სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაფიცი მსაჯულები დღეს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის საქმეს განიხილავენ
ნაფიცი მსაჯულები დღეს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის საქმეს განიხილავენ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ ნუკ­რი ი.-ს მი­მართ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა გან­სჯა­დი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა და­ი­წყო, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან აც­ნო­ბეს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ნუკ­რი ი.-ს ბრა­ლი ედე­ბა მას­ში, რომ ჩა­ი­დი­ნა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში - ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვა­თა სი­ცო­ცხლეს ან ჯან­მრთე­ლო­ბას; ასე­ვე ყა­ჩა­ღო­ბა, ესე იგი თავ­დას­ხმა სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით; მას­ვე ბრა­ლად ედე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა.

"ნა­ფიც მსა­ჯულ­თა შერ­ჩე­ვის სხდო­მებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად, მხა­რე­თა მიერ მსა­ჯუ­ლო­ბის კან­დი­და­ტე­ბის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი აცი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად შე­ირ­ჩა 12 ძი­რი­თა­დი და 2 სა­თა­და­რი­გო მსა­ჯუ­ლი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას.

ღია სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მო­სა­მარ­თლემ დაც­ვის და ბრალ­დე­ბის მხა­რე­ებს და ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს მათი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი გა­ნუ­მარ­ტა. მსა­ჯუ­ლებს მი­ე­ცათ გან­მარ­ტე­ბა გა­მო­სა­ყე­ნებ­ლი კა­ნო­ნის თა­ო­ბა­ზე, ასე­ვე გა­ნე­მარ­ტათ, რომ საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო ვერ­დიქ­ტის გა­მო­ტა­ნამ­დე მათ ეკ­რძა­ლე­ბათ საქ­მის გან­ხილ­ვი­სას მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა, სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს მიღ­მა საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ე­ბი შე­სა­ვალ სი­ტყვებს წარ­მო­ად­გე­ნენ, ასე­ვე და­ი­კი­თხე­ბი­ან ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი. შე­სა­ვალ სი­ტყვე­ბამ­დე კი წი­ლისყ­რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ირ­ჩა უფ­რო­სი მსა­ჯუ­ლი და ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა და­დეს ფიცი, რომ პა­ტი­ოს­ნად და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად აღას­რუ­ლე­ბენ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას.

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია. მათი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე დამ­სწრე პი­რებს და პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ებს ეკ­რძა­ლე­ბათ მსა­ჯულ­თა ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნაფიცი მსაჯულები დღეს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის საქმეს განიხილავენ

ნაფიცი მსაჯულები დღეს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის საქმეს განიხილავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ნუკრი ი.-ს მიმართ ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნუკრი ი.-ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ასევე ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით; მასვე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

"ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მხარეთა მიერ მსაჯულობის კანდიდატების დასაბუთებული და დაუსაბუთებელი აცილებების შედეგად შეირჩა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ მართლმსაჯულებას.

ღია სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაცვის და ბრალდების მხარეებს და ნაფიც მსაჯულებს მათი უფლება-მოვალეობები განუმარტა. მსაჯულებს მიეცათ განმარტება გამოსაყენებლი კანონის თაობაზე, ასევე განემარტათ, რომ საქმეზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე მათ ეკრძალებათ საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, საკუთარი აზრის დაფიქსირება და სასამართლო პროცესს მიღმა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოადგენენ, ასევე დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. შესავალ სიტყვებამდე კი წილისყრის საფუძველზე შეირჩა უფროსი მსაჯული და ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი, რომ პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულებენ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას.

ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