მო­წყო­ბი­ლია, ასე­ვე უზარ­მა­ზა­რი ფეს­ტი­ვა­ლი "გან­და­გა­ნა" ბა­თუმ­ში... კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბით, მაგ­რამ გვაქვს პრე­ტენ­ზია, მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ტენ­დერე­ბი მო­ვი­გოთ. სულ სამი ადა­მი­ა­ნი ვართ, - ანა და­თი­აშ­ვი­ლი (ჩვე­ნი დი­რექ­ტო­რი), ნი­ნუ­ცა ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლი და მე. სა­მი­ვე აქ­ტი­უ­რად ვართ ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი.

- გა­ტყობ, რომ ახა­ლი საქ­მე მოგ­წონს?

- ეს ის პრო­ფე­სი­აა, რო­მე­ლიც რა­ღა­ცით ტე­ლე­ვი­ზი­ას ჰგავს, ყო­ველ­თვის ახალ ადა­მი­ნებ­თან გი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა, არის ახა­ლი იდე­ე­ბი, ანუ ერ­თსა და იმა­ვეს არ აკე­თებ, რა­ღა­ცე­ბი ყო­ველ­თვის იც­ვლე­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­მეგ­რე­ლო­ში ცე­მენ­ტის დიდი ქარ­ხა­ნა გავ­ხსე­ნით, კა­ხეთ­ში - ზე­თის­ხი­ლის ქარ­ხა­ნა. გუ­ლით რომ აკე­თებ საქ­მეს და ბო­ლოს შე­დეგს ნა­ხუ­ლობ, რო­მე­ლიც კარ­გი და ლა­მა­ზია, გი­ხა­რია.

- პო­დი­უმს თავი და­ა­ნე­ბე?

- დიდი ხა­ნია, იმი­ტომ რომ რა­ღა­ცას აქვს და­სას­რუ­ლი, მით უმე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სფე­რომ თავი ამო­წუ­რა... მო­დე­ლო­ბა მა­შინ და­ვი­წყე, რო­დე­საც აქ ეს ახა­ლი სფე­რო იყო. დიდი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი მქონ­და და მერე ისე მოხ­და, რომ ბევრ მო­დელ მა­მა­კაცს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გზა გა­ვუკ­ვა­ლე. ვჩხუ­ბობ­დი, ვყვი­რო­დი, ვამ­ბობ­დი, ვამ­ტკი­ცებ­დი, რომ ეს იყო პრო­ფე­სია. დღეს ბევ­რი ბიჭი მო­დე­ლად მუ­შა­ობს, მაგ­რამ მხო­ლოდ ამ სფე­რო­თი ცხოვ­რო­ბა ძნე­ლია.

- პო­დი­უმ­ზე გა­მოს­ვლის გარ­და, აქ­ტი­უ­რად ფო­ტო­მო­დე­ლიც იყა­ვი...

- სა­ერ­თოდ, ამ სფე­რო­ში 10 წელი გა­ვა­ტა­რე, მერე ჩემი სა­კუ­თა­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო კო­ლექ­ცი­აც შევ­ქმე­ნი და ნა­ძა­ლა­დე­ვის ბავ­შვთა სახ­ლს და­ვეხ­მა­რე. დი­ზა­ი­ნე­რი არ ვარ და ამით და­ვას­რუ­ლე ეს მოღ­ვა­წე­ო­ბა. ვაჩ­ვე­ნე, რომ მა­მა­კა­ცებ­მაც უნდა ჩა­იც­ვან ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მო­სი, ეს იყო იმ კო­ლექ­ცი­ის შექ­მნის აზრი. თუმ­ცა მთა­ვა­რი იდეა მა­ინც ქველ­მოქ­მე­დე­ბა იყო, - დავ­ხმა­რე­ბო­დი პა­ტა­რებს.

- რა­დიო-ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა­საც ჩა­მო­შორ­დი?

