ბოლო ხანს ჩადენილი დანაშაულების სისასტიკემ საზოგადოება შოკში ჩააგდო. შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული მაგდა პაპიძის განაჩენის შემდეგ, ბათუმში მამაკაცმა ყოფილი ცოლი, მისი 3 შვილის დედა სასაფლაოზე გაიტყუა და ჩაქუჩით დაჩეჩქვა. გონწასული იქვე დატოვა და მიიმალა. ქალი გამვლელმა იპოვა და გადაარჩინა.
10 ივლისს შემზარავი მკვლელობა მოხდა ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში - ოჯახის 4 წევრი, დედა და შვილები დამნაშავემ ერთად ამოხოცა.
ამავე დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, სადაც ეკომიგრანტი სვანები ცხოვრობენ, 40 წლის ზ.ს-მ სტუმრად მყოფი მეზობლის თვალწინ, ცოლს ყურები დააჭრა. როცა შეძრწუნებულმა სტუმარმა ქალის მიშველება სცადა, ზ.ს-მ სამზარეულოს დანით მუცლისა და გულის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა... ამის შემდეგ მკვლელმა დანა დააგდო და მიიმალა...
გამოძიება ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 11 პრიმა მუხლით (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის) აღიძრა. დამნაშავე პოლიციამ მალევე დააკავა, მან დანაშაული აღიარა.
სოფლის მოსახლეობა მომხდარზე საუბრისგან თავს იკავებს, ამბობენ რომ შოკში არიან, თუმცა მკვლელობის რამდენიმე დეტალი მაინც გაგვიმხილეს:
- ვერ ვიტყვით, რომ დანაშაულის ჩამდენი შეურაცხადი იყო, ან სხვასაც აყენებდა შეურაცხყოფას, მაგრამ ცოლს მართლაც სასტიკად ექცეოდა. ცოლ-ქმარი დაახლოებით 40 წლამდე არიან, შვილი არ ჰყავთ და გამუდმებით ჩხუბობდნენ. ქმარი სულ ეჭვიანობდა, შეეძლო ნებისმიერზე ეეჭვიანა, ვინც მათი ეზოს კარს შეაღებდა. ქალს ყველგან წასვლას უკრძალავდა, მეზობელთანაც რომ გადავიდოდა, იმაზეც შარს აუტეხდა... ყველაფერზე შენიშვნას აძლევდა, ელემენტარულად, კერძის მომზადებაზეც კი ისეთ ჩხუბს მოაწყობდა, გეგონებოდა, ამ ქალმა საშინელი დანაშაული ჩაიდინაო. თუ დალევდა, ხომ ჯოჯოხეთს აწყობდა. ყველას გვიკვირდა, რომ ცოლი შინ უჩერდებოდა, ვეუბნეოდით კიდეც, გაერიდე, თავს რატომ აკვლევინებო, მაგრამ როცა წასასვლელი არსად გაქვს, სად უნდა წახვიდე... ახლა ქალი კი დაასახიჩრა, მაგრამ მაინც ცოცხალია, ხუთი შვილის მამა კი შეიწირა. რა ეშველებათ ბავშვებს, აქამდეც უჭირდა ოჯახს, ახლა კი საერთოდ მშივრები დარჩებიან... განაგრძეთ კითხვა