პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველა დაიჭირეს" - ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის დაკავების დეტალებს იხსენებს
"ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველა დაიჭირეს" - ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის დაკავების დეტალებს იხსენებს

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ლელა კი­ლა­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ვაჟ­მა, და­კა­ვე­ბამ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აცხა­დებ­და, რომ თა­ვად ჩა­ბარ­დე­ბო­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს. და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში მას­თან მისი მე­უღ­ლე ლელა კი­ლა­ძე და მსა­ხი­ო­ბი მიშა მეს­ხი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. Ambebi.ge ლელა კი­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა.

- "ფე­ის­ბუქ­ზეც" და­ი­დო მი­მარ­თვა და "რუს­თა­ვი2"-საც მის­ცა გუ­კამ და­კა­ვე­ბამ­დე ინ­ტერ­ვიუ იმის თა­ო­ბა­ზე, რომ პო­ლი­ცი­ას თა­ვად ბარ­დე­ბო­და. ლიფ­ტში ვი­ყა­ვით უკვე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი რომ ამო­ვიდ­ნენ კი­ბე­ზე. ამის ფაქ­ტე­ბიც არ­სე­ბობს.

- სად ემა­ლე­ბო­და პო­ლი­ცი­ას გუკა?

- ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი მა­ნამ­დე სად იყო. მო­ვი­და, თა­ვის შვილს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­უგ­ზავ­ნა და და­ემ­შვი­დო­ბა.

- დე­და­მი­სის და­კა­ვე­ბის გამო მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჩა­ბა­რე­ბო­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს?

- მთა­ვა­რი მის­თვის მხო­ლოდ დე­და­მი­სის და­კა­ვე­ბა არ იყო, სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის მი­მართ მი­ღე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­მაც იქო­ნია დიდი გავ­ლე­ნა. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ სამი შვი­ლის დე­დას, რო­მელ­საც ფი­ნან­სებ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქონ­და, გა­მო­უშ­ვებ­დნენ და თა­ვის საქ­მეს შემ­დეგ მო­აგ­ვა­რებ­და. ამას რო­გორ აპი­რებ­და, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ვერ მო­ვას­წა­რით. სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის სა­ხით, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ზის ცი­ხე­ში.

- აპი­რებთ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას?

- ვნა­ხოთ რას ვი­ზამთ. ჯერ შოკ­ში ვარ, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ვი­საც გა­მარ­ჯო­ბა ვუ­თხა­რი, ყვე­ლა და­ი­ჭი­რეს. გი­გიც, მა­მაც, გუ­კაც. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ზე­წო­ლის ქვეშ მი­წევს ცხოვ­რე­ბა.

- რა გეხ­მა­რე­ბათ ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ტა­ნა­ში?

- არ ვიცი. გი­გის და­კა­ვე­ბაც ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, მა­შინ მი­ღე­ბუ­ლი სტრე­სის გამო, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით ვი­წე­ქი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ახლა იმე­დია გა­ვუძ­ლებ ამ ყვე­ლა­ფერს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

ასე­ვე ნა­ხეთ: ლელა კი­ლა­ძის ფოტო, რო­მე­ლიც გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ­დე ცოტა ხნით ად­რეა გა­და­ღე­ბუ­ლი

რო­გორ შეხ­ვდნენ მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას "ცენ­ტრ პო­ინ­ტის­გან" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი - კად­რე­ბი სა­სა­მარ­თლო­დან

"ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველა დაიჭირეს" - ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის დაკავების დეტალებს იხსენებს

"ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველა დაიჭირეს" - ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის დაკავების დეტალებს იხსენებს

სამართალდამცავებმა ლელა კილაძის საცხოვრებელ სახლთან გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. მაია რჩეულიშვილის ვაჟმა, დაკავებამდე სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ თავად ჩაბარდებოდა სამართალდამცავებს. დაკავების მომენტში მასთან მისი მეუღლე ლელა კილაძე და მსახიობი მიშა მესხი იმყოფებოდნენ. Ambebi.ge ლელა კილაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

- "ფეისბუქზეც" დაიდო მიმართვა და "რუსთავი2"-საც მისცა გუკამ დაკავებამდე ინტერვიუ იმის თაობაზე, რომ პოლიციას თავად ბარდებოდა. ლიფტში ვიყავით უკვე, სამართალდამცავები რომ ამოვიდნენ კიბეზე. ამის ფაქტებიც არსებობს.

- სად ემალებოდა პოლიციას გუკა?

- ნამდვილად არ ვიცოდი მანამდე სად იყო. მოვიდა, თავის შვილს ვიდეომიმართვა გაუგზავნა და დაემშვიდობა.

- დედამისის დაკავების გამო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაბარებოდა სამართალდამცავებს?

- მთავარი მისთვის მხოლოდ დედამისის დაკავება არ იყო, სალომე ჩარკვიანის მიმართ მიღებულმა სასამართლო გადაწყვეტილებამაც იქონია დიდი გავლენა. ის დარწმუნებული იყო, რომ სამი შვილის დედას, რომელსაც ფინანსებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, გამოუშვებდნენ და თავის საქმეს შემდეგ მოაგვარებდა. ამას როგორ აპირებდა, ამაზე საუბარი ვერ მოვასწარით. სალომე ჩარკვიანის სახით, უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში.

- აპირებთ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას?

- ვნახოთ რას ვიზამთ. ჯერ შოკში ვარ, ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს ცხოვრებაში. ბოლო წლების მანძილზე ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველა დაიჭირეს. გიგიც, მამაც, გუკაც. წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ მიწევს ცხოვრება.

- რა გეხმარებათ ამ ყველაფრის გადატანაში?

- არ ვიცი. გიგის დაკავებაც ძალიან განვიცადე, მაშინ მიღებული სტრესის გამო, მძიმე მდგომარეობით ვიწექი საავადმყოფოში და ახლა იმედია გავუძლებ ამ ყველაფერს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ასევე ნახეთ: ლელა კილაძის ფოტო, რომელიც გუკა რჩეულიშვილის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული

როგორ შეხვდნენ მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებას "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულები - კადრები სასამართლოდან

შესაძლოა თუ არა ნიკოტინმა COVID-19-ისგან დაგიცვათ? - რას ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ფრანგი მეცნიერების ახალ მიგნებაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა

მთავრობა განმარტავს, ვისთვის იქნება დასაშვები 27 და 28 აპრილს თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა-გასვლა