- არა­ერთ რა­დი­ო­ში შე­მომ­თავ­ზეს სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ ფი­ნან­სებ­ზე ვერ ვთან­ხმდე­ბით... რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ას, იქ დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი მაქვს, ოღონდ, იმ საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, რა­საც დღეს ვა­კე­თებ. მაგ­რამ ჯერ ვა­კან­სია არ­სად არის, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით "და­ვი­ქო­ქო".

- ტე­ლე­შო­უ­ე­ბი სა­უბ­რის დას­წყის­შიც ახ­სე­ნე და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ აფა­სებ თი­თო­ე­ულ მათ­განს?

- ბევ­რი ტე­ლე­შოუ არ გვაქვს, სულ რამ­დე­ნი­მეა. არ­სე­ბულ გა­და­ცე­მებ­ში ბევ­რი რამ არ მომ­წონს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უყუ­რებს, რე­ი­ტინ­გი აქვს და ეგ არის, თო­რემ რო­მე­ლი­ღაც გა­უქ­მდე­ბო­და. ჩემი ვა­რა­უ­დით, თი­თო­ე­ულს უკვე მეტი მო­ე­თხო­ვე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უნდა გა­ი­ზარ­დონ. უცხო ქვეყ­ნებს რომ გა­დავ­ხე­დოთ, ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი აქვთ, ჩვე­ნი მათ­თან რა მო­სა­ტა­ნია?.. ყო­ველ­თვის რა­ღაც სა­ფე­ხუ­რე­ბი უნდა გა­ი­ა­რო, შეც­დო­მებ­ზე ის­წავ­ლო, გან­ვი­თარ­დე. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი დი­დად ვერ ვი­თარ­დე­ბა, რა­ზეც გული მწყდე­ბა. მით უმე­ტეს, რომ ასე­თი გა­მოც­დი­ლი წამ­ყვა­ნე­ბი და ძლი­ე­რი პრო­დი­უ­სე­რე­ბი არი­ან... თუმ­ცა რა­ღა­ცე­ბი მა­ინც მომ­წონს, მა­გა­ლი­თად,"ნა­ნუ­კას შოუმ" ფორ­მა­ტი შე­იც­ვა­ლა და სექ­ტემ­ბრი­დან მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა, "პრო­ფილ­მაც" შეც­ვა­ლა ფორ­მა­ტი, დე­ბა­ტე­ბის რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­და, მაგ­რამ ამის გარ­და, ბევ­რი რამ არ მომ­წონს. უფრო სწო­რედ, სტუმ­რე­ბი ჰყავთ არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი ხოლ­მე. ხში­რად ადა­მი­ა­ნებს უაზ­როდ აპო­პუ­ლა­რუ­ლე­ბენ, არა­და, შე­უძ­ლი­ათ, სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბე­ბი მო­იყ­ვა­ნონ, რო­მელ­თა აზ­რე­ბიც მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სოა და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.

- შენც ხომ გიწ­ვევ­დნენ გა­და­ცე­მებ­ში.

- კი და ახლა ვხვდე­ბი, რომ მეც არ უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი იქ. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ჭკვი­ა­ნუ­რა­დაც მეთ­ქვა, მაგ­რამ იმ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩემი აზრი არ იყო გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. ჯობ­და, ჩემს ად­გი­ლას უფრო კომ­პე­ტენ­ტუ­რი პერ­სო­ნა ყო­ფი­ლი­ყო. რაც შე­ე­ხე­ბა ჯა­ჯა­ნი­ძეს, მას­თან დიდი ხა­ნია ვმე­გობ­რობ, მიყ­ვარს, ვმე­გობ­რობ მის პრო­დი­უ­სერ­თან, მაია სტეფ­ნა­ძეს­თა­ნაც, მა­თაც რა­ღაც გა­და­ცე­მე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი, სა­ინ­ტე­რე­სო და აზ­რი­ა­ნი აქვთ, მაგ­რამ ზო­გიც, არ მომ­წონს. იქ მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი (კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი არ მინ­და და­ვა­სა­ხე­ლო) არ შე­ე­ფე­რე­ბი­ან არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებს. იმის გამო, რომ სკან­და­ლებს ჩა­მოვ­შორ­დი, ახლა შე­უ­რა­ცხყო­ფას ვე­რა­ვის მი­ვა­ყე­ნებ... 

- პირ­და­პირ თქმას ერი­დე­ბი?

- ამას არას­დროს მოვ­რი­დე­ბი­ვარ და არც მო­ვე­რი­დე­ბი, უბ­რა­ლოდ, ვიცი ჩემი მკვა­ხედ ნათ­ქვა­მი ბო­ლოს მა­ინც სკან­დალს გა­მო­იწ­ვევს...

- გის­მენ და მგო­ნია, რომ ცხოვ­რე­ბის რა­ღაც მშვიდ ეტაპ­ზე ხარ გა­და­სუ­ლი...

- დაღ­ვი­ნე­ბი­სა და გა­და­ფა­სე­ბის ეტა­პი მაქვს. რაც 30 წლამ­დე გა­ვი­ა­რე, იმ პე­რი­ო­დის, 13 წლის გა­და­ფა­სე­ბას ვახ­დენ და ბევ­რი შეც­დო­მა გა­მო­მი­ვი­და.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რას ნა­ნობ?

- ბევრ რა­მეს, იგი­ვე იმას, რომ არ იყო სა­ჭი­რო ჩემი შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სა­ჯა­როდ ტე­ლე­სივ­რცე­ში გა­მო­მე­ფი­ნა და ეს გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" მოხ­და. არა­და, ნიუ-იორ­კის­თვის იყო ფო­ტო­ე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს უნ­დო­და, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მთხო­ვეს მივ­სუ­ლი­ყა­ვი და უარი არ ვუ­თხა­რი. თუმ­ცა მივ­ხვდი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამის­თვის მზად არ იყო. ხალ­ხის­გან დიდი აგ­რე­სია წა­მო­ვი­და. ეს აგ­რე­სია ფე­ხებ­ზე მკი­დია, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე ოჯახს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს და მე­გობ­რებს ეხე­ბა, ეს ჩემ­თვის ცოტა მძი­მე თე­მაა. არ მინ­და, რომ ჩე­მებ­ზე ვინ­მემ რა­ი­მე თქვას, ჩემ­ზე - კი ბა­ტო­ნო.

- ერთი-ორი წლის წინ მი­თხა­რი, პო­ლი­ტი­კა­ში ვა­პი­რებ წას­ვლა­სო. ისევ იმ აზ­რზე ხარ?

- კი, აქ­ტი­უ­რად ვა­პი­რებ­დი და ვფიქ­რობ­დი ამა­ზე, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან იყო შეხ­ვედ­რა და­გეგ­მი­ლი, რად­გა­ნაც სა­ბო­ლო­ოდ მის პარ­ტი­ა­ში გა­დავ­წყვი­ტე შეს­ვლა. ახალ­გაზ­რდულ ფრთა­ში მინ­დო­და, გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც ვნა­ხე ირაკ­ლი ალა­სა­ნია, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი გა­და­ვი­ფიქ­რე.

ბა­ტონ ირაკ­ლის დიდ პა­ტივს ვცემ, რო­დე­საც სა­თა­ვე­ში მოვა, ვიცი, რომ ბევ­რი რა­მის შეც­ვლას შე­ეც­დე­ბა...

მე კი იმას მივ­ხვდი, რომ პო­ლი­ტი­კა ჩემი საქ­მე არ არის. თან, ისე­თი ბინ­ძუ­რი რა­ღაც არის, ისე­თი ბინ­ძუ­რი ადა­მი­ა­ნიც არ ვარ. გინ­და თუ არა, რა­ღა­ცა­ში მა­ინც გაგ­ხვე­ვენ...

სა­ერ­თოდ ვაკ­ვირ­დე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მთავ­რო­ბა­ში იმის­თვის მო­დი­ან, რომ მხო­ლოდ თა­ვის ჯი­ბეს მი­ხე­დონ, ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტი გა­ნა­ვი­თა­რონ. შე­იძ­ლე­ბა ბა­ნა­ლურ რა­ღა­ცას ვამ­ბობ, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ში უნდა მო­ვი­დეს ისე­თი ხალ­ხი, ვი­საც მარ­თლა უყ­ვარს თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა, უნდა, რომ მის­თვის გუ­ლით იშ­რო­მოს.

წინა მთავ­რო­ბამ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო საქ­მი­ა­ნო­ბა, რაც ძა­ლი­ან მომ­წონ­და. ვი­ღა­ცებს ჰგო­ნი­ათ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მომ­ხრე ვარ, არა­ვის მოხ­რე არ ვარ. არ­ჩევ­ნებ­ზე ერ­თა­დერ­თხელ მი­ვე­ცი ხმა ადა­მი­ანს და ის ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი იყო...

მოკ­ლედ, სა­ა­კაშ­ვილ­მა კარ­გად და­ი­წყო ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა, ვერ წა­არ­თმევ, მაგ­რამ მერე "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ეგო­ნათ, რომ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ და ბო­ლოს ცუდი შე­დე­გი მი­ი­ღეს. იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ, რო­გორც და­ი­წყეს, ახ­ლაც უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში იქ­ნე­ბოდ­ნენ. მერე გულ­და­სა­წყვე­ტია, ხალ­ხი რომ მო­ტყუვ­და და "ოც­ნე­ბას" მის­ცა ხმა, "ოც­ნე­ბამ" უმუ­შევ­რო­ბის და­მარ­ცხე­ბა ვერ შეძ­ლო. ხალ­ხის შეც­დო­მის მი­ზე­ზი კი დაბ­ნე­უ­ლო­ბა და გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რებ­ლო­ბაა.

- ე.ი. "ოც­ნე­ბის­თვის" ხმა არ მი­გი­ცია?

- არა და, ხომ გი­თხა­რით, არც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის". ჩემ­თვის ორი­ვე მთავ­რო­ბა დიდი შეც­დო­მის ობი­ექ­ტია. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შეც­დო­მე­ბი­დან ბევ­რი რამ უპა­ტი­ე­ბე­ლია, დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა კი ისეთ შეც­დო­მებს უშ­ვებს, მუდ­მი­ვად გა­ო­ცე­ბუ­ლი ვრჩე­ბი. მოკ­ლედ, პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა გა­და­ვი­ფიქ­რე... 

ლალი ფა­ცია

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"დაღვინებისა და გადაფასების ეტაპი მაქვს" - სად გაუჩინარდა გიორგი ნაზღაიძე და რატომ გადაიფიქრა პოლიტიკაში მოსვლა

"დაღვინებისა და გადაფასების ეტაპი მაქვს" - სად გაუჩინარდა გიორგი ნაზღაიძე და რატომ გადაიფიქრა პოლიტიკაში მოსვლა

ბოლო დროს თითქმის არსად ჩანს, დიდად აღარ აქტიურობს. კითხვაზე -"სად დაიკარგე", მპასუხობს, რომ არსად დაკარგულა, უბრალოდ, მიხვდა, რომ იმ ასაკში აღარ არის, გადაცემიდან გადაცემაში რომ დარბოდა, სადაც მიიწვევდნენ, უარს რომ არავის ეუბნებოდა.

"მგონი, დროა, შევარჩიო, რომელია ხარისხიანი შოუ და რომელი არა, თემას სად უფრო საინტერესოდ განიხილავენ. მოკლედ, ადრე თუ ყველგან დავდიოდი, რაშიც ასაკიც ხელს მიწყობდა, იმ გაგებით, რომ ჩამოუყალიბებელი ვიყავი, უკვე 31 წელი შემისრულდა და დროა, რაღაცებზე დავფიქრდე... ისე რომ ვთქვათ, ღირებული გადაცემაც საქართველოში ნაკლებად არის... პრესასთან ინტერვიუებზეც თავს ვიკავებ. აქაც შერჩევის კრიტერიუმი მაქვს",- ამბობს გიორგი ნაზღაიძე, ყოფილი მოდელი და ტელერადიოწამყვანი, რომელიც ხმაურიანი და სკანდალური რესპონდენტობით გამოირჩეოდა ყოველთვის...

- ე.ი. რაღაცეებს სხვა თვალით უყურებ...

- იმიტომ რომ, ხომ ვამბობ, აღარ ვარ ბავშვი და უკვე ბევრი რამ მომეთხოვება, - თითოეულ ნათქვამსა და ნაბიჯზე პასუხს ვაგებ.

- ამ ეტაპზე კონკრეტულად რას საქმიანობ?

- წელიწადზე მეტია, ერთ-ერთ ივენთკომპანიაში ვმუშაობ. ჩვენი ფუნქციაა, სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა. ისე ხდება უმეტესად, რომ სახელმწიფო ღონისძიებებს ვმართავთ, დიდბიუჯეტიანს და ახლა ამაზე ვარ გადართული.

- დამკვეთები ვინ არიან?

- ტენდერებში ვმონაწილეობთ... მაგალითად, თბილისობისა და 26 მაისის ღონისძიების სხვადასხვა ლოკაცია ჩვენი მოწყობილია, ასევე უზარმაზარი ფესტივალი "განდაგანა" ბათუმში... კერძო კომპანიებსაც ვემსახურებით, მაგრამ გვაქვს პრეტენზია, მაღალბიუჯეტიანი ტენდერები მოვიგოთ. სულ სამი ადამიანი ვართ, - ანა დათიაშვილი (ჩვენი დირექტორი), ნინუცა ყუბანეიშვილი და მე. სამივე აქტიურად ვართ ამ ყველაფერში ჩართული.

- გატყობ, რომ ახალი საქმე მოგწონს?

- ეს ის პროფესიაა, რომელიც რაღაცით ტელევიზიას ჰგავს, ყოველთვის ახალ ადამინებთან გიწევს ურთიერთობა, არის ახალი იდეები, ანუ ერთსა და იმავეს არ აკეთებ, რაღაცები ყოველთვის იცვლება. მაგალითად, სამეგრელოში ცემენტის დიდი ქარხანა გავხსენით, კახეთში - ზეთისხილის ქარხანა. გულით რომ აკეთებ საქმეს და ბოლოს შედეგს ნახულობ, რომელიც კარგი და ლამაზია, გიხარია.

- პოდიუმს თავი დაანებე?

- დიდი ხანია, იმიტომ რომ რაღაცას აქვს დასასრული, მით უმეტეს, რომ საქართველოში ამ სფერომ თავი ამოწურა... მოდელობა მაშინ დავიწყე, როდესაც აქ ეს ახალი სფერო იყო. დიდი დაპირისპირებები მქონდა და მერე ისე მოხდა, რომ ბევრ მოდელ მამაკაცს ამ მიმართულებით გზა გავუკვალე. ვჩხუბობდი, ვყვიროდი, ვამბობდი, ვამტკიცებდი, რომ ეს იყო პროფესია. დღეს ბევრი ბიჭი მოდელად მუშაობს, მაგრამ მხოლოდ ამ სფეროთი ცხოვრობა ძნელია.

- პოდიუმზე გამოსვლის გარდა, აქტიურად ფოტომოდელიც იყავი...

- საერთოდ, ამ სფეროში 10 წელი გავატარე, მერე ჩემი საკუთარი საქველმოქმედო კოლექციაც შევქმენი და ნაძალადევის ბავშვთა სახლს დავეხმარე. დიზაინერი არ ვარ და ამით დავასრულე ეს მოღვაწეობა. ვაჩვენე, რომ მამაკაცებმაც უნდა ჩაიცვან ხარისხიანი სამოსი, ეს იყო იმ კოლექციის შექმნის აზრი. თუმცა მთავარი იდეა მაინც ქველმოქმედება იყო, - დავხმარებოდი პატარებს.

- რადიო-ტელეწამყვანობასაც ჩამოშორდი?

- არაერთ რადიოში შემომთავზეს სამსახური, მაგრამ ფინანსებზე ვერ ვთანხმდებით... რაც შეეხება ტელევიზიას, იქ დაბრუნების სურვილი მაქვს, ოღონდ, იმ საქმის პარალელურად, რასაც დღეს ვაკეთებ. მაგრამ ჯერ ვაკანსია არსად არის, რომ ტელევიზიის მიმართულებით "დავიქოქო".

- ტელეშოუები საუბრის დასწყისშიც ახსენე და საინტერესოა, როგორ აფასებ თითოეულ მათგანს?

- ბევრი ტელეშოუ არ გვაქვს, სულ რამდენიმეა. არსებულ გადაცემებში ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ საზოგადოება უყურებს, რეიტინგი აქვს და ეგ არის, თორემ რომელიღაც გაუქმდებოდა. ჩემი ვარაუდით, თითოეულს უკვე მეტი მოეთხოვება, შემოქმედებითად უნდა გაიზარდონ. უცხო ქვეყნებს რომ გადავხედოთ, ისეთი პროექტები აქვთ, ჩვენი მათთან რა მოსატანია?.. ყოველთვის რაღაც საფეხურები უნდა გაიარო, შეცდომებზე ისწავლო, განვითარდე. სამწუხაროა, რომ ჩვენში ეს ყველაფერი დიდად ვერ ვითარდება, რაზეც გული მწყდება. მით უმეტეს, რომ ასეთი გამოცდილი წამყვანები და ძლიერი პროდიუსერები არიან... თუმცა რაღაცები მაინც მომწონს, მაგალითად,"ნანუკას შოუმ" ფორმატი შეიცვალა და სექტემბრიდან მაინტერესებს, როგორი იქნება, "პროფილმაც" შეცვალა ფორმატი, დებატების რეჟიმში გადავიდა, მაგრამ ამის გარდა, ბევრი რამ არ მომწონს. უფრო სწორედ, სტუმრები ჰყავთ არასწორად შერჩეული ხოლმე. ხშირად ადამიანებს უაზროდ აპოპულარულებენ, არადა, შეუძლიათ, საინტერესო პიროვნებები მოიყვანონ, რომელთა აზრებიც მართლა საინტერესოა და გასათვალისწინებელი.

- შენც ხომ გიწვევდნენ გადაცემებში.

- კი და ახლა ვხვდები, რომ მეც არ უნდა მივსულიყავი იქ. შეიძლება რაღაც ჭკვიანურადაც მეთქვა, მაგრამ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ჩემი აზრი არ იყო გასათვალისწინებელი. ჯობდა, ჩემს ადგილას უფრო კომპეტენტური პერსონა ყოფილიყო. რაც შეეხება ჯაჯანიძეს, მასთან დიდი ხანია ვმეგობრობ, მიყვარს, ვმეგობრობ მის პროდიუსერთან, მაია სტეფნაძესთანაც, მათაც რაღაც გადაცემები ძალიან კარგი, საინტერესო და აზრიანი აქვთ, მაგრამ ზოგიც, არ მომწონს. იქ მოსული ადამიანები (კონკრეტული სახელები და გვარები არ მინდა დავასახელო) არ შეეფერებიან არსებულ სიტუაციებს. იმის გამო, რომ სკანდალებს ჩამოვშორდი, ახლა შეურაცხყოფას ვერავის მივაყენებ... 

- პირდაპირ თქმას ერიდები?

-  ამას არასდროს მოვრიდებივარ და არც მოვერიდები, უბრალოდ, ვიცი ჩემი მკვახედ ნათქვამი ბოლოს მაინც სკანდალს გამოიწვევს...

- გისმენ და მგონია, რომ ცხოვრების რაღაც მშვიდ ეტაპზე ხარ გადასული...

- დაღვინებისა და გადაფასების ეტაპი მაქვს. რაც 30 წლამდე გავიარე, იმ პერიოდის, 13 წლის გადაფასებას ვახდენ და ბევრი შეცდომა გამომივიდა.

- ყველაზე მეტად რას ნანობ?

- ბევრ რამეს, იგივე იმას, რომ არ იყო საჭირო ჩემი შიშველი ფოტოები საჯაროდ ტელესივრცეში გამომეფინა და ეს გადაცემა "პროფილში" მოხდა. არადა, ნიუ-იორკისთვის იყო ფოტოები გაკეთებული, სამოდელო სააგენტოს უნდოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ტელევიზიაში მთხოვეს მივსულიყავი და უარი არ ვუთხარი. თუმცა მივხვდი, რომ საქართველო ამისთვის მზად არ იყო. ხალხისგან დიდი აგრესია წამოვიდა. ეს აგრესია ფეხებზე მკიდია, მაგრამ როდესაც საქმე ოჯახს, საყვარელ ადამიანებს და მეგობრებს ეხება, ეს ჩემთვის ცოტა მძიმე თემაა. არ მინდა, რომ ჩემებზე ვინმემ რაიმე თქვას, ჩემზე - კი ბატონო.

- ერთი-ორი წლის წინ მითხარი, პოლიტიკაში ვაპირებ წასვლასო. ისევ იმ აზრზე ხარ?

- კი, აქტიურად ვაპირებდი და ვფიქრობდი ამაზე, ირაკლი ალასანიასთან იყო შეხვედრა დაგეგმილი, რადგანაც საბოლოოდ მის პარტიაში გადავწყვიტე შესვლა. ახალგაზრდულ ფრთაში მინდოდა, გაერთიანება, მაგრამ როდესაც ვნახე ირაკლი ალასანია, ამ თემაზე ლაპარაკი გადავიფიქრე.

ბატონ ირაკლის დიდ პატივს ვცემ, როდესაც სათავეში მოვა, ვიცი, რომ ბევრი რამის შეცვლას შეეცდება...

მე კი იმას მივხვდი, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. თან, ისეთი ბინძური რაღაც არის, ისეთი ბინძური ადამიანიც არ ვარ. გინდა თუ არა, რაღაცაში მაინც გაგხვევენ...

საერთოდ ვაკვირდები, პოლიტიკოსები მთავრობაში იმისთვის მოდიან, რომ მხოლოდ თავის ჯიბეს მიხედონ, ოჯახის ბიუჯეტი განავითარონ. შეიძლება ბანალურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ისეთი ხალხი, ვისაც მართლა უყვარს თავისი ქვეყანა, უნდა, რომ მისთვის გულით იშრომოს.

წინა მთავრობამ აქტიურად დაიწყო საქმიანობა, რაც ძალიან მომწონდა. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე ვარ, არავის მოხრე არ ვარ. არჩევნებზე ერთადერთხელ მივეცი ხმა ადამიანს და ის ბადრი პატარკაციშვილი იყო...

მოკლედ, სააკაშვილმა კარგად დაიწყო ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა, ვერ წაართმევ, მაგრამ მერე ''ნაციონალებს'' ეგონათ, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდათ და ბოლოს ცუდი შედეგი მიიღეს. იმავე მიმართულებით რომ გაეგრძელებინათ, როგორც დაიწყეს, ახლაც უმრავლესობაში იქნებოდნენ. მერე გულდასაწყვეტია, ხალხი რომ მოტყუვდა და "ოცნებას" მისცა ხმა, ''ოცნებამ'' უმუშევრობის დამარცხება ვერ შეძლო. ხალხის შეცდომის მიზეზი კი დაბნეულობა და გაუთვითცნობიერებლობაა.

- ე.ი. "ოცნებისთვის" ხმა არ მიგიცია?

- არა და, ხომ გითხარით, არც ''ნაციონალებისთვის''. ჩემთვის ორივე მთავრობა დიდი შეცდომის ობიექტია. "ნაციონალების" შეცდომებიდან ბევრი რამ უპატიებელია, დღევანდელი მთავრობა კი ისეთ შეცდომებს უშვებს, მუდმივად გაოცებული ვრჩები. მოკლედ, პოლიტიკაში წასვლა გადავიფიქრე... 

ლალი ფაცია

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი