პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მიჰყავდათ "ტკბილი სახლის" აღსაზრდელები მანქანის საბარგულით ტაძარში - ბაგა-ბაღის განმარტება
რატომ მიჰყავდათ "ტკბილი სახლის" აღსაზრდელები მანქანის საბარგულით ტაძარში - ბაგა-ბაღის განმარტება

გუ­შინ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცელ­და ფოტო, სა­დაც გა­და­ღე­ბუ­ლი არი­ან ბაგა-ბა­ღის, "ტკბი­ლი სახ­ლის" აღ­საზ­რდე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში სხე­დან. ფო­ტომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ფო­ტოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად და იყ­ვნენ თუ არა ეს ბავ­შვე­ბი ნამ­დვი­ლად ბაგა-ბაღი "ტკბი­ლი სახ­ლის" აღ­საზ­რდე­ლე­ბი. ჩვენ ბა­ღის ერთ-ერთ მფლო­ბელს, შოთა ჭე­ლი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბავ­შვე­ბი ბა­ღის დი­რექ­ტორს და დამ­ფუძვნე­ბელს ელზა უგ­რე­ლი­ძეს მიჰ­ყავ­და ტა­ძარ­ში პეტ­რე -პავ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, სა­ზი­ა­რებ­ლად... ასე ხდე­ბა ყო­ველ დიდ დღე­სას­წა­ულ­ზე. და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მშობ­ლე­ბი საქ­მის კურ­სში იყ­ვნენ... ბაგა-ბაღი "ტკბი­ლი სახ­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ბო­დიშს უხ­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბას და არ უარ­ყოფს მომ­ხდარს. ფო­ტოს თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით და­ი­ნა­ხავთ, რომ სუ­რა­თი ახლო რა­კურ­სით არის გა­და­ღე­ბუ­ლი. სუ­რა­თის ავ­ტორს კი თავ­ში აზ­რად არ მოს­ვლია გა­მო­ეთ­ქვა პრო­ტეს­ტი, გა­მო­ე­ძა­ხა პატ­რუ­ლი და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე შედ­გე­ნი­ლი­ყო აქტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბაგა ბაღი "ტკბი­ლი სახ­ლის" სა­ხე­ლი, პრეს­ტი­ჟი და რე­პუ­ტა­ცია იქნა შე­ლა­ხუ­ლი, ისე­ვე რო­გორც ბაშ­ვე­ბის და მათი მშობ­ლე­ბის. რო­დე­საც ფო­ტოს მი­ზა­ნია ფაქ­ტის დაგ­მო­ბა და დარ­ღვე­ვის პრე­ვენ­ცია იქ მან­ქა­ნის ნომ­რე­ბი არ უნდა ჩან­დეს და მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს და­ცუ­ლი ანო­ნი­მუ­რო­ბა. იმი­ტომ არ­სე­ბობს ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი, რომ უსა­ფუძ­ვლოდ სხვი­სი სხვი­სი პი­რა­დი თუ სა­მე­წარ­მეო ინ­ტე­რე­სე­ბი, ღირ­სე­ბა და პა­ტი­ვი არ ილა­ხე­ბო­დეს. მე ვგმობ ამ ფაქტს და არ ვა­მარ­თლებ არა­ნა­ი­რად. თუმ­ცა ნიშ­ნის მო­გე­ბით სუ­რა­თე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბა და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გულ­გრი­ლად ყუ­რე­ბა არა­ნაკ­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლია. გუ­შინ ბა­ღის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­სა­მარ­თით წა­ი­კი­თხავ­დით მხო­ლოდ სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბით ლან­ძღვა-გი­ნე­ბას და შე­უ­რა­ცყო­ფას. "ტკბი­ლი სახ­ლი" კი­დევ ერთხელ უხ­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს და პი­რო­ბას დებს, რომ ასე­თი რამ მე­ო­რედ აღარ გან­მე­ორ­დე­ბა. ასე­ვე ბა­ღის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დიდ მად­ლო­ბას უხ­დის თი­თო­ე­ულ მშო­ბელს თა­ნად­გო­მის­თვის, რომ­ლე­ბიც გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­ურ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავ­დნენ "ტკბი­ლი სახ­ლის" მი­სა­მარ­თით. მშობ­ლე­ბის ასეთ ნდო­ბას კი ნამ­დვი­ლად დამ­სა­ხუ­რე­ბა ჭირ­დე­ბა.

ასე­ვე ის­მის კი­თხვა: სუ­რა­თის ავ­ტორ­მა რა­ტომ არ გა­მო­ი­ძა­ხა პატ­რუ­ლი მომ­ხდა­რის ად­გილ­ზე და რა­ტომ არ შედ­გა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე აქტი? რა­ტომ და­ე­ლო­და იგი მან­ქა­ნის დაძ­ვრას? რა იყო სუ­რა­თის ავ­ტო­რის რე­ა­ლუ­რი­ლი მი­ზა­ნი? ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა თუ ბაგა ბაღი "ტკბი­ლი სახ­ლის" მი­ზან მი­მარ­თუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცია? სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხოვ რომ დას­კვნე­ბი თა­ვად გა­მო­ი­ტა­ნოს", - ამ­ბობს ჭე­ლი­ძე.

რატომ მიჰყავდათ "ტკბილი სახლის" აღსაზრდელები მანქანის საბარგულით ტაძარში - ბაგა-ბაღის განმარტება

რატომ მიჰყავდათ "ტკბილი სახლის" აღსაზრდელები მანქანის საბარგულით ტაძარში - ბაგა-ბაღის განმარტება

გუშინ "ფეისბუქზე" გავრცელდა ფოტო, სადაც გადაღებული არიან ბაგა-ბაღის, "ტკბილი სახლის" აღსაზრდელები, რომლებიც მანქანის საბარგულში სხედან. ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ფოტოს გავრცელების შემდეგ Ambebi.ge დაინტერესდა, რა მოხდა რეალურად და იყვნენ თუ არა ეს ბავშვები ნამდვილად ბაგა-ბაღი "ტკბილი სახლის" აღსაზრდელები. ჩვენ ბაღის ერთ-ერთ მფლობელს, შოთა ჭელიძეს ვესაუბრეთ:

"როგორც ცნობილია, ბავშვები ბაღის დირექტორს და დამფუძვნებელს ელზა უგრელიძეს მიჰყავდა ტაძარში პეტრე -პავლობის დღესასწაულზე, საზიარებლად... ასე ხდება ყოველ დიდ დღესასწაულზე. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მშობლები საქმის კურსში იყვნენ... ბაგა-ბაღი "ტკბილი სახლის" ხელმძღვანელობა ბოდიშს უხდის საზოგადოებას და არ უარყოფს მომხდარს. ფოტოს თუ კარგად დააკვირდებით დაინახავთ, რომ სურათი ახლო რაკურსით არის გადაღებული. სურათის ავტორს კი თავში აზრად არ მოსვლია გამოეთქვა პროტესტი, გამოეძახა პატრული და სამართალდარღვევაზე შედგენილიყო აქტი. აქედან გამომდინარე, ბაგა ბაღი "ტკბილი სახლის" სახელი, პრესტიჟი და რეპუტაცია იქნა შელახული, ისევე როგორც ბაშვების და მათი მშობლების. როდესაც ფოტოს მიზანია ფაქტის დაგმობა და დარღვევის პრევენცია იქ მანქანის ნომრები არ უნდა ჩანდეს და მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ანონიმურობა. იმიტომ არსებობს ამ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოები, რომ უსაფუძვლოდ სხვისი სხვისი პირადი თუ სამეწარმეო ინტერესები, ღირსება და პატივი არ ილახებოდეს. მე ვგმობ ამ ფაქტს და არ ვამართლებ არანაირად. თუმცა ნიშნის მოგებით სურათების ტირაჟირება და სამართალდარღვევის გულგრილად ყურება არანაკლები დანაშაულია. გუშინ ბაღის ხელმძღვანელობის მისამართით წაიკითხავდით მხოლოდ საშინელი სიტყვებით ლანძღვა-გინებას და შეურაცყოფას. "ტკბილი სახლი" კიდევ ერთხელ უხდის საზოგადოებას ბოდიშს და პირობას დებს, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ განმეორდება. ასევე ბაღის ხელმძღვანელობა დიდ მადლობას უხდის თითოეულ მშობელს თანადგომისთვის, რომლებიც გუშინ სოციალურ ქსელში აქტიურ მხარდაჭერას გამოხატავდნენ "ტკბილი სახლის" მისამართით. მშობლების ასეთ ნდობას კი ნამდვილად დამსახურება ჭირდება.

ასევე ისმის კითხვა: სურათის ავტორმა რატომ არ გამოიძახა პატრული მომხდარის ადგილზე და რატომ არ შედგა სამართალდარღვევაზე აქტი? რატომ დაელოდა იგი მანქანის დაძვრას? რა იყო სურათის ავტორის რეალურილი მიზანი? ბავშვების უსაფრთხოება თუ ბაგა ბაღი "ტკბილი სახლის" მიზან მიმართული დისკრედიტაცია? საზოგადოებას ვთხოვ რომ დასკვნები თავად გამოიტანოს", - ამბობს ჭელიძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი